რაში სჭირდება ამდენი სასტუმრო პატარა ქალაქს?


 თამარ თოთაძეახალციხე
ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობა,
სადაც სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები
მიმდინარეობს.
სამი, “მაღალი დონის” სასტუმროს მშენებლობა ახალციხეში; რისთვის ან ვისთვის შენდება ამდენი სასტუმრო და გაუძლებენ თუ არა კონკურენციას მოქმედი სასტუმროები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 მოქმედი სასტუმროა, ამ რიცხვში შედის მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. ერთი ნომრის ფასი საშუალოდ 20-30 ლარიდან იწყება და 80-ლარამდე მერყეობს, რაც საწოლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული.  

ამ სასტუმროებს მალე სამი დიდი სასტუმრო შეემატება. უკვე დაწყებულია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია და მისი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.
კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში რაბათში, ციხის ტერიტორიაზე აშენდება. ეს იქნება 40-ნომრიანი სასტუმრო, რომელსაც გამაჯანსაღებელი კომპლექსიც ექნება. შენობა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ადგილას აშენდება და დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობა რაბათის ციხის რეაბილიტაციის პროგრამაში არ შედის. მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, სასტუმროს კერძო ინვესტორი ააშენებს, თუმცაჯერ უცნობია კონკრეტულად რა თანხა დაჯდება მისი მშენებლობა.

ეს იქნება მავრიტანული სტილის სასტუმრო, რომელიც ისტორიული უბნის იერსახეს მოუხდება. მიწა უკვე გადაეცა კერძო ინვესტორს და პროექტი მზადდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები”, - განმარტავს გელა დემეტრაძე.

ყოფილი პოლიკლინიკის შენობა, სადაც
ასევე სასტუმროს გაკეთება იგეგმება.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, სასტუმრო გაკეთდება ყოფილი პოლიკლინიკის შენობაშიც: კარგი ადგილია და გვინდა, რომ გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ააშენებს”.

გამგეობაში განმარტავენ, რომ ახალციხე იქნება ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს გაუმასპინძლდება. ამის თქმის საფუძველს, მათ რაბათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები აძლევთ, ამითვე ხსნიან სასტუმროების საჭიროებასაც.

საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ ტურიზმის თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთი საკმაოდ მიმზიდველი მხარეა. თუმცა, მაღალი დონის სასტუმროების მშენებლობა ტურისტების მოზიდვას ხელს ვერ შეუწყობსარცერთ ტურისტს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მოდის, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო არ სჭირდება. მას უბრალოდ ღამისგასათევი სჭირდება, სადაც მინიმალური ჰიგიენა და მომსახურება იქნება”.

მისივე თქმით, რაბათის ციხე ახალციხისთვის ნამდვილად გახდებასავიზიტო ბარათი”, თუმცა, ტურისტები მხოლოდ ისტორიული ძეგლებით არ ინტერესდებიან. ხოლო, ეკო-ტურიზმის განვითარებისთვის, რისი დიდი პოტენციალიცაა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში არაფერი კეთდება: საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ეს არ არის მარტო გზა და სასტუმრო. აუცილებელია ბილიკების მოწესრიგება, გზის მაჩვენებლების გაკეთება, ტურისტები მხოლოდ კითხვა-კითხვით თუ მივლენ სასურველ ადგილას. წყაროების ქვეყანა ვართ და მთელ ტურისტულ გზას ისე გაივლი, ხელის დასაბანი ადგილი არ შეგხვდება”.

ეკონომისტი გიორგი ბუცხრიკიძე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ სასტუმროების მშენებლობა ნამდვილად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა, ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო იქნება.

ახალციხე საკვანძო ქალაქია, თურქეთში და სომხეთში გზა აქედან გადის. ამასთანავე, გაკეთდება დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასტუმროების არსებობა აუცილებელია, - ამბობს იგი და ამატებს, რომ რაც მეტი სასტუმრო იქნება, უფრო მეტი მუშახელი დასაქმდება: შემოსავლების უმეტესი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, ეს გააუმჯობესებს ახალციხის ეკონომიკურ მდგომარეობას, შემოსული თანხები მოსახლეობას მოხმარდება და სოციალური ფონი გაუმჯობესდება”.

ახალციხის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობა, რომ გაიზრდება, ამას ნუგზარ თათეშვილიც ეთანხმება: მომავალში სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობები ინტენსიური გახდება. ახალციხეში შეიქმნება ძალიან ბევრი სასაწყობო მეურნეობა, სადაც თურქეთიდან გადმოსული საქონელი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე თბილისში, ამას განაპირობებს ფასი და მოხერხებულობა. სომხეთის მოქალაქე საქონელს თბილისიდან არ წაიღებს, ან პირდაპირ თურქეთში წავა, ან ახალციხეში შეიძენს”.

ახალციხეში მოქმედ სასტუმროებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა პროექტებზე დასაქმებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ. მათი უმეტესობა თურქეთიდანაა. ასპინძის ქუჩაზე მდებარე 20-ნომრიანი სასტუმროთეთრი სახლიერთ-ერთია, სადაც ოთხი თვეა თურქეთიდან ჩამოსული მუდმივი კლიენტები ჰყავთ. ასევე, მუდმივ კლიენტებზეა გაქირავებული თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროტყუპებიც”.

ამჟამად მოქმედი სასტუმროს მეპატრონეები მშენებარე სასტუმროებს კონკურენტებად არ განიხილავენ. მათი თქმით, ყველა სასტუმროს ფასის შესაბამისი კლიენტი ეყოლება.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმროპრესტიჟი”, როგორც ტურისტებს, ასევე სხვადასხვა სამსახურებიდან მივლინებულ სტუმრებს ხშირად მასპინძლობს. სასტუმროში 16 ნომერია, ერთი ნომრის ფასი 40-დან 50 ლარამდეა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი კლიენტი ზაფხულობით ჰყავთ.    

მაღალი დონის სასტუმროები კონკურენციას ვერ გაგვიწევს. უკეთესი პირობები და კომფორტი თუ იქნება, ის სასტუმრო ოთახს 40 ლარად არ გააქირავებს”, - ამბობს სასტუმროპრესტიჟისადმინისტრატორი მანანა გველესიანი.  
                 
შედარებით დაბალი ფასებია სასტუმროფიესტაში”, სადაც მხოლოდ ხუთი ნომერია და მისი ფასი 20-30 ლარიდან იწყება.

თუ ახალციხე განვითარდება, უფრო მეტი ტურისტი შემოვა და ჩვენც მეტი კლიენტი გვეყოლება”, - ამბობს სასტუმროფიესტასმეპატრონე ეკა მიქელაძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს გიორგი ბუცხრიკიძეს. მისი თქმით, თუ მოქმედმა მცირე თუ საოჯახო ტიპის სასტუმროებმა საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე არ იფიქრეს, მაღალი დონის სასტუმროების აშენების შემდეგ კლიენტებს დაკარგავენ: ეს ჩვენ გვიჭირს საქართველოში, თორემ გარედან მოსული ტურისტი ფასს არ კითხულობს, მას აინტერესებს კომფორტი”.

მხოლოდ რაბათის ციხის რეაბილიტაციის შემდეგ შემოვა თუ არა იმდენი ტურისტი, რომ გარდა მოქმედი სასტუმროებისა, კიდევ სამი დიდი სასტუმრო სრულად დაიტვირთოს, მომავალი გვიჩვენებს. ასევე მომავლის საკითხია, რამდენად გაუმჯობესდება სასტუმროების მშენებლობით რეგიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

4 comments:

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა... ახალციხის მცხოვრები ვარ და მეც ვთვლი, რომ საჭიროა კომფორტული სასტუმროები...

    ReplyDelete
  2. Just desire to say your article is as surprising.

    The clarity in your post is simply great and i could assume
    you are an expert on this subject. Fine with your permission let me to grab your feed to keep updated with forthcoming post.
    Thanks a million and please continue the gratifying work.


    Visit my web blog; free online movies

    ReplyDelete
  3. We're a bunch of volunteers and starting a brand new scheme in our community. Your site offered us with valuable information to work on. You've done a formidable job and our entire neighborhood can be
    grateful to you.

    my web page :: letmewatchthis

    ReplyDelete
  4. Heya i am for the first time here. I found this board and I find
    It really useful & it helped me out a lot. I'm hoping to give something back and help others such as you aided me.

    Check out my page; cna training 101

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი