ახალი სეზონი მესხეთის თეატრში


მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 44- სეზონიპრობლემები და სიახლეები.   

მიმდინარე წლის პირველი პრემიერისთვის თეატრმა მზადება უკვე დაიწყო. კომედიას, რომელსაც მესხეთის თეატრში რეჟისორი კოტე აბაშიძე დგამს, მაყურებელი 10-დან 15 მარტამდე ნახავს. პიესა სამ ნაწარმოებს - პუშკინისქვის სტუმარს”, რაფიელ ერისთავისეჭვიანსდა ეიტ ბორნისჩაის” - აერთიანებს დასიყვარულის ანთოლოგიაჰქვია. პირველი მარტიდან მიმდინარე სამაგიდო რეპეტიციები ერთ კვირაში სცენაზე გადავა.

ჩვენ გამძლეობაზეა დამოკიდებლი, სცენაზე სიცივეში რამდენად შევძლებთ მუშაობას”, - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, თეატრში გათბობა დამონტაჟდა, ოთახები კვლავ ელექტროღუმელებით თბება. თეატრს გათბობის სახსრები არ აქვს. იმისთვის, რომ დარბაზი გათბეს, ჯერ აქ არაერთი წარმოდგენა უნდა გაიმართოს. თუმცა, გაყიდული ბილეთებიდან არასაკმარისი თანხის შემოსვლის შემთხვევაში, გათბობას ისევ ვერ ჩართავენ.

თუ დარბაზს ვაქირავებთ და ზუსტად ვიცით, რომ ფული შემოგვდის, გათბობას მაშინ ვრთავთ”, - გვიხსნის სულუაშვილი.

ისევე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, მესხეთის თეატრმა კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსება მიიღო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თეატრი 50 ათასი ლარით დააფინანსა, სამინისტრომ კი 100 ათასით.    

შარშან სამინისტრომ ტექნიკური აღჭურვილობისთვის 7 ათასი ლარიც გადმოგვირიცხა და რადიო აპარატურა და განათების ცეხი განვაახლეთ. წელს დაგვაფინანსებენ თუ არა, ან რა რაოდენობის თანხას რისთვის გამოგვიყოფენ, არ ვიცით, - აცხადებს სულუაშვილი და ამატებს, რომ ამჟამად თეატრს ყველაზე მეტად ტრანსპორტი, 20-24-ადგილიანი ავტობუსი სჭირდება, - ახალციხე პატარა ქალაქია და რამდენი ახალი სპექტაკლიც არ უნდა დავდგათ, რეგიონში თუ არ გავედით, თეატრი შემოსავალს ვერ მიიღებს. საუკეთესო მაყურებელი ბორჯომსა და ასპინძაში გვყავს”.  

გასული წლის შემოდგომით, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიდან შემოსული თანხით, როგორც სულუაშვილი ამბობს, კომუნალური ხარჯები დაიფარა: “შევიძინეთ კომპიუტერი და მსახიობებს ხელფასები დანამატით მივეცით, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ იანვარსა და თებერვალში, დაფინანსებამდე, მუშაობა უხელფასოდ მოგვიწევდა”.  

მისი განმარტებით, თუ აქამდე მსახიობები, რომლებიც შტატში იყვნენ ხელფასს ყოველთვიურად ღებულობდნენ, მიმდინარე წლიდან, თეატრში ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა: არის მსახიობი, რომელიც ექვს სპექტაკლშია დაკავებული და გვყავს თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ერთ პიესაში მონაწილეობს. ვინც მთელი სეზონის განმავლობაში თეატრიდან არ გადის და ვინც თეატრში არ შემოდის, ანაზღაურება ერთნაირი როგორ უნდა ჰქონდეთ?!”

სულუაშვილის თქმით, თებერვალში ხელფასები სწორედ საათობრივი ანაზღაურების მიხედვით გაიცა: თებერვალში სამაგიდო რეპეტიციები გვქონდა, ძველი სპექტაკლების აღდგენაზე ვმუშაობდით”.

მიმდინარე წელს მესხეთის თეატრი მაყურებელს 6 პრემიერას უჩვენებს. თუმცა, თუ კულტურის სამინისტროდან დაფინანსება გაიზრდება შესაძლოა კიდევ 2 პრემიერა დაიდგას. 

ამჟამად, სასკოლო ფესტივალისთვის კერძო სექტორში სპონსორებსაც ვეძებთ. საერთოდ კი სპექტაკლები ჩვენთან უკიდურესად დაწნეხილი თანხით – 1200-1500 ლარით იდგმება, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სადადგმო ხარჯებს ვგულისხმობ. თუმცა, ჩვენ აქცენტი შესრულების ხარისხზე გვაქვს”, - აცხადებს სულუაშვილი.

ექვსი პრემიერიდან ერთ-ერთს - “მე მინდა კნეინა გავხდე” - მესხეთის თეატრისთვის კარგად ნაცნობი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი დადგამს და ეს სპექტაკლი ახალციხეში თეატრის დაარსებიდან 160- წლის იუბილეს მიეძღვნება.

მიმდინარე წელს, მესხეთის თეატრს ხუთი ახალი ახლაგაზრდა მსახიობი შეემატება, მათ შორის სამი პირველად სწორედ შალუტაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში დაკავდება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

სტატიები ამავე თემაზე:


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი