მოსახლეობისთვის რაც უფრო მოთხოვნადია მომსახურება, იმას 15 ლარად არცერთი სადაზღვევო არ აზღვევს. |
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივის თანახმად, 67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს პენსია 140 ლარით გაეზრდებათ, ამ თანხაში შევა დაზღვევაც. ოპოზიციურ პარტიებს იდეა არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ასე პენსიონერების დისკრიმინაცია ხდება.
საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლით განისაზღვრება. პენსიის მომატება მხოლოდ 67 წელს გადაცილებულებს ეხებათ. სექტემბრიდან მათი პენსია 140 ლარამდე გაიზრდება, თუმცა, ამ თანხას ჩამოეჭრება სადაზღვევო პაკეტის ღირებულება, 15 ლარი. გამოდის, რომ
საბოლოოდ, პენსიონერი ხელზე 125 ლარს აიღებს.
საპარლამენტო ოპოზიციას ინიციატივა არ მოსწონს. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასაც. საპარლამენტო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ახალი საპენსიო და სოციალური პაკეტი პენსიონერების დიდი ნაწილისთვის რეალურად არაფერს შეცვლის, რადგან პენსია არ გაეზრდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს.
“დღეს სოციალური ფონის გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობაა. პირდაპირ ჩნდება ასოციაცია, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს. საინტერესოა, რა ლოგიკით ირჩევთ 67 წელს?! გაზრდილი პენსიის მისაღებად მამაკაცებს 2 წელი მოუწევთ ლოდინი და ქალებს _ 7 წელი. კიდევ არის მეორე კატეგორია, მარჩენალ დაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ის მაინც გავაკეთოთ, რომ მათ სამედიცინო დაზღვევა მივცეთ”, - ამბობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი მაგდა ანიკაშვილი.
სადაზღვევო პაკეტის და მომატებული პენსიის გარეშე რჩება 16 წლის რუბიკ გევორქიანიც, რომელიც დაუნის სინდრომითაა დაავადებული. მისი ინვალიდობის პენსია მხოლოდ 70 ლარს შეადგენს. იმისათვის, რომ მან სრულფასოვანი განათლება მიიღოს, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
“გონებისა და მეტყველების განვითარებისთვის საჭირო მკურნალობის ორი კურსის ჩატარება 2000 ლარამდე დამიჯდა. დანარჩენი ორი კურსის გავლა ვეღარ მოვახერხეთ. მას მერე ბავშვისთვის არც მკურნალობა და არც სხვა სახის კურსები არ ჩამიტარებია”, - ამბობს რუბიკ გევორქიანის დედა მაყვალა ხმალაძე.
მესამე წელია გევორქიანი მეშვიდე საჯარო სკოლაში დადის. პედაგოგები ამბობენ, რომ
მისი მდგომარეობა რთულია. მათ დედაც ეთანხმება. “ბავშვს ათის ფარგლებში დათვლაც კი უჭირს. მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება”, - ამბობს იგი.
რუბიკ გევორქიანის გარდა ინვალიდობის პენსიას მისი 64 წლის ბიძაც იღებს. მას ნერვული სისტემა აქვს დაზიანებული. თენგიზ ხმალაძე ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში უკვე რამდენიმე წელია აღრიცხვაზეც იმყოფება.
“ჯარში რომ მსახურობდა, იქ დაემართა ეს დაავადება. მას მერე სულ წამლებზეა დამოკიდებული. ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში მხოლოდ რამდენიმე აბს აძლევენ, ეს წამლებიც თვიდან თვემდე არ ჰყოფნის”, -ამბობს მაყვალა ხმალაძე.
ხუთწევრიანი ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ 340 ლარით განისაზღვრება. “ასეთ კატეგორიის პირებს როგორ არ უნდა ეკუთვნოდეს პენსიის მომატება ან სადაზღვევო პაკეტი?! აბა ვის სჭირდება დახმარება, თუ არა ამათ?! ასეთი კატეგორიის ხალხს მთავრობა არც აცხოვრებს და არც კლავს”, - ამბობს მაყვალა ხმალაძე.
ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნება, ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.
ოპოზიციურ პარტიებს შენიშვნები აქვთ სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებითაც. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლის ოლეგ სანდროშვილის თქმით, სადაზღვევო პაკეტში ისეთი მომსახურება შედის, რომლის გამოყენებასაც პენსიონერები ვერ მოახერხებენ.
“მოსახლეობისთვის რაც უფრო მოთხოვნადია მომსახურება, იმას 15 ლარად არცერთი სადაზღვევო არ აზღვევს. ამას გაცილებით მეტი ღირებულების პაკეტი სჭირდება. ეს დაზღვევაც ისევე კრახით დამთავრდება, როგორც რამდენიმე წლის წინ 5-ლარიანი დაზღვევის პროგრამა დასრულდა”, - ამბობს იგი
და გვიხსნის, რატომ არ არიან დაზღვევაში შესული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მარჩენალ დაკარგულები, - ამ კატეგორიის პირებს მეტი დახმარება სჭირდებათ: წამლები, ოპერაციები და პერიოდულად, სხვადასხვა სახის კურსები. სახელმწიფო მათ 15 ლარში არ დააზღვევს, რადგან მოვლა უფრო მეტი დაუჯდებათ. არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ აწყობს იმ მცირე სადაზღვევო პაკეტში ასეთი კატეგორიის პირები დააზღვიოს”.
ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციები 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით; ნებისმიერი გეგმიური ოპერაცია 15 000 ლარის ფარგლებში; ქიმიოთერაპი და სხივური თერაპია ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით; უფასო კონსულტაცია ექიმთან; 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მედიკამენტების შეძენისას (ლიმიტი 200 ლარი); შარდის და სისხლის უფასო ანალიზები, - ეს ის მომსახურებებია, რასაც პენსიონერებს სექტემბრიდან, გაზრდილ პენსიასთან ერთად შესთავაზებენ.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
If some one desires to be updated with most up-to-date technologies afterward he must be pay a quick visit this
ReplyDeleteweb page and be up to date every day.
Here is my website; party poker bonus code
Right away I am ready to do my breakfast, later than having my breakfast coming over again to read further news.
ReplyDeletemy site: January party Poker bonus Code
Hello! I'm at work browsing your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading your blog and look forward to all your posts! Carry on the great work!
ReplyDeleteTake a look at my web blog ... http://wc.planetrugby.com
It is appropriate time to make a few plans for
ReplyDeletethe long run and it is time to be happy. I have read this put
up and if I may I want to counsel you some fascinating things or suggestions.
Perhaps you could write subsequent articles regarding
this article. I want to read more things approximately it!
Also visit my web blog; party poker bonus code existing players
Thanks very interesting blog!
ReplyDeleteReview my web-site http://www.waterlinemedia.com/