აღუნიკ აივაზიანი, ერევანი
მესამე წელია, სომხეთში სომხეთის დიასპორის სამინისტრო ფუნქციონირებს. სამინისტროს მიზნები და მათი მიღწევის გზები, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან მუშაობა – ამ და სხვა თემებზე “სამხრეთის კარიბჭე” სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრს გრანუშ ჰაკოფიანს ესაუბრა.
- რა ძირითადი მიზნები აქვს სამინისტროს და როგორ აპირებთ მათ მიღწევას?
სამინისტრომ, არსებობის მოკლე ხნის მიუხედავად, ბევრი საყოველთაო სომხური პროგრამა განახორციელა, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. აქედან გამოვყოფდი პროექტს “ჩვენი დიადები”, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ სომეხი ხალხის ცნობილი სახეები ავირჩიოთ, დაახლოებით, წელიწადში 4-5 ადამიანი და მათი ცხოვრება და საქმიანობა ხალხს, ძირითადად, ახალგაზრდებს გავაცნოთ.
მეორე პროგრამაა “წადი სახლში”, რომელიც ასევე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. სომხეთში ყოველწლიურად ათასობით სომეხი ეროვნების ახალგაზრდა ჩამოგვყავს და ადგილობრივ ოჯახებში ვაცხოვრებთ. ამით ახალ ხიდებს ვქმნით, საინტერესო სამუშაოს ვასრულებთ, რათა სომხეთ-დიასპორის კავშირი გამყარდეს და მათში პატრიოტიზმი და სომხობის შენარჩუნების იდეოლოგია გაძლიერდეს.
მესამე და ძირითადი პროგრამა დიასპორათმცოდნეობის კათედრის შექმნაა, რამაც პირველი შედეგები წელს მოგვცა. დღეისთვის ამ კათედრის 11-მა კურსდამთავრებულმა, სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში, მაგისტრის ხარისხი მიიღო. ასევე მნიშვნელოვანი პროგრამაა საიტი “სომხები დღეს”, რომელიც საყოველთაო სომხურ გაზეთად გადაიქცა.
- როგორ თანამშრომლობთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან?
ჩვენ საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ. ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხები განსაკუთრებით ორგანიზებული და გაერთიანებული არიან. მაგალითად, ახლახანს ჯავახეთში ჯივანის დღის დღესასწაულში ჩვენც აქტიური მონაწილეობა მივიღეთ. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ და საქართველოში, როგორც მეზობელ ქვეყანაში, ჩვენი პროგრამები უფრო იოლად ხორციელდება.
- რა როლს ასრულებს დიასპორის სამინისტრო ქართულ-სომხურ ურთიერთობებში?
დიასპორის სამინისტრო ქართულ-სომხურ ურთიერთობაში არ ერევა. ამ საქმით ორი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან დაკავებული.
- კონკრეტულად რა პროგრამები ხორციელდება ჯავახეთში?
პირველ რიგში, ჩვენ ვახორციელებთ სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამას, სომხური ეროვნული ტანსაცმლის (ტარაზ) პროგრამას ჩვენი კულტურული ჯგუფებისთვის, კულტურული ჯგუფების სტუმრობას ჯავახეთში და სხვა. ვეხმარებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გაზეთებსა და ტელევიზიას. ამრიგად, ეს მხარე მუდამ ჩვენი ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, ჩვენ ვცდილობთ იქაური ეთნიკური სომხების ჩართვას და დახმარებას. ჯავახეთი არ არის დიასპორა, ჩვენ მას დიასპორად არ მივიჩნევთ, მაგრამ, ბუნებრივია, საიტის “სომხები დღეს” მეშვეობით ვცდილობთ ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და სირთულეების სომხური დიასპორისთვის გაცნობას. და ამ ელექტრონული “შუამავლის” საშუალებით ვცდილობთ როგორც დადებითი მხარის, ისე სირთულეებისა და პრობლემების წარმოდგენას.
- ხომ არ ახლავს რაიმე სირთულე საქართველოში თქვენი პროგრამების განხორციელებას?
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჰამლეტ მოვსესიანთან და თუ რაიმე პრობლემა ჩნდება, ვთქვათ, საჭიროა წიგნების ან ნაციონალური ტანსაცმლის გადაზიდვა, ეს უნდა მიიჩნიონ საქველმოქმედო პროგრამად და გაიგონ, რომ გასაყიდად არ ჩაგვაქვს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ ქართული კანონები და საყოველთაო სომხური ან სათემო პროგრამების რეალიზება ქართული კანონების დარღვევით არ უნდა მოხდეს. თუ რაიმე პრობლემა მაინც გვიჩნდება, პირველ რიგში, დახმარებას ჯავახეთის ხელისუფლებისგან ვიღებთ.
I'm not sure where you're getting your information,
ReplyDeletebut great topic. I needs to spend some time learning much more or understanding
more. Thanks for excellent info I was looking
for this info for my mission.
Also visit my page: playtech casino list
Thanks for the auspicious writeup. It in fact was once a amusement
ReplyDeleteaccount it. Glance complicated to far brought agreeable
from you! By the way, how could we communicate?
my web page: drupalfund.us
It's going to be ending of mine day, except before end I am reading this enormous article to increase my knowledge.
ReplyDeleteAlso visit my site; partypokerbonuscode.forumotion.com