Showing posts with label საავტორო სვეტი. Show all posts
Showing posts with label საავტორო სვეტი. Show all posts

მინდა, რომ...


პარასკევს, სამსახურში მომავალი, გაზეთების სტენდთან გამყიდველისა და მყიდველის საუბარს შევესწარი. ერთ-ერთ გაზეთს ათვალიერებდა, გარეკანი არ ჩანდა და რომელი გაზეთი იყო ვერ მივხვდი, მაგრამ მომესმა უკმაყოფილოდ რომ თქვა, ეს გაზეთიც დაუწვრილებიათო... ალბათ, გვერდების რაოდენობას გულისხმობდა...

მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი მის სიტყვებზე და მერე საღამოს, სოციალურ ქსელში, ერთ მეგობარს დიდხანს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ მართალია, ახალი მედია დღითიდღე ძლიერდება და ძლიერი კონკურენციას გვიწევს, მაგრამ ბეჭდური პრესა ჯერ კიდევ საჭიროა, თავისი მკითხველი ჯერ კიდევ ჰყავს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ოღონდ შესაძლოა კი არ იყიდებოდეს, უფასოდ რიგდებოდეს, ან უბრალოდ, სადმე ერთად იდოს და ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მისი აღება. ისე, როგორც ეს ამ თვის დასაწყისში ლონდონში ვნახე.

სტატია, დიასახლისები, მწვანე ჭიქა და ახალი წელი


რედაქციაში  მწვანე ჩაის ჭიქას ისევ ქვია გულოს  ჭიქა, მიუხედავად იმისა, რომ  მარტის თვიდან გაზეთ ,,სამხრეთ კარიბჭეში“ აღარ ვმუშაობ.
ერთხელ,  ერთგან, ოჯახში სტუმრობისას, როცა საჭმელების მომზადებაზე დაიწყეს დიასახლისებმა საუბარი  და თავის მოწონება,  მეც მკითხეს, - რისი გაკეთება იციო. სტატიებს ვწერ თქო - უპასუხე და გაიცინეს, - ეგ რა საქმეაო.

დილით დგები და არ იცი სად მოგიწევს წასვლა, ალთას თუ ბალთას, ამიტომაც იცვამ დაბალძირიან ფეხსაცმელს, უფრო ბოტასს, ფურცლებით, ბლოკნოტით, ფოტოაპარატით, დიქტოფონით და ათასი ’’ხარა-ხურით’’ სავსე ჩანთას  იღებ და გარბიხარ რედაქციაში.

გზაში სხვადასხვა დაწესებულებების წინ მდგარ მანქანებს ათვალიერებ -  ვაა , ეს უკვე მისულა სამსახურში
, კომენტარზე უარს ვერ მეტყვის! ვაა, ეს აგვიანებსს, ნეტავ რა დროს მიდის სამსახურში? იმის მანქანა სამრეცხაოში დგას... შედიხარ რედაქციაში და იწყება რესპონდენტებთან  სატელეფონი საუბრები, შეთანხმებები,  მათი დაყოლიება შეხვედრებზე. სიარული ერთი დაწესებულებიდან მეორეში, სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში...

იყო და არა იყო რა...


არაფერი პოლიტიკაზე, არაფერი პოლიტიკაზე, არაფერი პოლიტიკაზე, ვიმეორებდი გულში, მგონი ტუჩებსაც ვაცმაცუნებდი, ასეთი განწყობით მივუჯექი კომპიუტერს და სვეტის წერა დავიწყე.

12 წლამდე პირველი იანვრის დილას ბალიშის ქვეშ ყოველთვის მხვდებოდა საჩუქარი. მერე გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, ძალიან მეწყინა, ვიტირე. შემდეგ თეო იყო პატარა და წლები მას ვატყუებდით და ვუტოვებდით ბალიშის ქვეშ საჩუქრებს. თეოს, თოვლის ბაბუის არ არსებობა ჩემსავით მძიმედ არ გადაუტანია, რადგან მას ახლაც სჯერა ზღაპრების, მინდა რომ სულ სჯეროდეს!

ახლა მინდა, რომ ყველას სჯეროდეს ზღაპარების. არც მე მინდა ვიყო დედინაცვლის ბოროტი შვილი და არც რესპონდენტები მინდა მყავდეს კუდიანები.

ახლა ჩემს სვეტს კითხულობ და ფიქრობ, კარგი რაა! რა ზღაპრები! რის ზღაპრები! რას ბოდავ! მაგრამ ეს ჩემი საახალწლო სურვილია და მაცადეთ ოცნება!

რატომ არ თოვს ნეტავ?! თოვლიც ბავშვობაში დამრჩა, თუმცა მერე რა, რომ თოვლი არაა, დაანთეთ ბუხარი, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, დაჯექით იატაკზე, დაიდეთ გვერდზე ჭიქა ღვინო, მოწრუპეთ, უსმინეთ შეშის ტკაცა-ტკუცს და დაელოდეთ, ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება!

გულო კოხოძე

გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!


რამდენიმი დღეში 2011 წელი დადგება. გასულ წლებთან შედარებით, რატომღაც ეს წელი არ მიხარია... იმედია ვცდები... ბოლოს და ბოლოს, ხომ ჩემი წელი მოდის. 

ჰოროსკოპს თუ დავუჯერებთ, 2011 წელი კურდღლისთვის, როგორც ა, წლის სიმბოლოსთვის, უპირობოდ წარმატების წელი იქნება. მაშინ გამოდის, რომ არაფერი მქონია სანერვიულო. 

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!

მშვიდობის, ბედნიერებისა და სიყვარული წელი ყოფილიყოს! ყველას დიდი მადლობა ერთგულებისა და თანადგომისთვის. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ თქვენი ერთგულება მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩ[ენ კი ვეცდებით, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. 

თითოეულ თქვენგანს პროფესიულ წინსვლას გისურვებთ!

მანანა სარაშვილი

დიქტოფონის გარეშე


2010 წელი, ოქტომბერი, პარასკევი დღე, საღამოს საათები...

მძიმე სამუშაო დღის მერე ქალაქის ცენტრალურ პარკში ვსხდებით; ხუთნი ვართ; ჟურნალისტები; სასიამოვნო საღამოა და დაღლილობის მიუხედავად სახლში წასვლას ასე ვამჯობინეთ. ორი ახალგაზრდა გვიახლოვდება, ორივე საჯარო სამსახურის თანამშრომელია... ვსაუბრობთ ბევრ თემაზე და უცებ:

-          ახლა დიქტოფონი გაქვს ჩართული?...

ისევ 2010 წელი, გაზაფხული...

ოჯახმა დამავალა გავარკვიო რა პირობებით გასცემენ ბანკები სესხებსსაქართველოს ბანკში მივდივარ. ერთ-ერთ კრედიტ ოფიცერს იპოთეკური სესხების შესახებ ვეკითხები; ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს; ისიც მოთმინებით იტანს ჩემს შეკითხვებს, მაგრამ უცებ სახე ეღუშება:

-          ახლა შენ ამას იწერ არა? ...

... ასეთი კიდევ ბევრი ფაქტი მახსენდება. ასეა, ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ჩვენი დიქტოფონი მუდამ ჩართულია. რაღაცეებს იმიტომ ვეკითხებით, რომ მერე ეს გაზეთში დავწეროთ. ჩვენ კი ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ ჟურნალისტები მხოლოდ სამუშაო საათებში ვართ; იუნტერვიუზეც კი არასოდეს არ ვრთავთ დიქტოფონს რესპონდენტის გაფრთხილების გარეშე; სულაც არაა საჭირო, ჩვენს დანახვაზე სახიდან ღიმილის გაქრობა, მაგიდიდან საბუთების ალაგება, იმის მტკიცება, რომ მხოლოდ იშვიათ დღეებში აძლევთ თავს უფლებას კაბინეტში, შესვენების საათებში ლუდი მიირთვათ და ასე შემდეგ. ჩვენც ვსვამთ ლუდს, ღვინოს, ხანდახან არაყსაც და ხანდახან სამუშაო საათებშიც და საერთოდაც, არც ისეთი ცუდები ვართ, ბევრს რომ ჰგონია... 

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

ამბობენ, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება და ოცნებები სრულდება. მინდა, რომ ამის მჯეროდეს. მინდა, რომ ამის თქვენც გჯეროდეთ

...ერთი თვის შემდეგ ჩვენ ისევ მოვალთ თქვენთან. გაგესაუბრებით, ფოტოს გადაგიღებთ, მერე ამ ყველაფერს დავწერთ და შედეგს დაველოდებით. შედეგს, რომელიც ყოველთვის არ ჩანს, ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ ასე არ ხდებოდეს... და, არც თქვენი და ჩვენი ხმა რჩებოდესხმად მღაღადებლისა”...

ნინო ნარიმანიშვილი

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა...


ორი წელია, რაცსამხრეთის კარიბჭესჟურნალისტი ვარ. რედაქციაში მე და მანანა სარაშვილი ერთად მოვედით. კარგად მახსოვს, ჩემი პირველი სტატია ახალციხის ერთ-ერთ ისტორიულ უბანზე, რაბათზე დავწერე. მას შემდეგ, არც ისე ცოტა დრო გავიდა. თუმცა, პროფესიული ზრდისთვის ეს არც ისე დიდი დრო იყო. ჩემი კოლეგებისგან ბევრი ვისწავლე. უკვე ბევრი სტატია დავწერე და იმედი მაქვს თქვენს სამსახურში კიდევ დიდი ხანი ვიქნები. “სამხრეთის კარიბჭეხომ თქვენი გაზეთია და ჩვენც მხოლოდ თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის, ვმუშაობთ.

ახალი წლიდან ისევ ვეცდები ყოველ ორშაბათს ჩემი სტატიებით თქვენს ოჯახში შემოვაბიჯო. მანამდე კი ყველას გილოცავთ შობა - ახალ წელს. სიკეთე და სიხარული მოეტანოს 2011 წელს და რაც მთავარია, ყველა სურვილი აგსრულებოდეთ!

რამდენიმე წელია ახალ წელს თოვლი აღარ ყოფილა და თითქოს საახალწლო განწყობაც დავკარგეთ. მახსოვს, ყოველ ახალ წელს გადათეთრებული ქალაქი, მორთული ნაძვის ხე, სახლის ფანჯრებზე მიმაგრებული ფერადი ნათურები... ახლაც მინდა, ახალ წელსჩამოფანტელფიფქთოვდეს”, ასე ჩემი ერთი სურვილიც ასრულდება...

კიდევ უამრავი სურვილი მაქვს. მაგრამ, რაც მთავარია. მინდა, რომ 2011 წელს ნაკლები პრობლემები იყოს...

2011 კატა (კურდღლის) წელიწადია (ანუ ჩემი, რადგან კატა (კურდღლის) წელიწადში ვარ დაბადებული). მართალია ჰოროსკოპის არ მჯერა, მაგრამ მაინც, როგორც ვარსკვლავები ამბობენ, “მშვიდი ცხოვრების ჟამი დადგა”. მეც მინდა გისურვოთ, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს!

თამარ თოთაძე

მეხუთე წელი თქვენთან ერთად


თქვენთან ერთად მეხუთე ახალწელს ვხვდები, ბევრჯერ გაგიხარებივართ და ბევრჯერ გიწყენინებიათ კიდეც ჩემთვის. ალბათ ყოველთვის სასიამოვნო არც ჩემი გამოჩენა ყოფილა თქვენთვის, არც ჩემი დაწერილი სტატია მოგწონებიათ და არც სატელეფონო ზარი...

ჰო, მეხუთე წელია თქვენთან მოვდივარ და რას აღარ გეკითხებით. ბევრი თქვენგანი უკვე მიცნობთ და აღარ ვიწყებ ტრადიციული ტექსტითგამარჯობა, თამუნა ვარ უჩიძე, გაზეთის რედაქციიდან...

ზოგს გიხარიათ ჩემი დანახვა, ზოგი კი ისეთ ხასიათზე დგებით... მერე მეცვიგრუზები”. თუ არ მიცნობთ, თავიდან მიღიმით, მესალმებით, დასმული კითხვების შემდეგ კი...

...და, ამასობაში ოთხი წელი გასულა... მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს კარგად დაგამახსოვრდეთ და თქვენც სასიამოვნოდ დარჩეთ ჩემ მეხსიერებაში.   

თუმცა, დღეს ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისთანაც მოვსულვარ, რაიმე მიკითხავს და არ გიპასუხიათ, ან გითქვამთ მაგრამ ისე არა, როგორც ეს ყოფილა.

ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისაც ჩემი დასმული კითხვა არ მოგწონებიათ, ვისაც არც დღეს გახარებთ ჩემი დანახვა.

ახალწელს გილოცავთ ყველას, ვისთანაც ჯერ არ მოვსულვარ და არაფერი მიკითხავს, ვის შესახებაც ჯერ არაფერი მითქვამს და დამიწერია. 2011-ში თქვენათანაც მოვალ, გპირდებით.   

თამუნა უჩიძე