სოფლებში ალტერნატიული საბავშვო ბაღები იქმნება; რას გულისხმობს პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება;
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები ლიზი დიასამიძე ოთხი წლის ხდება, თუმცა, ბაღში არ დადის. როცა დედა სამსახურშია, შინ ბებიასთან რჩება და არც
იწყენს, ხატვას, ცეკვას, ლექსებს და ზღაპრებს სახლში, ხან ბებია და ხან ბაბუა ასწავლის.
“ბავშვი სახლში სასკოლოდ როგორც არ უნდა მოამზადო, მაინც სჭირდება სოციალურ გარემოსთან შეგუება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც სკოლის მერხამდე უნდა ჰქონდეს გათავისებული”, - ამბობს ლიზის დედა თამუნა ყურმაშვილი.
350-კომლიან სოფელში საბავშვო ბაღი ხუთ წელზე მეტია გაუქმდა, შენობა კერძო პირმა შეისყიდა და აქ ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
ამჟამად, ახლაციხის მუნიციპალიტეტში ცხრა ბაღი მოქმედებს, მათ შორის რვა ახალციხეში, ერთი კი ვალეშია. ცხრა ბაღში 1 000-მდე
ბავშვი დადის. მათი ნაწილი სოფლებიდანაც დაჰყავთ.
“ვისაც მანქანა ჰყავს და ყოვლედღე სამსახურის გამო უწევს ქალაქში წამოსვლა, მოჰყვათ ბავშვები სოფლებიდან. თუმცა ასეთები ერთეულები არიან, - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორი მზია ქობესაშვილი და ამატებს, რომ
წლების წინ
ბაღი ყველა, მათ
შორის მაღალმთიან სოფელშიც ფუნქციონირებდა – მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა, ყველა ბაღი განადგურდა, ისე რომ თითქმის შენობებიც აღარ დარჩა”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკა” ალტერნატიული ბაღების შექმნას იწყებს. ევროპაში მიღებული მეთოდის მსგავსად, ალტერნატიული ბაღები ოთხიდან ექვს წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი და აქ პატარებს, მხოლოდ ოთხი-ხუთი საათით დატოვებენ. ეს ერთგვარი სასწავლო ცენტრი იქნება, რომლის ძირითად დანიშნულებასაც, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, სასკოლოდ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.
“ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბავშვი როგორც განვითარდება ექვს წლამდე, სწორედ ის მიჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაჩვენეს დიაგრამა, რომლის მიხედვითაც ბავშვი ერთიდან სამ წლამდე უფრო მეტ რამეს ითვისებს, ვიდრე სამიდან ექვს წლამდე, ან ექვსიდან 14-მდე შემდგომში. გამოდის, რომ ჩვენ ბავშვებს არასწორად ვზრდით”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე.
მისი თქმით, ის რომ ბავშვი ოჯახშია და ბება-ბაბუა ზრდის, არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად ვითარდება: “აქ იგულისხმება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც უნდა იყოს საფუძველი შემდგომში განვითარებისთვის, თუნდაც წიგნთან ურთიერთობა, ან საზოგადოებაში მოქცევის წესები”.
რვათვიანი პროექტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რვა ალტერნატიული ბაღი გაიხსნება. ჯგუფში 10-დან 25-მდე ბავშვი ჩაირიცხება. სამუშაო დღეებში აქ აღსაზრდელები ათიდან ორ საათამდე იქნებიან. ბაღი ბავშვებს კვების გარეშე, უფასოდ მოემსახურება და მათ
გადამზადებული პედაგოგები ასწავლიან.
პროექტში საბავშვო ბაღის ქირის ან შესყიდვისთვის თანხა გათვალისწინებული არაა, ამდენად, იმ დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ბაღის გახსნა გადაწყდება, შენობის გამონახვა ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა.
“ჩამოსული იყვნენ პროექტის წარმომადგენლები, ვიყავით სვირში, ჭვინთაში, პამაჟში. დიდთოვლობის გამო ურაველში და ანდრიაწმინდაში ვერ ავედით, - ამობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე და ამატებს, რომ რვავე ბაღისთვის ფართი თითქმის ყველგან გამოყოფილია. ძირითადად, ეს არის სოფლებში ყოფილი გამგეობების შენობები, დაახლოებით, 30-35 კვადრატული მეტრის მოცულობით.
კლდეში ბაღისათვის ადგილი კულტურის სახლის შენობაში გამოინახა. სოფელში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულის ზურაბ კურტანიძის თქმით, შენობა არც თუ ისე
ცუდ
მდგომარეობაშია: “სახურავს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევაკეთებთ”.
იმ ოთახების გასარემონტებლად, სადაც ალტერნატიული ბაღები იქნება, პროექტით 2 000 ლარია გათვალისწინებული. “კივიტას გეორგიკა” შეიძენს ასევე საჭირო ინვენტარს და გადაიხდის პედაგოგების ხელფასსაც, საშაულოდ 150-200 ლარს თვეში.
“კადრების პრობლემა არ გვექნება, იმდენი უმაღლსედამთავრებულია სოფლებში დაუსაქმებელი, რომ პირიქით, არჩევანის საშუალებაც კი იქნება”, - ამბობს ქობესაშვილი.
პედაგოგებთან ერთად, პროექტის თანახმად, ბავშვებთან იმუშავებენ მშობლებიც.
“ყოველ დღე, პედაგოგთან ერთად, დამხმარე ძიძის როლს, მშობელი შეასრულებს”, - გვიხსნის ასპანიძე.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული რომ ბაღების ფუნქციონირება მუნიციპალიტეტმა აიღოს თავზე: “შევუერთებთ ბაღების გაერთიანებას და გარკვეულ კონტროლს განვახორციელებთ”.
ამჟამად, ადგილობივი ბიუჯეტი 29 777 000 ლარს შეადგენს. აქედან ბაღების გაერთიანებისათვის 253 000 ლარია გამოყოფილი. მუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, ბიუეჯტი ორჯერაა გაზრდილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის განცხადებით, ამჟამად, სოლფებში ბაღების ფუნქციონირებისათვის თანხა საკმარისი არაა.
პრეოქტის განხორციელება აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. ქობესაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღებს ალბათ ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემენ.
რამდენად გაამართლებს ალტერნატიული ბაღების შექმნის იდეა და რა ფორმით გააგრძელებს ის ფუნქციონირებას თვითმმართველობის დაქვემდებარების შემთხვევაში, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციის წყალობით, ათობით ბავშვს მიეცემა საშუალება, სკოლაში უფრო მომზადებული მივიდეს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
I have to thank you for the efforts you have put in writing this blog.
ReplyDeleteI really hope to see the same high-grade blog posts from you in the future
as well. In fact, your creative writing abilities has motivated me to get my own,
personal website now ;)
My web page all playtech casinos
I have read so many posts concerning the blogger
ReplyDeletelovers except this article is actually a pleasant piece of writing, keep it up.
Also visit my homepage :: http://partypokerbonuscode.forumotion.com
I'm extremely pleased to uncover this website. I need to to thank you for ones time just for this fantastic read!! I definitely loved every bit of it and i also have you book-marked to check out new information on your blog.
ReplyDeleteMy blog post; august party poker bonus code
Great beat ! I wish to apprentice at the same
ReplyDeletetime as you amend your website, how could i subscribe for a blog site?
The account helped me a appropriate deal. I had been tiny bit familiar of this your broadcast offered vibrant transparent concept
Feel free to surf to my blog post http://yeswinnipeg.economicdevelopmentwinnipeg.com
I'd like to thank you for the efforts you have put in penning this blog. I really hope to view the same high-grade blog posts from you later on as well. In truth, your creative writing abilities has motivated me to get my own website now ;)
ReplyDeleteHere is my web blog March Party Poker Bonus Code
Good day I am so excited I found your blog page, I really found you by mistake,
ReplyDeletewhile I was browsing on Bing for something else, Regardless I am here now and would just like to say thank you for a tremendous post and a
all round thrilling blog (I also love the theme/design), I don’t have time to read through it all at the minute but I have saved it and also added your RSS feeds, so when
I have time I will be back to read much more, Please do keep up the awesome
b.
Take a look at my site: online casinos
Hey there! I could have sworn I've been to this website before but after browsing through some of the post I realized it's
ReplyDeletenew to me. Anyways, I'm definitely glad I found it and I'll be
bookmarking and checking back often!
Look into my webpage; top online casinos 2011 []
My coder is trying to persuade me to move to .net from PHP.
ReplyDeleteI have always disliked the idea because of the costs.
But he's tryiong none the less. I've been using WordPress on numerous websites for about a year and
am nervous about switching to another platform. I have heard excellent things about blogengine.
net. Is there a way I can transfer all my wordpress posts
into it? Any help would be greatly appreciated!
Look into my blog - best online casino