შემცირებული ფოსტალიონები


 შუშან შირინიანიახალქალაქი

 საქართველოს ფოსტის ახალქალაქის განყოფილებიდან რვა ადამიანი გაათავისუფლეს და ორი ახალი თანამშრომელი მიიღეს.

ვალერიკ მნოიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფოსტალიონად. მეუღლელიბერთი ბანკისთანამშრომელი იყო, სადაც პენსიებს გასცემდა. ახლა კი ორივე უმუშევარია.

უშემოსავლოდ დავრჩით, მეუღლეც ბანკიდან გაათავისუფლეს, პენსიაზე გავიდა და პენსიის მეტი აღარაფერი დაგვრჩა. მხოლოდ აუცილებელს თუ ვყიდულობთ. 62 წლის ვარ, საპენსიო ასაკამდე მაინც მოეცადათ და მერე გავეთავისუფლებინე. მართალია, ხელფასი სულ რაღაც 45 ლარი მქონდა, მაგრამ მაინც, რაღაც იმედი იყო”, - ჩივის ყოფილი ფოსტალიონი.


მნოიანი 2005 წელშიც შეამცირეს, როცა ფოსტაში მორიგი რეორგანიზაცია ჩატარდა, თუმცა, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში დააბრუნეს. სასამართლოსთვის მიმართვა ახლაც უნდოდა, მაგრამ ფულის უქონლობის გამო თავი შეიკავა.

ივლისში უმუშევრად კიდევ შვიდი პენსიონერი დარჩა. შემცირდა სოფლის ფოსტალიონების ექვსი, ქალაქის ფოსტალიონის ერთი და წერილების მიმღების ერთი შტატი, რომლის მოვალეობაც ფოსტის დირექტორს დაეკისრა. შემცირებაში მოჰყვა ყველა ფოსტალიონი, ხოლო წერილების მიმღები ქალაქის კურიერად დარჩა. ახალქალაქის ფოსტის განყოფილება ექვემდებარება საქართველოს ფოსტის რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომელიც გორში მდებარეობს. მას ექვემდებარება ასევე საქართველოს ფოსტის გორის, კასპის, ხაშურის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის ფილიალები.

ივლისიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერილებსა და ტელეგრამებს ახალციხიდან სპეციალურად ჩამოსული მანქანა-ფელდეგერი არიგებს. რამდენად გამართლებულია ფოსტის მუშაობის ეს სისტემა, ჯერჯერობით, რთული სათქმელია. ზამთარში კი, როცა სოფლის გზები გაუვალი გახდება, ამ სისტემის შეფასება შესაძლებელი გახდება. ნოემბერში, სოფლებში წერილების დასარიგებლად, ფოსტის შტატში ორი ახალი კურიერი აიყვანეს.

საქართველოს ფოსტის ახალქალაქის ფილიალის დირექტორის ნათია ზედგინიძის თქმით, კურიერები წერილებსა და ტელეგრამებს ახლო მდებარე სოფლებში დაარიგებენ, მანქანა კი მუნიციპალიტეტიდან დიდ მანძილზე დაშორებულ სოფლებში: ძველი თანამშრომლები არ მივიღეთ, რადგან მათ არ უნდოდათ. მნოიანი იმიტომ არ მივიღეთ, რომ მას საკუთარი ტრანსპოტი არ აქვს. სამსახურში ახალგაზრდა თანამშრომლები ავიყვანეთ, რომლებსაც საკუთარი მანქანები აქვთ და სოფლებში  წერილებსა და სოციალური მომსახურების პოლისებს მათი მეშვეობით დაარიგებენ”.

ამ ეტაპზე საქართველოს ფოსტის ახალქალაქის ფილიალში ოთხი შტატია - ერთი დირექტორი და სამი კურიერი, რომელთაგანაც ორი სოფლებზეა მიმაგრებული, ერთი კი ქალაქზე.

საქართველოს ფოსტის საქმიანობაში ცვლილებები ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დაიწყო. სსსაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან სანაძემ კახა კუპრავა შეცვალა. აქამდე ლევან სანაძე საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. გარდა ამისა, “საქართველოს ფოსტისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაინიშნა.

რეორგანიზაციასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა ფოსტის მომსახურების ტარიფები. თუ რამდენიმე თვის წინ საშუალო სიდიდის წერილის გაგზავნა საქართველოს ფოსტის ახალქალაქის განყოფილებაში 2.20-2.50 ლარი ჯდებოდა, ახლა იგივე წერილის გაგზავნისთვის მოქალაქეებს 5-5.30 ლარის გადახდა უწევთ. ფოსტის თანამშრომელთა თქმით, “ტარიფები უბრალოდ არ იზდება, ყველაფერი საერთაშორისო ტარიფების შესაბამისად ხდება”.

მუშაობის სისტემის რეორგანიზაციასა და განვითარებასთან ერთად, ფოსტის თანამშრომელთა მუშაობის პირობები არ გაუმჯობესებულა. ახალქალაქის ფოსტა კავშირგაბმულობის შენობის პირველ სართულზე, ერთ ოთახშია განთავსებული. ოთახში არ არის რემონტი, იატაკი ცემენტისაა, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ავეჯი კი უკვე ძალიან ძველია. თანამშრომლები ოთახს შეშის ღუმელით ათბობენ. დირექტორი ნათია ზედგინიძე ამბობს, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ მათი ფილიალის მდგომარეობის შესახებ იცის და ოთახის გარემონტებასაც დაჰპირდნენ.

მისი თქმით, ახალქალაქის ფოსტით საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს. ფოსტის დირექტორი არც კლიენტების უკმარისობას უჩივის და არც მათ ზედმეტ სიმრავლეს. ახალქალაქის ფოსტა სამეურნეო ანგარიშზე მუშაობს. როგორც ნათია ზედგინიძე ამბობს, მათი შემოსავალი ხელფასებს ძლივს ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი