თამუნა უჩიძე, ახალციხე
ქალაქში
დაწყებული მშენებლობები და
ნებართვა მშენებლობის შესახებ;
ირღვევა თუ
არა კანონი
და იცავენ
თუ არა
დადგენილ ნორმებს;
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს ათი დღის წინ ხის ღობე შემოავლეს და იქ მძიმე ტექნიკა მუშაობს. ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და მალე ქუთაისშიც, იუსტიციის სახლების აშენების შემდეგ ახალციხის ჯერი დადგა.
“მეშვიდე დღეა
ვმუშაობთ, საძირკველის
გაჭრას დღეს
დავამთავრებთ და
ხვალიდან სხვა
სახის სამუშაოები
იქნება შესასრულებელი.
ამიტომ სხვა
ჯგუფი დაიწყებს
მუშაობას”, - ამბობს მუშა მამუკა ალავიძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში აცხადებენ, რომ “მალე თამარაშვილის ქუჩაზე ისეთი ლამაზი შენობა გაიხსნება, როგორიც სხვა ქალაქებშია”. თუმცა, მშენებლობის დაწყების, ან დასრულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
“მშენებლობისათვის ნებართვის
გაცემა, ანუ
პროექტის შეთანხმება
ჯერ არ
მომხდარა, პირველ
ეტაპზე საჭირო
არაა”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გელა დემეტრაძე.
მშენებლობისათვის არ იყო ნებრთვა გაცემული კომპანია “ვისოლის” მიერ ქალაქში დაწყებული მშენებლობის შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი სუპერმარკეტ “სმარტსა” და ბენზინგასამართ
სადგურს სწორედ იუსტიციის სახლის გვერდით აშენებს. თუმცა, მაშინ გამგეობაში ამტკიცებდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა ნორმა დაცული იყო:
“შეთანხმებული იქნება ყველა იმ უწყებასთან, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. ასე რომ არ იყოს, მშენებლობას არ დაუშვებდნენ, რადგან დაშვებულია, ე.ი. ყევლა სამართლებრივი ნორმა მოწესრიგებულია” (“სკ’”, 15 ივნისი, 2011წ).
“შეთანხმებული იქნება ყველა იმ უწყებასთან, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. ასე რომ არ იყოს, მშენებლობას არ დაუშვებდნენ, რადგან დაშვებულია, ე.ი. ყევლა სამართლებრივი ნორმა მოწესრიგებულია” (“სკ’”, 15 ივნისი, 2011წ).
გასარკვევად, რა შემთხვევაში ირღვევა ვადები მშენებლობის შესახებ ნებართვის გაცემისას და ითვალისწინებს თუ არა კანონი სასჯელს, “სამხრეთის კარიბჭემ” კონსულტაციისთვის
იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს მიმართა.
“ეგ კანონი
გაუქმდა 2011 წელს,
მაგრამ რითი
გააუქმეს ვერ
გეტყვით, არაფერი
ვიცი”, - გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ.
ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის განამრტებით კი, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში მშენებლობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არაა, საქმე უკანონო მშენებლობასთან გვაქვს: “არ ვარ
ამ დარგის
სპეციალისტი, სისხლის
სამართლის სპეციალიზაციით ვმუშაობ. თუმცა,
არაა აუცილებელი
იურისტი იყო,
ნებისმიერი მოქალაქე
გიპასუხებთ, რომ
მშნებელობის დაწყება
(თუნდაც იმიტომ,
რომ ეს
ქალაქის განაშენიანების გეგმაში ჯდება)
ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებული
უნდა იყოს”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ირინა ყურმაშვილი ამბობს, რომ ვიდრე მშენებლობა დაიწყება მშენებელმა დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია მანამადე უნდა წარმოადგინოს და მშენებლობის ნებართვაც მოითხოვოს. სხვადასხვა კლასის შენობა-ნაგებობებზე ეს სხვადასხვაგვარად რეგულირდება: “პირველ ეტაპზე
ფართობის გამოყოფის
შესახებ მაინც
უნდა არსებობდეს
დაკუმენტები. ვერ
გეტყვით რატომ
არ იყო
“ვისოლზე” ნებართვა
გაცემული. რაც
შეეხება იუსტიციის
სახლს, მისი
დოკუმენტაცია სამინისტროში
იქნება, მაგრამ,
ამ ეტაპზე,
ჩვენამდე მოღწეული
არაა”.
“კონსერვატიული პარტიის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ მშენებლობები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვას ვეღარ ახერხებენ: “განხილვა,
ბიუჯეტში თანხების
გაწერა და
ასე შემდეგ,
- ეს ყველაფერი
რომ შესაბამისად
გააკეთო, რამდენიმე
თვე მაინც
დასჭირდება და
დაგვიანდება. პროექტები
ამ წლის
ბიუჯეტში აქვთ
გაწერილი და
უნდა დაასრულონ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, “ვისოლის” შემთხვევაში მშენებლობის ნებართვისათვის ვადების დარღვევა ნამდვილად მოხდა: “რადგან
მშენებლობა ჩვენ
ტერიტორიაზე მიმდინარეობდა
პროექტი შეგვითანხმეს,
მაგრამ საბუთების
წარმოდგენა დააგვიანეს.
ამიტომ “სმარტის”
მშენებელი 2 000 ლარით
დავაჯარიმეთ”.
რაც შეეხება იუსტიციის სახლს, ტერიტორია, სადაც მალე ახალ კორპუსს დადგამენ, მუნიციპალური საკუთრება იყო: “ეკონომიკის
სამინისტროს მივწერეთ
და იუსტიციის
სახლის ასაშენებლად
ეს ტერიტორია
სახელმწიფო საკუთრებად
დავარეგისტრირეთ. აქ
სახელმწიფო მნიშვნელობის
ობიექტი შენდება
და ამდენად
მშენებლობისთვის ნებართვას
აღარ საჭიროებს”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი