ბრალდების გარშემო გაჩენილი ეჭვები


თამუნა უჩიძეახალციხე 

 ბრალი საბუთების გაყალბებისთვის; უკანონოდ გაყიდული მილები, თუ კვლავ დავა სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ირგვლივ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველომ, 8 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი, გენადი ენდელაძე და სოფელ ხევაშენში მცხოვრები, გოდერძი ენდელაძე დააკავა.  

მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 210- მუხლით - “ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება: “ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. (16.07.2010. N3446)
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
) ჯგუფურად
) არაერთგზისისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე”. (28.04.2006. N2937)

აბასთუმანში იყო წასული გენადი ენდელაძესთან, გარე ბიძაშვილები არიან, იქ აიყვანეს. გაურკვევლობაში ვარ, რა მოხდა არ ვიცი, - გვიამბობს გოდერძი ენდელაძის მეუღლე ინგა თუმანიშვილიამბობენ, საბუთებთან დაკავშირებით დააკავესო, ადრე პედაგოგად, ბოლოს კი თბილისში სამხედრო ნაწილში მუშაობდა, ამჟამად უმუშევარია, არც ბიზნესი აქვს და რა საბუთებზეა ლაპარაკი, ვერ ვხვდები. მგონია, რომ უდანაშაულოა, ალბათ გაამართლებენ”.

სხვაგვარად ფიქრობს ბენარის ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებული, გოდერძი ენდელაძის ძმა, კობა ენდელაძე: უკანონოდ ამ ქვეყანაში არავის აკავებენ. დამნაშავე იქნება და დააკავეს კიდეც. მაგრამ რისთვის აიყვანეს არ ვიცი, დაგვირეკეს და გვითხრეს დაკავებულიაო”.

ენდელაძეების დაკავების მიზეზზე მეზობლებსაც უჭირთ საუბარი.

ორივე კარგი ადამიანია და კარგი ოჯახებიც აქვთ, რატომ დააკავეს არ ვიცით”, - ამბობს ხევაშენში მცხოვრები სიმონ ლომსიანიძე.

გენადი ენდელაძის მეზობელი მერაბ კოსტანტინოვი ირწმუნება, რომ ამ საკითხს, გასული სამი თვის განამვლობაში სოფლის საჯარო სკოლის გახმაურებულ სასამართლო დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს: “ამბობენტრუბებისგამო დააკავესო, ზოგი ფიქრობს, რომბასეინისგამო დაიჭირეს, ზოგის თქმით, აბანოებია მიზეზი. რაც შეეხება სკოლის დავას, ისევ გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება. თუმცა, ეს გენადის დაპატიმრებასთან არაფერ კავშირში არ არის”. 

ცხრა წლის წინ გორშიტრუბებისგაყიდვის გამო დაიჭირეს, მაგრამ ახლა ეუბნებიან, სკოლა უსასყიდლოდ დათმე და შენობა სოფელს გადაეციო. გორმა იმიტომ აიყვანა და არა ახალციხემ, რომ ეს საქმე სკოლასთან არავის დაეკავშირებინა. რაც შეეხება, გოდერძის, ის თურმე მაშინ ინდმეწარმედ ყოფილა გაფორმებული”, - გვითხრა შუახნის მამაკაცმა. მან   არც ვინაობა გაგვიმხილა და რატომღაც, კომენტარზეც მას შემდეგ დაგვთანხმდა, როდესაც დარწმუნდა, რომ ჩამწერი გმორთული გვქონდა და მის ნათქვამს ხელით ვიწერდით

გენადი ენდელაძესა და აბასთუმნის საჯარო სკოლის პედკოლექტივს შორის დავამ სოფლიდან სასამართლოში ოთხი თვის წინ გადაინაცვლა. აბასთუმნის სკოლა ყოფილი ყველ-კარაქის ქარხნის შენობაშია განთავსებული. შენობა, რომელიც გენადი ენდელაძის პირადი საკუთრებაა, სოფელს მან 1991 წელს, ვარხნის საკრებულოს თხოვნით გადასცა. წლების განმავლობაში კი ქონების გადასახადს, როგორც მესაკუთრე, თავად იხდიდა.
სასამართლო დავისას ენდელაძე ვარხნის საკრებულოსთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, შენობას უზურფუქტის წესით სოფელს გადასცემდა და გადასახადისგან გათავისუფლდებოდა. ასე, სკოლას განათლების სამინისტრო ავარიული შენობის გარემონტების საშუალებასაც მისცემდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 29 აპრილის გადაწყვეტილებით შენობა ენდელაძის საკუთრებად დარჩა, სკოლა კვლავ ძველი ხელშეკრულებით სარგებლობს და მიწის გადასახადს ისევ ენდელაძე იხდის.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სკოლის და არა ედნელაძის სასარგებლოდ იქნა მიღებული, სოფელმა და სკოლის პედკოლექტივმა საჩივარი ამჯერად მინისტრის ივანე მერაბიშვილის სახელზე დაწერა. სხვა მძიმე ბრალდებებს შორის განცხადებაში ნახსენები მილების საკითხიცაა: “...ენდელაძე აფერისტული გზით დაეუფლა ბევრ სიმდიდრეს, მოახერხა დოვლათის დაგროვება, სხვისი ნაძარცვი ფულებით იყიდა აბასთუმანში აბანო, საცურაო კომპლექსი... ამ შენაძენს არ დასჯერდა და მუქთად შეიძინა კურცხანას წყალსადენი, რომელიც ხუთ სოფელს ამარაგებდა, როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლით, შემდეგი პირობით, რომ გაეუმჯობესებინა სოფელში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობები. მან ისარგებლა რა აქაური მაცხოვრებლების გულუბრყვილობით, მთლიანად დაიტაცა დიდი ზომის მილები, ამოჭრა სარეზერვო ტექნიკა და გაყიდა...” - ნათქვამია 18 მაისს ივანე მერაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში. (“.”. ¹19(331); 13.06.2011 ).

სოფელმა მალევე მიიღო პასუხი იმის შესახებ, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავდნენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და შესაბამისად, მას მსვლელობა არ მიეცა.

კონკრეტულად როდის და რა მილების უკანონოდ გაყიდვისთვის დააკავეს ენდელაძეები, რა დოკუმენტები გააყალბეს, ან რამდენად შეიძლება იყოს ეს სკოლის დავასთან კავშირში, განსასჯელების ადვოკატი კახა მაღრაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ენდელაძეები ჩვენს მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადების შეტანის შემდეგ დააკავესამბობს გენადი ენდელაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ჯვარიძე, რომელიც მის ინტერესებს სკოლის შენობაზე დავისას იცავდა, – ვითხოვდით, ერთი თვის ვადაში ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, შენობა უზურფრუქტის წესით გადაეცათ სკოლისთვის და ენდელაძე გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ”.

ჯვარიძის განმარტებით, განცხადებაში აღნიშნული იყო გაფრთხილების შესახებაც: თუ ერთ თვეში ახალ ხელშეკრულებას არ გაგვიფორმებდნენ, ჩვენ ცალმხრივად ვწყვეტდით მას. ხოლო სამი თვის გასვლის შემდეგ მივმართავდით სასამართლოს და ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ნამდვილად შეწყდებოდა”.

დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ, გენადი ენდელაძის თხოვნით, გიორგი ჯვარიძემ გამგეობიდან განცხადება უკან გამოითხოვა.

“15 ივნისს მივმართე გამგეობას, რომ განცხადება უკან დაებრუნებინათ და შემდეგი მსვლელობა არ მისცემოდა”, - გვითხრა ჯვარიძემ.

რეალურად რა მოხდა და რატომ, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა. ამ ამბავს აბასთუმნის საჯარო სკოლის საკითხის მოგვარებაც მოჰფენს ნათელს.

სტატიები ამავე თემაზე:
სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც ვერაფერი შეცვალა;

 
ქველმოქმედება თუ უკანონოდ მითვისებული ქონება;

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი