Showing posts with label საზოგადოება. Show all posts
Showing posts with label საზოგადოება. Show all posts

იუბილე ანგარიშის წარდგენით


ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირმადღეს ახალგაზრდული პროგრამების სამი წლის იუბილე აღნიშნა და საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ტრენინგები, გმართული ღონისძიებები და აქტივობები აუდიტორიას ფოტო კოლაჟის სახითდემოკრატ მესხთა კავშირის თვითმმართველობის პროგრამების კოორდინატორმა ჯაბა ნათენაძემ გააცნო. ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

დახმარება თვითმმართველობის ორგანოებს


ორგანული კანონი სომხურ ენაზე და გრძელვადიანი განვითარების გეგმები თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურებისთვის; რაში ეხმარება დემოკრატიული მმართველობის პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს.

დღეს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მიზანი გამგეობისა და საკრებულოს ეროვნებით სომეხი წარმომადგენლებისთვის მათ მშობლიურ ენაზე ნათარგმნი კანონთა კრებულის გადაცემა იყო. ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებითაც.  

20 თეთრი ჯერ არ შექმნილი მომსახურებისთვის


პირველი იანვრიდან მობილური და ფიქსირებული ტელეფონის ანგარიშზე ჩართულ ყოველ ხუთ ლარზე ყველა აბონენტს 20 ან 50 თეთრი ეჭრება. რატომ იხდის მოსახლეობა ჯერ არ შექმნილი “112”- ის საფასურს და რას ფიქრობს ხალხი.

თვეზე მეტია, მობილურ ტელეფონებზე აბონენტებს შეტყობინება მისდით, რომ მათ ანგარიშიდან “112”-ის მომსახურების საფასური ჩემოეჭრებათ. მოკლეტექსტურ შეტყობინებაში განმარტებულია, რომ მთავრობის #489 დადგენილებით, აბონენტს ანგარიშიდან დაექვითება  20 თეთრი, თუ თვის განმავლობაში დახარჯული თანხა ხუთ ლარს აღემატება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ამ საფასურის ოდენობა 50 თეთრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “112”, რომელმაც რამდენიმე საგანგებო (სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო და .) სამსახური უნდა გააერთიანოს, ჯერ არ შექმნილა. თუმცა, აბონენტი მომსახურების საფასურს პირველი იანვრიდან იხდის.

მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ვერ გაუგია, რაში იხდის ამ თანხას.

კოორდინაცია - სრული სურათის შესაქმნელად

‘’ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა ჟურნალისტები და მოქალაქეები ერთად შეეცდებიან არჩევნების გაშუქებას, მაგრამ ეს იქნება უფრო მასშტაბური და სერიოზული პროექტი, რომელშიც მხოლოდ ჟურნალისტები არ ჩაერთვებიან. განხორციელდება საქართველოს 11 ქალაქში და ვფიქრობთ, რომ შექმნის სრულ სურათს, რა ხდებოდა საქართველოში წინასაარჩევნოდ, არჩევნებზე და შემდგომ პერიოდში’’, - ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე.


პროექტს, სახელწოდებით - მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“, რომლის გასაცნობად ია ანთაძე ‘’სამხრეთის კარიბჭეს’’ ესტუმრა, არასამთავრობო ორგანიზაციასამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიგაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტში საქართველოს 11 ქალაქი ჩაერთვება. პროფესიონალი ჟურნალისტები და აქტიური მოქალაქეები ერთად შეეცდებიან მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც


ალიხან ყურაძე
7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა და ისევ გააძევეს, ოღონდ ამჯერად, ადგილობრივებმა; ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტია და 76 წლის ასაკში მშობლიურ მიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყო.

მშობლიური მიწა სოფელი აბასთუმანია; ჩემი რესპონდენტი 76 წლის ალიხან ყურაძეა; ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ენაწყლიანი მოსაუბრე იმ მესხებს შორის, რომელთაც აქამდე შევხვედრივარ. გადავწყვიტე ამჯერად მხოლოდ მასზე დავწერო...

საიდან ჩამოვედი? ეს დიდი ისტორიაა”, - მეუბნება მასპინძელი და საუბარს იწყებს. მოსაყოლი მართლაც ბევრია...

სწორი მონაცემები სწორი სტრატეგიისთვის


ნინო ნარიმანიშვილიბორჯომი 

სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის; ინტერვიუს აღებისა და ინფორმაციის შეგროვების ტექნიკაამ თემებზე 13-16 დეკემბერს სტატისტიკის სამსახურის რეგიონალურ ინტერვიუერებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი, რომელიც ბაკურიანში, სასტუმროვერე პალასშიმიმდინარეობდა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგებს USAD-ის სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

“აჩუქე წყალი, აჩუქე სიცოცხლე”


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი


 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, ყოველთა სომეხთა ფონდისაიასტანისტელემარათონი დაიწყო.

ტელემარათონის ტრანსლაცია ლოს-ანჯელესიდან კაბელური და თანამგზავრული ტელევიზიით, ხოლო ფონდის საიტზე ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.

იარაღის ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება


თამუნა უჩიძეახალციხე
სისხლის სამართლის დანაშაულზე ჯარიმა არაა შემზღუდავი ფაქტორი

ცივი იარაღი და მოზარდები; უნდა გამკაცრდეს თუ არა სასჯელი ცივი იარაღის ტარებისათვის და რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით ახალციხეში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ცივი იარაღის გამოყენებაზე ასაკობრივი ზღვარის გაუქმებასა და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა დანით დაჭრისა და მკვლელობის შემთხვევები: პროექტს უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ და მის განხილვას პარლამენტი ძალიან მალე დაიწყებს”.