ინგლისური პირველი კლასიდან

 მანანა სარაშვილიახალციხე

ახალ სასწავლო წლიდან ინგლისური ენას პირველი კლასიდანვე შეისწავლიან. რას ამბობენ მშობლები, პედაგოგები და ფსიქოლოგები აღნიშნულ ცვლილებაზე.   

სექტემბრიდან პირველ კლასელებს იაკობ გოგებაშვილის დედაენასთან ერთად, საერაშორისო საგამომცემლო კომპანია მაკ მილანის ინგლისური ენის სახელმძღვანელოც დასჭირდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი წიგნია, რომელმაც გრიფირება გაიარა. ინგლისური ენის სახელმძღვანელო რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, სავარჯიშო რვეული, თვალსაჩინოების ბარათი, მონიტორზე საჩვენებელი კომპაქტ და დივიდი დისკები.

წიგნი 12 თავადაა დაყოფილი, ყოველი თავი ილუსტრაციით იწყება. სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი მთავრი სპეციფიკა ის არის, რომ ბავშვი წერას, კითხვას, მოსმენას და საუბარს ერთდროულად ისწავლის.

ინიციატივა - ინგლისური გახდეს სავალდებულო საგანი ყველა სკოლაში და მისი სწავლება დაიწყოს პირველი კლასიდან, საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ინიციატივის განსახორციელებლად, ჯერ კიდევ გასულ წელს, ამერიკიდან ათასობით უცხოელი პედაგოგი ჩამოვიდა.
ამ ეტაპზე კი უკვე ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს.

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დიქტორი, აკადემიკოსი ზურაბ ვახანია ამბობს, რომ პირველკლასელისთვის კომპიუტერისა და უცხო ენის შესწავლა სასურველი არ არის: პირველივე კლასიდან უცხო ენის სწავლება ბევრს არაფერს მატებს, სამაგიეროდ ძალიან უკანა პლანზე მიდის მშობლიური ენის ცოდნა. აზროვნებს ვგულისხმობ - მშობლიურ ენაზე წინადადების ჩამოყალიბებას”.

ანალოგიურად ფიქრობს გერმანული ენის პედაგოგი ზოია ყურმაშვილი. მისი თქმით, პირველ კლასიდან უცხო ენის სწავლება დაუშვებელია, რადგან ამ ასაკში ბავშვის გონება ორიენტირებულია მხოლოდ მშობლიური ენის ათვისებაზე: “პედაგოგიკის ისტორიაში და მეცნიერებაში დაზუსტებულია, რომ საწყის ეტაპზე განათლება მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღო. უცხო ენის დამატება ქართულთან ერთად ამცირებს ბავშვის შესაძლებლობებს. ეს გამოიწვევს იმასაც, რომ ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას ინგლისურს დაუთმობენ, რადგან უფრო რთული ასათვისებელია და ქართული მეორე ხარისხოვანი გახდება”.

სხვაგვარად ფიქრობს ინგლისური ენის პედაგოგი შორენა აფრიამაშვილი: რაც უფრო პატარა ასაკიდან სწავლობ ინგლისურ ენას, შედეგი უფრო მაღალია. ვფიქრობ, რომ სახელმძღვანელო ბავშვების შესაძლებლობებს დააკმაყოფილებს”.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უცხო ენის შესწავლისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი: ბავშვის ასაკი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობა... ამ ასპექტებიდან გამომდინარე, არ არის მისაღები ექვსი წლის ასაკის ბავშვმა პირველივე კლასიდან ისწავლოს კომპიუტერი და უცხო ენა.  

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ფიქრობს, რომ ზოგადად რეფორმა კარგია, თუმცა აღნიშნული ცვლილების დროს გასათვალისწინებელია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სწავლების მეთოდი. თუ  მეთოდიკა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია. ასევე მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შერჩევა. 5-6 წლის ასაკის ბავშვის შესაბამისი უნდა იყოს შინაარსიც და ვიზუალური მხარეც, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ცუდი იქნება”.

გულიკო ბექაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების შერჩევაც: პედაგოგმაც კარგად უნდა გაიაზროს, რამდენად შეუძლია ამ ასაკის ბავშვთან თამაშით ჩაატაროს გაკვეთილი”.   

ფსიქოლოგი საზოგადოებისა და კონკრეტულად მშობლების შიშის ფაქტორზეც საუბრობს: მშობლებისგან ხშირად ისმის, რომ ბავშვი ვერ დაძლევს პროგრამას, ვერ ისწავლის უცხო ენას. ეს არასწორია. მითუმეტეს, ამას თუ ბავშვებსაც შთააგონებენ, ეს მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. პირიქით, მშობლებმა და პედაგოგებმა დადებითი განწყობა უნდა შეუქმნან ბავშვებს”.

როგორ აითვისებენ პირველკლასელები ინგლისურ ენას, მომავალ ამ დროს პირველი შედეგები უკვე სახეზე იქნება. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც უცხო ენა პირველი კლასიდან იწყება. უცხო ენის სწავლების დაწეყბის ასკობრივი ქვეყნების მიხედვით, ასეთია: დანია - 9 წელი, Gგერმანია - 8 წელი, ლატვია - ასევე 9 წელი, ლიტვა - 10 წელი, ასევე 10 წლის ასაკიდან იწყება ჰოლანდიაში,    პოლონეთსა და ისლანდიაში. საფრანგეთი კი უცხო ენის სწავლებას 7 წლიდან იწყებს.

5 comments:

  1. Hello just wanted to give you a quick heads up. The words
    in your post seem to be running off the screen in Opera.
    I'm not sure if this is a formatting issue or something to do with web browser compatibility but I thought I'd post to let you know.
    The design look great though! Hope you get the issue fixed soon.
    Many thanks

    My homepage :: ihop coupons

    ReplyDelete
  2. I am curious to find out what blog platform you're utilizing? I'm experiencing some minor security issues with my latest blog and I'd like to find something more risk-free. Do you have any solutions?

    Also visit my page; playtech online casino

    ReplyDelete
  3. What's Going down i am new to this, I stumbled upon this I've discovered It absolutely useful and
    it has helped me out loads. I'm hoping to give a contribution & aid different users like its helped me. Good job.

    Stop by my web blog ... puvelytroemeygly.Blogbaker.com

    ReplyDelete
  4. I do not know if it's just me or if perhaps everyone else experiencing problems with your website. It appears as if some of the written text in your content are running off the screen. Can somebody else please comment and let me know if this is happening to them too? This might be a problem with my internet browser because I've had this happen previously.
    Appreciate it

    Feel free to surf to my web blog :: Best Online Casino Bonus

    ReplyDelete
  5. My family members always say that I am wasting my time
    here at net, except I know I am getting know-how every day by reading thes fastidious posts.



    Take a look at my web-site - hummaa.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი