ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ბორჯომში, პეოფესიული ტექნიკუმის ყოფილ საერთო საცხოვრებელში, ეგრეთ წოდებულ, ,,ფეზეოს” კორპუსში, წლების წინ უბინაო ბორჯომელები შესახლდნენ. ისინი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.
აღნიშნული კორპუსი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე იყო. ,,ფეზეოს” კორპუსის მცხოვრებლებმა საქართველოს პრეზიდენტს წერილობითი თხოვნა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შენობის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვდნენ. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა ,,ფეზეოს” კორპუსში მაცხოვრებლებისთვის დაკავებული ფართის დაკანონება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შენობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში გადმოსცა, თუმცა დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი დღემდე არ დაწყებულა.
“ჩვენს კორპუსში სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. ეს ის ოჯახებია, რომლებსაც ბინები ხანძრის შედეგად დაეწვათ, ან სოციალურად დაუცველები არიან და არასოდეს ჰქონიათ სახლი”, - ამბობს “ფეზეოს” კორპუსში მცხოვრები ოთარ ოქრომელიძე.
მისივე განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მათ მიმართეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პარლამენტსაც კი, რათა აღნიშნული კორპუსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოსულიყო იმ მოტივით, რომ შემდეგ მოხდებოდა ფართების დაკანონება.
“ერთი წელია შენობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა მაგრამ დაკავებულ ფართს არ გვიკანონებენ. ,,ფეზეოს” სასწავლო კორპუსი გაიყიდა, “ჯიპიაი ჰოლდინგმა” შეიძინა, ასევე გაიყიდა საერთო საცხოვრებლის კედლის მომიჯნავე სადურგლო და სასადილო, ვეჭვობთ, რომ შესაძლოა საერთო საცხოვრებელიც გაყიდონ”, - ამბობს ოქრომელიძე.
მისივე თქმით, “ფეზეოს” კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობით, ადგილობირივი ხელმძღვანელობა გასულ წელსვე დაინტერესდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათ პირადობის მოწმობები და სხვა საბუთებიც მიატანინეს.
,,კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. საუბარი იყო, რომ ოცდათოთხმეტს ნამდვილად ეკუთნოდა ბინა, დანარჩენი ოჯახების მდგომარეობა უნდა გადაწყვეტილიყო, დაგვპირდნენ დაგიკანონებთო, მაგრამ “ხმები დადის”, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგს” უნდა ამ შენობის შეძენა, რადგან აქვე ახლოს ზოგადი პროფილის საავადმყოფოს აშენებს”, - ამბობს ოქრომელიძე და ამატებს, რომ შენობა ავარიულია და რამე რომ მოხდეს მასობრივად გამოიყვანენ ხალხს, - “აღარ მაქვს ფართის დაკანონების იმედი. ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა, როგორც კი გადმოვა შენობა ჩვენს ბალანსზე, მალევე დაგიკანონებთო, მაგრამ დანაპირების ასრულებას რაღაც პირი არ უჩანს”.
კორპუსის მცხოვრებლებს არაეერთი სხვა პრობლემაც აქვთ: დაზიანებული სახურავიდან წყალი ოთახებში ჩადის, ამორტიზებულია კანალიზაციის ქსელიც. აქამდე მუნიციპალიტეტი დახმარებაზე უარის მიზეზად ქონების ბალანსზე არ არსებობას იმიზეზებდა. მართალია, ერთი წელია შენობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე მაინც არავინ ზრუნავს.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძალიან რომ არ უჭირდეთ, აქ არც იცხოვრებდნენ. მათი თქმით, კანალიზაციის ხშირი გაჭედვის გამო, ფეკალურმა მასამ კორპუსიის საძირკველი დააზიანა და შენობა დანგრევის პირასაა.
“ბინების დაკანონებას პირი არ უჩანს. თექვსმეტი წელია ამ კორპუში ვცხოვრობ ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ძალიან მაშინებს ის ფაქტი, რომ ერთ დღეს შეიძლება ქუჩაში აღვმოჩდე. სახლის გადახურვას და კანალიზაციის ქსელის შეცვლას დაგვპირდნენ და ამასაც არ აკეთებენ, არც ბუნებრივი გაზი გვაქვს, გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება”, - ამბობს ნანა მირიმანოვი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი არჩილ მიქელაძე აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია.
,,ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა კომისია, რომელიც სწავლობს პრობლემას. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, ამ ეტაპზე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი”, - ამბობს იგი.
,,ფეზეოს” კორპუსის ბინადრებს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩაში არ დატოვებს.
I'm gone to tell my little brother, that he should also pay a visit this webpage on regular basis to get updated from latest reports.
ReplyDeleteAlso visit my webpage :: free playtech casinos
This is a topic which is near to my heart... Many thanks!
ReplyDeleteExactly where are your contact details though?
My web blog: playtech online casinos south africa
Hey terrific website! Does running a blog such as this take a lot of work?
ReplyDeleteI have virtually no expertise in computer programming however I was hoping to start my own blog in the near future.
Anyway, should you have any recommendations or tips for new blog owners please share.
I understand this is off topic but I just
wanted to ask. Thank you!
Here is my webpage; playtech casinos
When I originally commented I clicked the "Notify me when new comments are added" checkbox and now each time a comment
ReplyDeleteis added I get four e-mails with the same comment.
Is there any way you can remove me from that service?
Many thanks!
Also visit my weblog - best playtech online casinos
Also see my site: playtech casinos
Heya just wanted to give you a brief heads up and let you know a
ReplyDeletefew of the pictures aren't loading properly. I'm not sure why but I think its
a linking issue. I've tried it in two different internet browsers and both show the same outcome.
My web page :: www.wendymogel.com