სკოლები გენერალური ინსპექციის მოლოდინში


თამუნა უჩიძეახალციხე
 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ათეულობით სკოლაში ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას იწყებს. გენინსპექცია იმ სკოლებში შევა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს.
საქართველოს 1 520 საჯარო და კერძო სკოლაში რვა საატესტატო გამოცდა 50 ათასამდე მოსწავლემ ჩააბარა. 30-მა პროცენტმა მაღალი, შეფასება მიიღო, ხოლო ხუთმა პროცენტმა საუკუთესო მაჩვენებელი აჩვენა. გამოცდებში ექვსი ათასი მოსწავლე ჩაიჭრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ირაკლი ანდრიაშვილის თქმით, სკოლებში, სადაც არცთუ ისე ცოტა მოსწავლე ატესტატის გარეშე დარჩა, სწავლება სათანადო დონეზე არ იყო უზრუნველყოფილი, რაც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დარღვევაა. ასევე, დარღვეულია ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი განათლება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, იმ სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომლებმაც ცუდი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, ადმინისტრაციისა და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაევალათ. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, თავად სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. აღნიშნულ პროცესს მეთვალყურეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუწევს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საატესტატო გამოცდებზე რეგისტრირებული 582 მოსწავლიდან, ატესტატის გარეშე 105 მეთორმეტეკლასელი დარჩა.
ჩაჭრილების რაოდენობის თვალსაზრისით ვერცერთ სკოლას გამოვყოფ. უატესტატოდ დარჩენილთა პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ყველა სკოლაზე თანაბრად გადანაწილდა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე. 
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი საატესტატო გამოცდებზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილია. სკოლებში გენერალური ინსპექციის შესვლის ფაქტს კი, “არასასიამოვნოდაფასებს.
დაიბნენ ბავშვები, მით უფრო ის მოსწავლეები, რომლებიც რაიონიდან ჩამოვიდნენ და მანამდე კომპიუტერთან შეხება არ ჰქონიათ”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარინა მამუკაშვილი.

ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი მზია ეგიაშვილი კი აქცენტს ბავშვების არაინფორმირებულობაზე აკეთებს და ამბობს, რომ ის მოსწავლეები რომლებსაც დაბალი ქულები აკმაყოფილებდათ, ხუთი ქულის დაგროვების შემდეგ საგამოცდო ოთახს ტოვებდნენ: არადა მინიმალური ბარიერი ხუთ-ნახევარი ყოფილა, ამის შესახებ არც ჩვენ ვიცოდით. თუმცა, საერთოდ, ცუდი შედეგები არ გვაქვს, 100-მდე მოსწავლიდან ბარიერი მხოლოდ 13-მა ვერ გადალახა”.

ეგიაშვილი მიიჩნევს, რომ უარყოფითი მაჩვენებლების შემთხვევაში დამნაშავე ჯერ ბავშვი, შემდეგ ოჯახი, გარემო და ბოლოს მასწავლებელია: ცუდია რაც მოხდა, მაგრამ ერთი მხრივ ეს მომავალი წლის გამოცდებზე დადებითად იმოქმედებს, ბავშვები უფრო გამოფხიზლდებიან”.

პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი გულიკო ველიჯანაშვილი გამოცდების შედეგებში გასაკვირს და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

“45-ათასიდან 6-ათასი ჩაჭრილი ბევრი ნამდვილად არაა. წლების წინ უმაღლეს სასწავლებლებში სამი-ხუთი კაცი ხვდებოდა, რა მაშინ ცუდი სწავლება იყო?! - კითხულობს ველიჯანაშვილი და ამატებს, რომ სკოლებში გენერალური ინსპექციის შესვლა ცუდ აკადემიურ მოსწრებასთან არაფერ კავშირიშიაამბობენ, თანხები იხარჯება არასწორად და მიზეზი ესააო. რა კავშირშია თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, გამოცდის ჩაბარებასთან?!”

მეექვსე საჯარო სკოლას არცერთი ჩაჭრილი არ ჰყავს. სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ფიქრობს, რომ მიღებული შედეგები ბუნებრივია, თუ აქამდე ატესტატებს ყველა ბავშვი ღებულობდა, ახლა ასე, უბრალოდ ვეღარ მოხდა: “ეს საერთო სისტემის, და არა კონკრეტული სკოლის, პრობლემაა”.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თამარაშვილი მიიჩნევს, რომჯოხი მხოლოდ დირექტორებზე არ უნდა გადატყდეს”: საუკეთესო შედეგების შემთხვევაში პედაგოგებსა და დირექტორს არავინ აქებს. ამდენად, არც ახლა შეიძლება გამოვიყვანოთ დირექტორი განტევების ვაცად”.    

რაც შეეხება გენერალური ინსპექციის სკოლებში შესვლის რეალურ მიზეზს, თამარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აღნიშნული კონტროლის დასრულების შემდეგ გაირკვევა: არ მგონია, სადამსჯელო ღონისძიებები გატარდეს, სკოლაში კადრების პრობლემა რეალურად დგას, დაბალი ხელფასებია და მოტივიც ნაკლებია. ამდენად, სამინისტრო თითოეულ მათგანს უნდა გაუფრთხილდეს”.

არსებული სიტუაციის მიმართ არაერთგვაროვანია მოსწავლეებისა და მშობლების დამოკიდებულება.

ლიანა მანჩხაშვილი, რომელმაც საატესტატო გამოცდები უკვე ჩააბარა, ფიქრობს, რომ სკოლებში არათუ დირექტორები, არამედ პედაგოგები არიან შესაცვლელი: ბევრ მასწავლებელს სჭირდება გადამზადება”.  

მშობელი ელზა ცუხიშვილი კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი საერთო სისტემასა და მითUუფრო სასწავლო პროგრამებში გონივრული ცვლილებების განხორციელებაა: მხოლოდ დირექტორების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით არაფერი შეიცვლება”.

ჯერ-ჯერობით ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის, ადმინისტრაციისა და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ დაუვალებიათ. უცნობია რომელ მათგანში შეიძლება შევიდეს გენერალური ინსპექცია.

ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა ნებისმიერი სკოლით დაინტერესდნენ. ასეთ შემთხვევაში დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი სერიოზულად დადგება”, - აცხადებს დემეტრაძე.

7 comments:

  1. Hey I am so glad I found your website, I really found you by error, while I was researching on Bing for something else, Nonetheless I am here now and would just like to say thanks for a
    fantastic post and a all round exciting blog (I
    also love the theme/design), I don’t have time to read through it all at the minute but I have book-marked it and also added your RSS feeds,
    so when I have time I will be back to read much more, Please do keep up the great
    jo.

    my web blog: casino Playtech no deposit bonus

    ReplyDelete
  2. This is really interesting, You are a very skilled blogger.
    I have joined your rss feed and look forward to seeking more of your magnificent post.
    Also, I've shared your web site in my social networks!

    my web site - www.hummaa.com

    ReplyDelete
  3. Wow, superb weblog layout! How lengthy have you been running a
    blog for? you make running a blog look easy.
    The full glance of your website is magnificent, as smartly as the
    content material!

    my web page - lbbweb.com

    ReplyDelete
  4. Please let me know if you're looking for a article writer for your blog. You have some really great articles and I believe I would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I'd really like to write some
    content for your blog in exchange for a link back to mine.
    Please shoot me an email if interested. Thank you!


    Feel free to visit my webpage: party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  5. I am regular visitor, how are you everybody? This piece of writing posted at this site is actually nice.


    Also visit my web page :: party poker bonus code reload

    ReplyDelete
  6. I enjoy, cause I found just what I was looking for. You've ended my four day lengthy hunt! God Bless you man. Have a great day. Bye

    Also visit my blog no deposit poker

    ReplyDelete
  7. Terrific post but I was wanting to know if you could
    write a litte more on this topic? I'd be very grateful if you could elaborate a little bit further. Thank you!

    my site ... free poker bankroll

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი