ქალაქის “გრანდიოზული” მშენებლობები


თამუნა უჩიძეახალციხე
ორ წელიწადში ახალციხე იერსახეს შეიცვლის. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ქალაქში.
15-მდე დიდი, საშუალო და მცირე პროექტის განხორციელება ახალციხეში უკვე დაწყებულია. ქალაქის ინფრასტრუქტურაში ჩადებული თანხის პროცენტული მაჩვენებლიდან მეტი წილი კერძო ინვესტიციაა.


ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების თანხა 10 მილიონამდეა, კერძო ინვესტიცია კი 18 მილიონს აღწევს”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს დაფინანსებით ქალაქში შემოსასვლელი გზა კეთდება. საბარგო სადგურიდან მომავალს ლიანდაგზე გადმოსვლა აღარ მოგიწევთ, გზა ლიანდაგის მარჯვენა მხარეს გამოყვება. გზა კეთდება ასპინძის ქუჩაზეც, ასფალტი სპორტსკოლამდე დაიგება. მის გასწვრივ 700 მეტრის სიგრძეზე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც სრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს დაფინანსებით, ქალაქის გასასვლელში, სოფელ სვირის მიმართულებით, სანიაღვრე არხების პრობლემაც გადაიჭრება.

წლების განამვლობაში, წვიმის შემდეგ, აქ წყალი გუბდებოდა, მერე ტალახდებოდა, ზამთარში კი იყინებოდა. ამიტომ სვირის ხიდიდან მდინარე ფოცხოვამდე სანიაღვრე არხები კეთდება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ყოფილი ოფიცერთა სახლის რეაბილიტაცია დეკემბერში დამთავრდება. 2 280 000 ლარის ღირებულების პორექტზე გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. აქ წლის ბოლოდან ფუნქციონირებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია დაიწყებს. რაც შეეხება შენობას, სადაც გამგეობა და საკრებულო ამჟამადაა განთავსებული, სახელმწიფოს ბალანსზეა. ამდენად მის ბედს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტს. თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, შენობა გაიყიდება.

ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდა ახალციხის სპორტსკოლის აღსადგენადაც.
ჯერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია აქვს მოსატანი, ხელშეკრულებას მხოლოდ ამის შემდეგ გავაფორმებთ. ტენდერი 280 000-ზე გვქონდა გამოცხადებული, თუმცა თანხამ 230 000-მდე დაიწია”, - ამბობს დემეტრაძე.

გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა რაბათში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ, გარდა ერთი კორპუსისა, სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ექსპონანტები ინახება, ბოლო დროს აშენებული ყველა შენობის დემონტაჟი დამთავრებულია. შვიდ ჰექტარ ფართობზე მხოლოდ ისტორიული ნაგებობებია დარჩენილი. მოიჭრა ყველა ხე. უახლოეს დღეებში ციხის რეაბილიტაცია დაიწყება, აღდგება ჯაყელების სასახლეც. გამგებლის თქმით, მუზეუმში მდებარე ექსპონატები, პროექტის დასრულების შემდეგ, თემატიკის შესაბამისად დანაწილდება, მაგალითად, მათი გარკვეული რაოდენობა, შესაძლოა, ჯაყელების სასახლეშიც განლაგდეს.

რაბათის ციხის პროექტის ღირებულებაზე დემეტრაძეს საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ეს დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და მას მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტი დაფარავს: პროექტზე არაერთი ქართველი და უცხოელი არქიტექტორი მუშაობს. ესპანელ არქოტექტორს დავათვალიერებინეთ ძველი ოდები, გავაცანით ჩვენი ტრადიციული კულტურა. ახლა წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ფიქსაცია”.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნულ პროექტს გრანდიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის არამხოლოდ ახალციხის, არამედ საქართველოს სახე იქნება და ბევრ ტურისტს მოიზიდავს.

შესაძლოა სიძველით არა, მაგრამ ახალციხეში ჩამოსულ ტურისტებს ტბაზე გაკეთებული ამფითეატრიც დააინტერესებთ. ეს უკანასკნელი 450 კაცს დაიტევს, მათ შორის 150 შენობის თავზე, ქოლგების ქვეშ მოთავსდება. შენობა ტბის ნაპირზე აიგება, შემინული სცენა კი მის პირდაპირ, წყალზე მოეწყობა. აქვე იქნება შადრევანიც. პროექტზე კონკურსი გამგეობამ 20 ივლისს გამოაცხადა. მისი ღირებულება 1 800 000 ლარია.
რაც შეეხება კერძო ინვესტიციებს, მათ შორის ყველაზე დიდი 2 280 000 ათასი ლარია. ამ თანხით ახალციხის აგრარული ბაზარი შენდება. მასზე მუშაობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შესაბამისად, ქალაქის ცენტრიდან ბაზარი ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორიაზე გადავა.

იყო მოთხოვნა, რომ აქ ადგილები გარკვეულ ფირმებზე გაყიდულიყო, თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდება, როცა ყველა ადგილობრივი საკუთარი სურვილისამებრ დაკმაყოფილდება”, - აცხადებს გიქოშვილი.

საპატრულო პოლიციის გვერდით, მილიონიანი პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია. “ვისოლისბენზინგასამართი სადგურისა და სავაჭრო ქსელის,  “სმარტისსაძირკველზე მუშაობა დასრულებულია. შენობა აგვისტოს ბოლოსთვის გადაიხურება.
ბენზინგასამართი სადგურისოკარიშენდება აბასთუმნის გზატკეცილზეც. მისი ღირებულება 700 000 ლარია.

1 500 000 ლარია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის ღირებულება, რომელიც ქალაქის ცენტრში, ყოფილი გუბერნიის შენობაში კეთდება. მისი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.

სექტემბრიდან, მესხეთის დრამატული თეატრის გვერდით, ახალ შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკაც. აღნიშნული პორექტის ღირებულება 700 000 ლარით განისაზღვრება.

ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობაში, სასაკლაო კეთდება. დიდი პროექტია, აქ მალე ძეხვის წარმოებაც დაიწყება და ესეც კერძო ინვესტიცია იქნება”, - ამბობს გიქოშვილი.

სამომავლოდ ახალციხეშიდახურული ქუჩისგაკეთებაც იგეგმება, თუმცა, ამაზე საუბარი არ სურთ, რადგანჯერ ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა”.

8 comments:

  1. ქვეყნის ბედი ვისღა ახსოვს,
    ყველა გახდა ფულისტი,
    მშიერ კუჭს ვინ ამამივსებს
    მილიონი ტურისტი?!

    ReplyDelete
  2. I like the helpful information you provide in your articles.
    I will bookmark your blog and check again here regularly.

    I'm quite sure I will learn a lot of new stuff right here! Best of luck for the next!

    Also visit my web site party poker bonus code registration

    ReplyDelete
  3. Thank you for every other fantastic post. The place else could anybody get that type of info in such an
    ideal manner of writing? I have a presentation next week, and I
    am at the look for such information.

    My webpage :: partypoker bonus code july

    ReplyDelete
  4. I all the time emailed this web site post page to all my friends, as if like to read it
    next my contacts will too.

    my blog post; party poker bonus code deposit

    ReplyDelete
  5. Hello, i think that i noticed you visited my blog so i got here to return the desire?
    .I'm trying to in finding issues to enhance my site!I guess its adequate to make use of a few of your ideas!!

    Also visit my blog post ... partypoker bonus code 2013

    ReplyDelete
  6. Hi there, just became alert to your blog through Google, and found
    that it is truly informative. I'm going to watch out for brussels. I'll be grateful if you continue this in future.
    Many people will be benefited from your writing. Cheers!


    My blog post ... party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  7. Excellent article. I certainly love this site.
    Thanks!

    Have a look at my weblog; Partypoker bonus code

    ReplyDelete
  8. Hi! Do you know if they make any plugins to assist with SEO?
    I'm trying to get my blog to rank for some targeted keywords but I'm
    not seeing very good gains. If you know of any please share.
    Thank you!

    My weblog ... casinos online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი