შეუმჩნეველი პრიორიტეტი


   ნინო რუხაძე, - “უამრავი ხიდი საჭიროებს დროულ შველას, თორემ დაინგრევა”

ბოლო პერიოდის გახშირებული წვიმები და ადიდებული მდინარეების გამო დანგრეული ხიდები. რა ხდება ახალციხის მუნიციპალიტეტში, რა მდგომარეობაშია ხიდები და არსებობს თუ არა სტიქიის შემთხვევაში მათი დაზიანების საფრთხე;  

თამუნა უჩიძე, ახალციხე

სოფლები ნაგავსაყრელების გარეშე


იმის გამო, რომ სოფლებში არ არსებობს ლეგალური ნაგავსაყრელები, სოფლის მოსახლეობას ნარჩენების გადაყრა მდინარის პირას, ხევებში ან ღელეებში უწევს.
 მანანა სარაშვილი, ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ბენარა ერთ-ერთია, იმ სოფლებს შორის, რომელთაც ნაგავსაყრელები არ აქვთ. 

ავარიული სკოლა და მდუმარე პერსონალი


რატომ ეშინიათ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგებს იმის თქმა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება სკოლის კედლები ჩამოიშალოს?! მდუმარე დირექტორი და საფრთხეში მყოფი ბავშვები. 

მანანა სარაშვილი, ადიგენი   

სადავო რიტუალების სახლი


რიტუალების სახლის გამო დაპირისპირებული სოფელი; საჩივრები და დავა სოფელ აბასთუმანში;

თამუნა უჩიძე, ახალციხე

ორი წელია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” გამოყოფილი თანხით რიტუალების სახლის გაკეთება უნდათ. თუმცა, ხელი იმის გამო ეშლებათ, რომ მიწა რომელზეც შენობა დგას, რეგისტრირებული ამავე სოფელში მცხოვრებ მერაბ კონსტანტინოვზეა. რიტუალებიც, სწორედ მისი საკუთრებაა.

საარჩევნო სამზადისის დაწყებამდე


23 ივნისს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში თემებზე  - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, საჯარო განხილვა გაიმართა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

“ცრუ სამკუთხედის მსხვერპლნი”


აჭარაში მცხოვრები ეთნიკური სომხების უმრავლესობამ სომხური ენა არ იცის და ძირითადად, რუსულად ლაპარაკობს. როგორ ცდილობენ ისინი თავიანთი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას – ამ და რიგ სხვა თემაზე “სამხრეთის კარიბჭე” გაზეთ “ახბიურის” (“წყარო”) რედაქტორს, აჭარის სომეხთა კავშირის პრეს-მდივანს არტურ ჰოვჰანნისიანს ესაუბრა.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

საარჩევნო კოდექსის შეცვლის ბოლო მცდელობა


საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თემაზე “რვიანსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის დაიწყო მოლაპარაკებები ახალი, ინდივიდუალური ფორმატით. რას მოგვცემს მოლაპარაკების ახალი ტიპი და რა იმედები აქვთ “რვიანის” წევრებს. 


შუშან შირინიანი, ახალქალაქი

ცვლილება ტელეფონის ნომრების ნუმერაციაში


20 ივნისიდან საქართველოში მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია შეიცვალა.


შუშან შირინიანი, ახალქალაქი

გარემო ბავშვის განვითარებისთვის


 ქალაქ ახალქალაქს საბავშვო მოედნები არ აქვს, ცენტრალური ბაღისა და მინიფეხბურთის მოედნის ორად-ორი საქანელა კი მოუხერხებელი და ცოტა სახიფათოა. “სამხრეთის კარიბჭე” მოგითხრობთ, როგორ ართობენ მშობლები თავიანთ პატარებს, სად ასეირნებენ თავისუფალ დროს, რას გვეუბნება ამ საკითხზე ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და რას აკეთებს საზოგადოება და ხელისუფლება.


რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

რამდენად ღიაა საჯარო ინფორმაცია


 საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფართო უფლებას იძლევა, თუმცა, ამ უფლებას სახელმწიფო დაწესებულებები ზღუდავენ.


ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

სადავო საკითხები და მოლოდინები

თამუნა უჩიძე, ახალციხე




 ორი ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს პატრიარქები მესხეთში; საზოგადოების მოსაზრებები, მოლოდინები და შეფასებები;

ერთი შეხედვით მეგობრული ვიზიტის მიუხედავად, საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის სტუმრობის მიმართ არაერთგვაროვანია.