თამარ თოთაძე, ახალციხე.
მასწავლებელთა სერთიფიცირება მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წელს სასერთიფიკაციო გამოცდა მხოლოდ სამ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში ბარდებოდა. წელს კი პროფესიულ უნარებთან ერთად, ამ საგნებს ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კლასებიც დაემატა. პედაგოგები ერთ გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ, ხოლო მეორეს სპეციალობაში. შესაბამისად გაიზარდა გამოცდებში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობაც. საქართველოს მასშტაბით წელს 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.
2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ახალციხის საგამოცდო ცენტრში 583 მასწავლებელი დარეგისტრირდა. პირველი გამოცდა პედაგოგებმა პროფესიულ უნარებში ჩააბარეს, რომელიც სამი დღის განმავლობაში 6, 7 და 8 ივლისს მიმდინარეობდა. თითოეული სესია ხუთი საათი გრძელდებოდა. საქართველოს მასშტაბით, გამოცდისთვის რეგისტრაცია დილის რვა საათზე, ხოლო გამოცდა ცხრა საათზე დაიწყო.
ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდამ მშვიდად ჩაიარა: “დღის პირველ ნახევარში პედაგოგთა გამოცდა მიმდინარეობს, ხოლო ორი საათიდან აბიტურიენტები უცხო ენას აბარებენ. მასწავლებლებმა ჯერ მხოლოდ პროფესიული უნარები ჩააბარეს და გამოცდამ მშვიდად ჩაიარა. არანაირი დარღვევა არ ყოფილა”, - განმარტავს გელა ინასარიძე და ამატებს, რომ პროფესიული უნარების პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 201 მასწავლებლიდან 25 მასწავლებელი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
გამოცდების განრიგი ასეთია: 6, 7 და 8 ივლისი – პროფესიული უნარები; 11 ივლისი – გამოცდა დაწყებითი
(I-IV) კლასების პედაგოგებისთვის; 11 ივლისი – ისტორია; 11 ივლისი – ქიმია; 14 ივლისი – ბიოლოგია; 15 ივლისი – ფიზიკა; 15 ივლისი – სამოქალაქო განათლება; 18 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა; 18 ივლისი – გეოგრაფია; 19 ივლისი – მათემატიკა; 20 და 21 ივლისი – გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვს.
შორენა აფრიამაშვილი უდის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან არსებულ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გასულ წელს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარა, წელს კი პროფესიული უნარების გამოცდაზეც გავიდა.
“მთელი წელი ვემზადებოდი. ტესტები ძალიან რთული არ იყო. საგნის ცოდნა, გამოცდილება, კრიტიკულ - ანალიტიკური აზროვნების უნარი და ზოგადი ერუდირება სჭირდებოდა. ყველაფერს გავეცი პასუხი, რამდენად სწორედ, ეს, შედეგების დროს გამოჩნდება. გასულ წელს ინგლისურში მაქსიმალური ქულა 120 იყო და 90 ქულა მივიღე”, - ამბობს იგი.
პედაგოგებს, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდაზე პირველად გადიან, ორი გამოცდის საფასურს სახელმწიფო უფინანსებს. ხოლო, ვინც ორ საგანზე მეტს აბარებს, ან მეორედ გადის გამოცდაზე, 25 ლარის გადახდა უწევს. ასევე, თითოეულ საგანზე იგივე თანხას იხდიან ის პედაგოგებიც, რომლებიც ამ ეტაპზე მოქმედ მასწავლებლად არ ითვლებიან, თუმცა, პედაგოგად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ.
ციცინო მავზარაშვილი ინგლისური ენის მასწავლებლად სკოლაში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია, მაგრამ გამოცდაზე მაინც გავიდა. მისი თქმით, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიცირებული მასწავლებელი გახდება, რაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებაში დაეხმარება.
“გამოცდამ კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, რომ ტესტი ადვილი იყო. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ამჟამად ინგლისურ ენას ვაბარებ. მინდა, რომ ინგლისურში შესაბამისი რეიტინგი მივიღო, რომ შემდეგ სკოლაში მუშაობა გამიადვილდეს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მომავალ წელს კომპიუტერის გამოცდის ჩაბარებასაც აპირებს.
პროფესიულ უნარების გამოცდისათვის მაქსიმალური ქულა 70-ია, აპლიკანტმა 43 და მეტი ქულა უნდა დააგროვოს, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს. სერთიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200
ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენასაც ჩააბარებენ. ხოლო, სერთიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 25 პროცენტი, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1
000-ლარიან ფიქსირებულ ხელფასს მიიღებენ. სერთიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე საშუალება აქვთ მენტორ მასწავლებლად იმუშაონ.
სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლა 2014 წლამდე ნებაყოფლობითია, ხოლო 2014 წლიდან ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო გახდება.
I don't know whether it's just me or if everybody else experiencing problems with your blog.
ReplyDeleteIt appears like some of the text in your content are running off the screen.
Can somebody else please provide feedback and let me know if this is happening to
them too? This might be a problem with my web browser because I've had this happen previously. Thank you
My page - party poker bonus code
Wonderful post however , I was wondering if you could write a litte more
ReplyDeleteon this topic? I'd be very grateful if you could elaborate a little bit further. Thank you!
Look at my web-site :: http://www.meguiars.co.nz
I believe this is one of the most vital information for me.
ReplyDeleteAnd i'm glad reading your article. But should observation on few general issues, The site taste is wonderful, the articles is in point of fact great : D. Excellent task, cheers
Feel free to surf to my web site; may party poker bonus code
This is my first time pay a quick visit at here and i am
ReplyDeletein fact impressed to read everthing at alone place.
my webpage january party poker bonus code
Hello, I wish for to subscribe for this webpage to get hottest updates, therefore
ReplyDeletewhere can i do it please help out.
My web page - www.hummaa.com
Keep this going please, great job!
ReplyDeletemy site online casinos