პროექტები ახალგაზრდებისთვის


კულტურული განვითარება, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტები და პროექტები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისამ მიმართულებით გასული წლის ზაფხულიდან ახალციხეში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიამოქმედდა.

ორგანიზაცია ბავშვთა ფედერაციის იურიდიული მემკვიდრეა. დაარსდა 2010 წლის ივლისში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს. რაიონული ცენტრები თავდაპირველად მხოლოდ საქართველოს ოთხ ქალაქში: მარნეულში, გურჯაანში, ახალციხესა და გორში გაიხსნა. ხოლო, მოგვიანებით 2011 წლის იანვარში დასავლეთ საქართველოში კიდევ ოთხი რაიონული ცენტრი დაემატა.

ახალციხის ახალგაზრდულ ორგანიზაციას სამი თანამშრომელი ჰყავს.
ჩვენმა ორგანიზაციამ 2009 წელს განახორციელა მსოფლიო ბანკის პროექტი, რომელისთვისაც გამოყოფილი იყო 1 200 000 ლარი. ამ პროექტის ფარგლებში, ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოშიც, რაიონული ცენტრები გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ”, - განმარტავს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის უფროსი გუჯა ივანიძე.

პროექტი სამწლიანია და 2012 წელს უნდა დასრულდეს. ამ დროის განმავლობაში რაიონული ცენტრები სხვადასხვა პროგრამებს განახორციელებენ. პროექტებში ჩართვა 15-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.

ამჟამად პროექტების დამუშავების ეტაპზე ვართ, რამდენიმე უკვე მომზადებული გვაქვს. მაგალითად, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, - ამბობს გუჯა ივანიძე და ამატებს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ფოკუს ჯგუფები, რომელთა მონაწილეებიც სასწავლო წლის დასრულებისთანავე საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან. კონკურსები ჰააგასა და ამერიკის ერთ-ერთ შტატში, მიჩიგანში ჩატარდება:  თუ ქართველი ახალგაზრდები დადებით შედეგებით დაბრუნდებიან, ეს ადგილობრივ ბაზარზე მათი დასაქმების ძირითადი გარანტი გახდება”.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიპარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაცქართველი ახალგაზრდები ევროპისათვისეწოდება, საერთაშორისო გაცვლით პროგრამას ახორციელებს. პროგრამის თანახმადაც ახალგაზრდებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრება შეეძლებათ, როგორც სასწავლებლად, ასევე, სტაჟირების გასავლელად

“15 აპრილს ერთი მოხალისე, ერთი წლით ესტონეთში გაემგზავრება. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებში და პარალელურად, ესტონეთის ტელევიზიაში პროექტის მენეჯერად იმუშავებს”, - ამბობს ივანიძე.

ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში 150-მდე ახალგაზრდაა დარეგისტირირებული.

როდესაც რაიმე პროექტი ხორციელდება, მონაწილეებს ამ ბაზიდან, მიმართულებების შესაბამისად ვარჩევთ”, - ამბობს გუჯა ივანიძე.

თამარ თოთაძე, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი