აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
24 ნოემბერს, 20:00 საათზე, ყოველთა სომეხთა ფონდის “აიასტანის” ტელემარათონი დაიწყო.
ტელემარათონის ტრანსლაცია ლოს-ანჯელესიდან კაბელური და თანამგზავრული ტელევიზიით, ხოლო ფონდის საიტზე ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.
“ტელემარათონი - 2011”-ის შედეგად 12 286 478 აშშ დოლარი შეგროვდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს აჭარბებს. გარდა ამისა, წელს ამ თანხაში არ არის შესული შემოწირულობები ფონდის მოსკოვის განყოფილებიდან. ეს თანხა 21 დეკემბერს, მოსკოვში საქველმოქმედო საღამოს ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე 12 მლნ აშშ დოლარი შეგროვდა. გასულ წელს შემოწირულობის მთლიანმა თანხამ 20 800 000 აშშ დოლარი შეადგინა.
ტელემარათონის დროს, რომლის ლოზუნგიცაა “აჩუქე წყალი, აჩუქე სიცოცხლე”, გამოცხადდა წლის განმავლობაში ფონდში შესული ყველა საქველმოქმედო შენატანი, რომელთა ძირითადი ნაწილიც სომხეთისა და არცახის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი