შუშან შირინიანი, ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში და თავად ქალაქშიც ქათმები მასობრივად იხოცება, კვერცხის ფასმა კი მკვეთრად მოიმატა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, რამდენად სახიფათოა და რას ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ახალქალაქში ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ადგილობრივი კვერცხის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად სამი ცალი კვერცხი ერთ ლარად იყიდება. ასეთი ფასი მხოლოდ ზამთრის პერიოდში ფიქსირდება, როცა ქათმები ცოტა კვერცხს დებენ. მიმდინარე სეზონზე ერთ ლარად 6-7 ცალი კვერცხი იყიდებოდა.
გამყიდველები განმარტავენ, რომ კვერცხის ასეთი გაძვირების მიზეზი სოფლებში ქათმების დახოცვაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვას მცხოვრები ხაჩიკ დავთიანი ამბობს, რომ ქათმების ასეთი მასობრივი განადგურება მათთან 5-6 წლის წინ იყო, როცა ქათმის გრიპის საფრთხეს ვარაუდობდნენ: “ჩვენს სოფელში ეს დაავადება უკვე 20 დღეა გავრცელებულია. ჩემი 15 ქათმიდან 10 მოკვდა. ქუჩაზე ქათმები ყველას დაეხოცა. საღამოს საქათმეში შევყრით, დილას კი ვნახულობთ, რომ დაიხოცნენ. შემდეგ კი წამალი ვიყიდეთ და ნემსები გავუკეთეთ”.
სოფელ ალასტანის მცხოვრებს ტირუნ მარგარიანს 8-დან
4 ქათამი მოუკვდა.
“ჩვენს სოფელშიც ბევრი ქათამი იხოცება. ეს უკვე მეორე თვეა გრძელდება. რაიმე სიმპტომები რომ ჰქონოდათ, კალიუმიან და მარგანეციან წყალს მაინც დავალევინებდით. ახლა ვისაც ცოცხალი ჰყავს, ყველამ წამლები გაუკეთა. ნემსების მერე აღარაფერი მოსდით”, - ამბობს იგი.
ქათმები სოფელ კოკიოშიც იხოცება. ამ სოფლის მცხოვრების ნორიკ სარგსიანის ქათმები ავად არ გამხდარან.
“10 ქათამი მყავს. ერთ-ერთი მეზობელი 10-ოდე მეტრში ცხოვრობს და 40-50 ქათამი მოუკვდა, მეორე მეზობელსაც მხოლოდ ერთი ქათამი დარჩა. ექიმსაც რომ გამოვუძახოთ, რა უნდა გააკეთოს, ლაბორატორია არ არსებობს, რომ რაიმე შემოწმდეს. დახოცილი ქათმების პატრონებს დაავადების შიშით სასწრაფოდ მიაქვთ და მიწაში ფლავენ”, - გვიამბობს ნორიკ სარგსიანი.
ამ მდგომარეობიდან ზოგმა მოგების მიღება გადაწყვიტა და თანასოფლელებს დახმარებას სთავაზობს.
“ჩვენს სოფელში ერთი ქალი ჩამოვიდა, წამალი ჩამოიტანა და ქათმებს ნემსები გაუკეთა, არც ვიცი, რა წამალი იყო”, - ამბობს იგი.
ორჯას მკვიდრმა ანაიტ მარტიროსიანმა გვითხრა, რომ მათ სოფელში ქათმებს ჯერჯერობით არაფერი მოსვლიათ. მისი ქალიშვილის სოფელში, კორხში კი ბევრი ფრინველი დაიხოცა:
“ორჯას მცხოვრებლებს შეეშინდათ და ქათმები დაკლეს. მე 10 ქათამი მყავს, ვაქცინაცია არ გამიკეთებია და არც ვაპირებ. შეიძლება უკვე ავად არიან კიდეც, ჩვენს სოფელს და კორხს ხომ ერთი მდინარე ყოფს. ავადმყოფობა შეიძლება ჩვენთანაც გავრცელდეს”.
სოფელ დადეშის მცხოვრების გალუსტ სტამბოლციანის თქმით, მათ სოფელში ქათმები ავადმყოფობისგან ადრიან გაზაფხულზე დაიხოცნენ, ახლა კი ქათმებს მელიები იპარავენ: “ადრე გაზაფხულზე ჩემი 46 ქათმიდან 18 მოკვდა. შემდეგ ნემსები გავუკეთეთ და აღარ დახოცილან. სოფელში დაავადება არ არის. სამაგიეროდ, მელიები იპარავენ. ორ დღეში შვიდი ქათამი მომპარეს”.
ამ დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის ფილიალს” მივმართეთ, სადაც არ გვიპასუხეს. მათი თქმით, ამის უფლება არ აქვთ, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ მუნიციპალიტეტში ქათმების მასობრივი განადგურება არ ხდება.
სააგენტოს პრეს-მდივანმა ვერიკო გულუამ განაცხადა, რომ
მუნიციპალიტეტში ინფექციაა გავრცელებული, თუმცა, სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის: “ეს საკარანტინო დაავადება არ არის, ჩვეულებრივი ინფექციაა. სახელმწიფო მხოლოდ საკარანტინო შემთხვევებში ერევა”.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლია ბექაურმა განაცხადა, რომ ეს ქათმების ჩვეულებრივი ინფექციაა. სახელწოდებით “პულოროზი”. მისივე თქმით, დაავადების თავიდან ასაცილებლად ქათმების მეპატრონეებმა მუდმივად პროფილაქტიკა უნდა ჩაატარონ.
“სახელმწიფო დაფინანსებას არ გამოყოფს, მოსახლეობამ საკუთარ ქათმებზე თავად უნდა იზრუნოს. მათ შეუძლიათ ქათმების საჭმელში ან წყალში ანტიბიოტიკი ჩაამატონ, ასევე, აუცილებლად გაუკეთონ დეზინფექცია შენობას, სადაც წიწილები იზრდებიან. ეს ინფექცია გადამდებია და ძირითადად, შეუფერებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შედეგად ჩნდება”, - განაცხადა ლია ბექაურმა.
If you would like to grow your knowledge only keep visiting this website and be updated with the most recent news update
ReplyDeleteposted here.
Look at my blog ... partypoker bonus code
I believe this is one of the such a lot vital info for me.
ReplyDeleteAnd i'm glad studying your article. However should statement on few normal things, The site style is great, the articles is in point of fact nice : D. Just right process, cheers
My site august party poker bonus code
Hello terrific blog! Does running a blog similar to this
ReplyDeleterequire a lot of work? I have no knowledge of coding but I was hoping to start my own blog in the near future.
Anyhow, should you have any suggestions or techniques for new blog owners please share.
I understand this is off subject however I just needed to ask.
Many thanks!
Stop by my web blog :: party poker bonus code free money
Hey there! I just wanted to ask if you ever have any trouble
ReplyDeletewith hackers? My last blog (wordpress) was hacked and I ended up
losing a few months of hard work due to no data backup.
Do you have any methods to stop hackers?
My blog post :: Http://Www.Go2Album.Com/
Great post. I am experiencing a few of these issues as well.
ReplyDelete.
my page - party poker bonus code 2013
Thank you for the auspicious writeup. It in fact was a amusement account it.
ReplyDeleteLook advanced to far added agreeable from you! By the way, how could we communicate?
Also visit my web site No Deposit Poker
Please let me know if you're looking for a article writer for your site. You have some really good articles and I feel I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I'd absolutely love to write some material for your blog in exchange for a
ReplyDeletelink back to mine. Please shoot me an e-mail if interested.
Kudos!
Feel free to surf to my webpage walker poker no deposit
electronic cigarette, electronic cigarette, electronic cigarettes, e cigarette, smokeless cigarettes, best electronic cigarette
ReplyDelete