გაზრდილი პენსია, გაძვირებული ცხოვრება

შუშან შირინიანიახალქალაქი
 ასაკობრივი და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია 100 ლარამდე გაიზარდა. რას ნიშნავს პენსიის 20 ლარით მომატება ახალქალაქელი პენსიონერებისთვის.

დღეიდან (15 სექტემბრიდან) ასაკობრივი და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიამ მთელს საქართველოში მოიმატა. აქამდე საბაზო პენსია 80 ლარი იყო და მუშაობის სტაჟის შესაბამისად 2-დან 10 ლარამდე ემატებოდა. პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია კი 80 ლარს შეადგენდა.

პენსიის მომატებას მთავრობისგან დიდი ხანი ელოდნენ. მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილისთვის პენსიის გაზრდას ხელისუფლება ხალხს ჯერ კიდევ 2008 წელს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაჰპირდა.
ამ წლის დასაწყისიდან საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სურსათისა და პირველადი საჭიროების საგნების ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. გაზაფხულზე მთავრობამ ინფლაციის პირობებში მოსახლეობის დასახმარებლად ერთჯერადი, 30-ლარიანი სასურსათო ტალონები გასცა. მოსახლეობას პენსიის მომატებას მაშინ კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ. მთავრობამ სიტყვა შეასრულა, თუმცა, თუ პენსია 25 პროცენტით გაიზარდა, გაცილებით მეტად გაძვირდა კვების პროდუქტები. მაგალითად, ხორცის ფასმა 50- პროცენტით მოიმატა (8-10 ლარიდან 12-15 ლარამდე), შაქარი 40- პროცენტით გაძვირდა (1.8 ლარიდან 2.5 ლარამდე), მაკარონის პროდუქტების ფასი 38- პროცენტით გაიზარდა, გაძვირდა მედიკამენტებიც და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც.   

2011 წლის 1 სექტემბრამდე რეგიონებში და დედაქალაქში მცხოვრები პენსიონრების პენსიაში დისპროპორცია იყო. თბილისელი პენსიონერები 2010 წლის მარტის შემდეგ რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებზე 10 ლარით მეტ მინიმალურ პენსიას იღებდნენ.

ფასების ზრდასთან ერთად სამომხმარებლო კალათის ღირებულება და შესაბამისად, საარსებო მინიმუმიც იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ოფიციალური საარსებო მინიმუმი ოთხი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის 266 ლარია. თუმცა სპეციალისტთა აზრით, ეს თანხა რეალურ ციფრს რომ მიუახლოვდეს, სულ მცირე, სამჯერ უნდა გაიზარდოს.

2011 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 158.60 ლარს შეადგენდა, როგორცსამხრეთის კარიბჭესსაქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშისაქსტატშიაცნობეს. საარსებო მინიმუმს პირველადი საჭიროების 40 დასახელების პროდუქტის ღირებულების გათვალისწინებით ანგარიშობენ.

73 წლის ლეილა მელიქიძე ადრე წვრილი ვაჭრობით იყო დაკავებული და აღებულ პენსიასთან ერთად, ნორმალურად ცხოვრებას ახერხებდა. იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია. ახლა მას მუშაობა აღარ შეუძლია და მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, რომელიც აქამდე 87 ლარი იყო. მისი აზრით, დანამატი პენსიაზე ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც სასიხარულოა.

მთელი თვის პენსია ბაზარში ერთხელ წასვლასაც არ ეყოფა. პენსიიდან 20 ლარს წამლებში, პურსა და ტელეფონის გადასახადში ვხარჯავ. უტელეფონოდ არ შემიძლია, ხშირად ექიმთან დარეკვა მჭირდება. მეტზე კი არ მყოფნის. ზამთრისთვის შეშას ვერ ვყიდულობ და სახლსაც ვერ ვათბობ, მთელი დღეები ლოგინში ვწევარ. ადრე ვაჟიშვილი მეხმარებოდა, ახლა კი მასაც აღარ შეუძლია, რადგან გულის ოპერაცია გაიკეთა”, - გვითხრა ლეილა მელიქიძემ.

იგი არ არის მარტოხელა პენსიონერი, რადგან შვილი ყავს, მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო, ამაჟამად მარტო ცხოვრობს. პენსიონრებს, ვინც შვილებთან ერთად არის, ცხოვრება ნაკლებად უჭირთ.

75 წლის შურა ტუმასიანი ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. პენსიის გაზრდა უხარია, თუმცა, არ უარყოფს, რომ მარტო ცხოვრების პირობებში ეს ფული 10-15 დღე ეყოფოდა და ისიც თუ ტანსაცმელსა და სხვა საჭიროებებზე არაფერს დახარჯავდა.

ჩემი პენსიით ფქვილს, მაკარონს და მზესუმზირის ზეთს ვყიდულობ. ნორმალურად კვებისთვის ეს პენსია ცოტაა. ბაზარში საერთოდ არ დავდივარ. ბავშვებთან ვცხოვრობ და ისინი რომ არ მეხმარებოდნენ, ძალიან გამიჭირდებოდა. ტანსაცმელი საბჭოთა დროიდან მაქვს შემორჩენილი. საწვავი იმდენად გაძვირდა, რომ დღეს ყველაზე მძიმე საკითხი სახლის გათბობაა”, - ამბობს იგი.

პენსიონრებს ჯერ 100 ლარიანი პენსიაც არ აუღიათ და შემდეგ –100 აშშ დოლარამდე მომატებას, რასაც მთავრობა მომავალი წლის დასაწყისისთვის დაჰპირდა ხალხს, უკვე მოუთმენლად ელიან.

8 comments:

  1. wonderful submit, very informative. I wonder why the other
    specialists of this sector do not realize this.
    You should proceed your writing. I'm sure, you've a huge readers' base already!

    Review my homepage - Partypokerbonuscode.Forumotion.Com

    ReplyDelete
  2. Just want to say your article is as astonishing. The clearness in your post is simply spectacular and i can assume you are
    an expert on this subject. Fine with your permission let
    me to grab your feed to keep updated with forthcoming post.

    Thanks a million and please keep up the rewarding work.

    My web-site - may party poker bonus code

    ReplyDelete
  3. I am really loving the theme/design of your blog. Do you ever run
    into any internet browser compatibility issues?
    A couple of my blog visitors have complained about my blog not working correctly in Explorer but looks great
    in Chrome. Do you have any suggestions to help fix this issue?


    Here is my website :: http://woburn.co.uk

    ReplyDelete
  4. It's great that you are getting thoughts from this paragraph as well as from our discussion made at this place.

    Also visit my homepage; partypoker bonus Code 2013

    ReplyDelete
  5. When someone writes an paragraph he/she retains the idea of
    a user in his/her brain that how a user can understand
    it. Therefore that's why this paragraph is outstdanding. Thanks!

    Also visit my web site party poker bonus code registration

    ReplyDelete
  6. Hmm it seems like your site ate my first comment (it was super long)
    so I guess I'll just sum it up what I wrote and say, I'm thoroughly enjoying your blog.
    I too am an aspiring blog blogger but I'm still new to everything. Do you have any recommendations for novice blog writers? I'd genuinely appreciate it.


    Here is my webpage rtg casino codes

    ReplyDelete
  7. If some one wishes to be updated with most up-to-date technologies after that he
    must be pay a visit this website and be up to date all the time.


    Take a look at my blog post: http://africaaction9.jigsy.com/entries/general/Rtg-Casinos-Accepting-Us-Players-Will-make-you-High-In-the-event-that-Carried-out-Properly

    ReplyDelete
  8. Thanks for finally talking about > "გაზრდილი პენსია, გაძვირებული ცხოვრება" < Loved it!

    Feel free to surf to my webpage :: casinos online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი