ათი წელიწადი “ყინულის გასადნობად”
არასაეკლესიო დავა ეკლესიის შესახებ
გასული წლის 19 ნოემბერს თბილისში მდებარე მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესია დაინგრა. ჩამოიშალა ეკლესიის გუმბათი, საკურთხეველი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარები, შენარჩუნდა მხოლოდ კამარის დასავლეთ ნაწილი და სამრეკლო. ამ ფაქტმა სომხეთში მღელვარე რეაქცია გამოიწვია. ორივე ქვეყნის კულტურის სამინისტროებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად დადგინდა, რომ ეკლესია უნდა აღდგეს და მუგნეცოც სურბ გევორქის ეკლესიის აღდგენის საქმეში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ცხოვრება მონასტერში
2005 წელს ბორჯომში ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა დაიწყო, სამშენებლო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. ამჟამად მონასტერში ერთი სქიმონაზონი, მონაზონი, შემოსილი მორჩილი და სამი ახალგაზრდა სამორჩილე ცხოვრობს.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
მონასტერში პირველი ლოცვა იმ დროს იწყება, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს.
დედა ნინო 30 წლისაა. მონაზვნად 2009 წლის დეკემბერში აღიკვეცა. 14 წელიწადი ბორჯომში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გალობდა, მუსიკალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მონასტერში ცხოვრობს. ამბობს, რომMმის გადაწყვეტილებას ოჯახშიც სიხარულით შეხვდნენ.
,,ეკლესიაში სიარული ბავშვობიდან დავიწყე, იმ პერიოდში ეკლესიაში ცოტა მრევლი დადიოდა, მოხუცებულებს დაუჯდომელს ვუკითხავდი. მეუფე სერაფიმეს ბორჯომში ჩამოსვლის შემდეგ მრევლმაც მოიმატა და მეც აქტიურად დავდიოდი ტაძარში. ჩემი პირველი მოძღვარი მამა ანდრია იყო”, - გვიამბობს დედაო ნინო და გვიხსნის, რომ უპირველეს ყოვლისა ცხონებაა ძნელი, თორემ სწორი ცხოვრება ერთნაირად რთულია, ერშიც და მონასტერშიც, -,მონასტერში ვცხოვრობ ღმერთისთვის და სხვებისთვის, არ მცალია ჩემი პირადი ცხოვრებისთვის. მაგრამ ეს სულაც არააა ჩემთვის რთული, პირიქით, ძალიან ტკბილია.”

