გაცოცხლებული ისტორია რაბათში

თამუნა უჩიძეახალციხე

ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურა; “მიწაში დამალული ისტორიისნაწილი, მნიშვნელობადაკარგული ძეგლები და ადგილი, რომელიც ქალაქის დაარსებიდან დღემდე მის ამბავს მოგიყვებათ. რაბათის ციხეს საუკუნეების წინანდელი იერსახე უბრუნდება.  

რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

აქ ისეთი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება. პრეტენზია გვაქვს, რომ ახალციხის ციხე,  არამარტო საქართველოში, ერთ-ერთი პრიველი ტურისტული ობიექტი იქნება”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.
ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, რაბათიდან იწყება. მე-13 - მე14 საუკუნეების მიჯნიდან მოყოლებული კი ქალაქი სამცხის მთავართა რეზიდენცია და სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქია. 1590 წლიდან სამხრეთ საქართველო ოსმალთა იმპერიის შემადეგენლობაში დიდი ხნით ექცევა და ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბაგები ინიშნებიან. ერთ-ერთი მათგანი ციხეში მეჩეთსაც აშენებს.

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის, რუსული ხელისუფლება ახალციხის საფაშოს შემოერთების საკითხით ინტერესდება. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ახალციხის საფაშოს ნაწილი რუსეთს გადაეცემა.

ისტორიიდან გამომდინარე, ციხის ტერიტორიაზე, შვიდ ჰექტარ ფართობზე, ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება. მათი ნაწილი სანახევროდ მიწაშია დაფარული. გარდა ნაგებობების მიწისგან გათავისუფლებისა, ციხის ტერიტორიაზე ბოლო დროს აშენებული კორპუსების დემონტაჟიც ხორციელდება, ციხეს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს.

გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ოთხი კომპანია მუშაობს. მათ შორის სამი: “არტესი”, “იკორთა 2007” დაარქიტექსითბილისური კომპანიებია. შპსელვაკი ადგილობირივი კომპანიაა და მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოებით შემოიფარგლება

სარესტავრაციო საქმეებში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ასევე წარმომადგენლები მუზეუმებიდან”, - ამბობს დემეტრაძე.

კომპანიაარტესიციხის ქვედა ტერიტორიაზე მუშაობს. აქ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალის დემონტაჟი თითქმის დასრულებულია.

მხოლოდ ინფექციური განყოფილება დატოვეს მრავალფეროვნებისთვის, რადგან რუსული სტილის შენობაა”, - გვიხსნისარტესისტექნიკური განყოფილების სპეციალისტი ზაზა მურადაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მენეჯერისა და არქეოლოგიური ფონდის მცველის ჯუმბერ ჩოხელის განცხადებით, ყოფილი ინფექციური განყოფილება მუზეუმის ადმინისტრაციას დაეთმობა: გამოფენების დიდი ნაწილი კი ჯაყელების სასახლეში განთავსდება”.

მურადაშვილის თქმით, ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოეწყობა ამფითეატრი, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სასეირნო ბილიკები, სავაჭრო დახლები. კარიბჭიდან ხელმარცხნივ გაკეთდება მარანი: აქ ახლა კარნიზებს ვალაგებთ, რომ გადავხუროთ. შენობა მთალიანდ მიწით იყო დაფარული და სულ გავასუფთავეთ. მარანს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებენ”.

არტესმაციხის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელის, კარიბჭის რესტავრაციაც დაიწყო: “ოთხი ფანჯარა დასრულებულია და ორი ახლა სრულდება, ქვის თაღებს საბოლოოდ ვამუშავებთ, შემდეგ გადაიხურება”.

სრულდება ჰოსპიტალის დემონტაჟიც.

თერაპიულ განყოფილებას ვანგრევთ და აგურს ვაგროვებთ, რომ მშენებლობისთვის გამოიყენონ. ბოლომდე მოსანგრევად კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება. შემდეგ გალავნის გაწმენდაზე გადავალთ”, - გვიხსნის მუშა გიორგი ლაფაჩი.  

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქვედა ციხიდან მდინარე ფოცხოვთან დამაკავშირებელ გვირაბზეც.

ტრაქტორის მუშაობისას მიწა ჩავარდა და გვირაბის კედლები გამოჩნდა. სანაპიროსთან, გზიდან შემოსასვლელი გაკეთდება და გვირაბში ამომავალი კიბეებით, ტურისტები ჩვეულებრივ იმოძრავებენ”, - ამბობს ჩოხელი.   

გვირაბზე მუშაობისას კედლები სხვა მიმართულებითაც გამოჩნდა. რადგან მისი გაწმენდა ჯერ არ დაწყებულა, აქ რა აღმოჩნდება, არავინ იცის. უცნობია რა იყო დამცავი კოშკის ძირშიც, რომელიც ზედა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს და ფართო ქვის კიბით ქვედა ციხეს უკავშირდება. სწორედ ამ კოშკის წმენდისას ამოიღეს კომპანიაარქიტექსისმუშებმა სხვადასხვა ზომის ასობით ჭურვი.

პატარა ჭურვები საფანტის ფუნქციას ასრულებდნენ, ბევრს ყრიდნენ ერთად ზარბაზანში და ჯარს ესროდნენ. შედარებით დიდი ზომისები კი ფეთქდებოდნენ, - გვიხნის ჩოხელი და ამატებს, რომ ჭურვები, ოღონდ რუსული, ციტადელის წმენდისასაც იპოვეს. ამის გამო, ციხის ტრიტორიაზე, სამუშაო დღის დაწყებიდან დასრულებმდე, განაღმვის სამსახური მორიგეობსდაჟანგებული ჭურვებია, მაგრამ შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ პოლიგონზე გაანადგურეს”.

ციტადალეზე რუსულ ჭურვებთან ერთად ათობით ადამიანის ძვლებიც იპოვეს. ჩოხელი ვარაუდობს, რომ აქ, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში რუსებს ციხე ჰქონდათ და რეპრესირებულებს ხვრეტდნენ: მოვაგროვებთ ყველას ერთად და წესის მიხედვით დავმარხავთ. აქვეა დილეგი, სადაც სტამბულში გასაყიდ მონებს ამწყვდევდნენ და ჯაყელების ციხე-კოშკი. მიწისგან მათაც გაათავისუფლებენ”.

ზედა ციხის ტერიტორიაზე ორი საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო განყოფილება და საქვაბე უკვე დაანგრიეს. მესამე საგამოფენო დარბაზის დემონტაჟი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გარედენაც და შიგნიდანაც ხარაჩოებს ამაგრებენ 1752 წელს ჰაჯი ახმედის აგებულ მეჩეთზე.

მეჩეთის რესტავრაცია გარედან, წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. გუმბათი გამსკდარია, ამიტომ გადაიხურება, შეკეთდება კედლები და გარშემო ქამარს გაუკეთებენ. შემდგომ აქ საგამოფენო დარბაზს მოაწყობენ”, - ამბობს ჩოხელი.  

ხარაჩოებშია ამავე პერიოდით დათარიღებული მინარეთი და მედრესეც.

ჯერ არ დაწყებულა მართლმადიდებლური ტაძრის რესტავრაცია, რომელსაც მეცრე-მეათე საუკუნეებით ათარიღებენ. ახლა მისი არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს.

ეს ყველაზე უფრო ადრეული ეკლესიაა ახალციხეში.
რუსეთის იმპერიის ბატონობისას მასზე შენობაა მიდგმული. მონგრეულია დასავლეთის კედელი, - გვიამბობს ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გიორგი მარსაგიშვილი - რამდენჯერმე დანგრეული და აღდგენილი ტაძარია. საინტერესო ტიპის სამრეკლო აქვს, მეთოთხმეტე საუკუნის ნაგებობაა, ორიარუსიანი, ის მთელ რაბათს ემსახურებოდა. ეკლესიაც და სამრეკლოც მთლიანად უნდა აღდგეს”.

გაწმენდითი სამუშაოებისას მუშები მიწაში ბევრ საინტერესო ფრაგმენტს პოულობენ: ძველებური ჩიბუხი ამოვიღე. ახლა კიდევ ბარი დავკარი და თავის ქალა გადმოგორდა”.  

ხელოვნების მუზეუმის არქეოლოგიის ფონდის ასისტენტის ქეთევან ჩიგოგიძის განმარტებით, ამ ტერიტორიების უკეთ შესწავლა აუცილებელია: “კერამიკის 8-10 ნაწილი ვიპოვეთ, ჭურჭლის ყური, კედელი და ძირი. ჯერ დასამუშავებელი და შესასწავლია. ძეგლის დათარიღებისათვის არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი.

ახალციხის ციხის რესტავრაცია, როგორც მინიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. რაც შეეხება მის მიმდებარე ტერიტორიებს, რადგან ჯერ თავად ციხის საბოლოო კონცეფცია არ არსებობს, რა როგორ იქნება, არ იციან

ციხის რესტავრაციასთან ერათად, რაბათის ხიდიდან ციხემდე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 30 სახლის გარე ფასადი უნდა გავაკეთოთ”, - ამბობს ზაზა მურადაშვილი.

ციხეს გარშემო ორი მეტრი სისქის გალავანი შემოევლება და მასზე სასეირნო ბილიკებიც გაკეთდება. ციხის საბოლოო კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია და როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, მასში რამდენიმე ჯგუფია ჩართული: რაბათი პროექტის დასრულების შემდეგ უმარავ ტურისტს მიიღებს”.  

თუმცა, მნახეველები ციხეს არც ახლა აკლია. ჩოხელის თქმით, დღის განამვლობაში ამ ისტორიულ ძეგლს უკრაინიდან, თურქეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან არაერთი ტურისტი სტუმრობს

7 comments:

  1. I got this web site from my buddy who told me regarding this website and now this time I am
    browsing this website and reading very informative content at this place.


    my website :: Www.Jmcinc.Com

    ReplyDelete
  2. You really make it seem so easy with your presentation but
    I find this topic to be actually something that I think I would never understand.
    It seems too complex and extremely broad for me.

    I'm looking forward for your next post, I'll try to get the hang of it!


    Here is my web-site - playtech casinos

    ReplyDelete
  3. Thanks on your marvelous posting! I really enjoyed reading it, you could be a great author.

    I will remember to bookmark your blog and will come back later in life.
    I want to encourage you to ultimately continue your great job,
    have a nice morning!

    Feel free to visit my web-site: 1up.com

    ReplyDelete
  4. I couldn't resist commenting. Perfectly written!

    Feel free to surf to my homepage; http://Www.Dailystrength.org/

    ReplyDelete
  5. Thanks for sharing your thoughts about august party poker bonus code.
    Regards

    Feel free to surf to my website; january party poker bonus code

    ReplyDelete
  6. These are genuinely great ideas in concerning blogging.
    You have touched some fastidious things here. Any
    way keep up wrinting.

    Here is my weblog: foodpound25.gamerdna.com

    ReplyDelete
  7. Wow that was unusual. I just wrote an extremely long comment but after I clicked submit my comment
    didn't appear. Grrrr... well I'm not writing all that over again.
    Anyway, just wanted to say superb blog!

    My homepage - Party poker bonus code reload

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი