პედაგოგების შემცირება


 თამუნა უჩიძეახალციხე

კორექტივები საჯარო სკოლების საშტატო გეგმასა და ტარიფიკაციაში. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში პედაგოგოების შემცირება დაიწყო.

ბოლო 45 წლის შემდეგ პირველად, ორშაბათს, დილით ახალციხის პირველი საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლი ელვირა გრძელიშვილი გაკვეთილზე აღარ შევიდა. მისი სკოლიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება 14 ნოემბერს დაიწერა.

არ ვიცი ეს რა წესია, ვიცი, რომ პენსიონერი ვარ და სკოლა უნდა დავტოვო, ვიცი, რომ ახალი წესები შემოვიდა და მათ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ახლა?! შუა სემესტრში?! წლის ბოლომდე თვენახევარი დარჩა და ბავშვები სხვა მასწავლებელთან უნდა გადაიყვანონ”, - ემოციის გარეშე საუბარი უჭირს ელვირა გრძელიშვილს.
 
მას აქამდე სკოლაში ექვსი საათი ჰქონდა, ამდენად მისი ანაზღაურება დიდი არ იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, თვიდან-თვემდე თავი გაჰქონდათ: “ოჯახური მდგომარეობაც ხომ გასათვალისწინებელია?! დედა არ ჰყავს შვილიშვილს და მე ვზრდი. მეუღლეც გარდაცვლილი მყავს, ამიტომ ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასი იყო. შვილიშვილი მე-12 კლასშია და ვფიქრობდი, რომ წლის ბოლომდე ვიმუშავებდი”.

შემცირებაში მოჰყვა პირველი საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქრისტინე ლაზარაშვილიც. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ხუთი საათი ჰქონდა, მისთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა: ექვსი წელია სკოლაში ვმუშაობ. სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვცადე, მაგრამ ქულა დამაკლდა. გარდა ამისა, სპეციალობით ჟურნალისტი ვარ და არა ფილოლოგი. სხვა საგანმანათლებლო პროექტებში ვარ ჩართული და სამომავლოდ იქით დავკავდები”.

პირველ სოლაში 85 მასწავლებელიდან 14 შეამცირეს. პედაგოგების გათავისუფლება დირექტორების მიერ განათლების სამინისტროში წარგენილი საშტატო გეგმისა და ტარიფიკაციის შემდეგ დაიწყო.

ჩვენს მიერ წარგენილი გეგმა სამინისტროს უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ მივიღეთ რეკომენდაციები, რომ ის, ვისაც ცოტა საათები ჰქონდა, გადაგვენაწილებინა და პედაგოგები სრული განაკვეთით დაგვეტვირთა. მაგალითად, დაწყებითებში ყველა საგანი დამრიგებელმა უნდა ასწავლოს”, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და ამატებს, რომ ძირითადად ისეთი პედაგოგები მოხვდნენ შემცირებაში, რომლებსაც ოთხი-ექვსი საათი ჰქონდათ. მაგალითად, სამი პედაგოგიდან თუ სკოლაში დარჩა ერთი, მასზე არჩევანი სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაკეთდა. ჯანაშვილს არავის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერი შედარებითია.

რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგებს, მათ შემცირება არ ეხებათ. ჯანაშვილის განმარტებით, სკოლამ სამინისტროდან მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც სერთიფიცირებულ პედაგოგებს სრულად უნდა შეევსოთ დატვირთვა: დავიბარეთ ყველა მასწავლებელი, ავუხსენით, რომ კადრების შემცირება გარდაუვალია და ყველას თანდასწრებით ავხსენით, თუ ვის რატომ ვათავისუფლებდით”.   

ჯანაშვილი ამბობს, რომ პედაგოგების გათავისუფლება ერვონულ სასწავლო გეგმაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. თუ აქამდე შეიძლებოდა ერთ და ორ საათზე ემუშავა მასწავლებელს, ახლა ასე აღარაა.  ამასთანავე, აქამდე კლასებიც იყოფოდა, ამიტომ სკოლაში იმაზე მეტი კადრი აღმოჩნდა, ვიდრე ეს სრული დატვირთვისთვის არის საჭირო: პედაგოგების გარკვეული ნაწილი დაზარალდა, თუმცა, მეტად დაფასდა კვალიფიციური კადრების შრომა და მათ დატვირთვასთან ერთად ანაზღაურებაც გაეზარდათ”.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში არცერთი პედაგოგი არ შეუმცირებიათ.

ისე გვქონდა შედგენილი საშტატო განრიგი და ტარიფიკაცია, რომ კორექტივების შეტანა არ დაგვჭირდა. წლების განმავლობაში ვცდილობდით, რომ მცირე-საათიანი მასწავლებლები არ გვყოლოდაამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი, - მხოლოდ დარაჯისა და დამლაგებლის ხელშეკრულებით აყვანა მოგვთხოვეს”.  

უცვლელად, 49 პედაგოგი მუშაობს მეორე საჯარო სკოლაშიც.

ოთხი პედაგოგის შემცირება მოუხდა მესამე საჯარო სკოლის დირექტორს სვეტა არუთუნიანს: მაგალითად, ორი მასწავლებლი გვყავდა მუსიკის და ოთხ-ოთხი საათი ჰქონდათ, ორ ინფორმატიკის მასწავლებელს კი ექვს-ექვსი საათი. დავტოვეთ ერთი და დავუმატეთ მეორეს საათები. შესწორებული გეგმა მივიტანეთ უკვე რესურსცენტრში და დასამტკიცებლად განათლების სამინისტროში უნდა გააგზავნონ”.

17 წელია რიმა ბალოიანი მესამე საჯარო სკოლაში რუსულ ენას ასწავლის: “დაწყებით კლასებში ვასწავლიდი რუსულს, რადგან ახლა რუსულის სწავლება მეშვიდე კლასიდან იწყება, შემცირებაში მოვყევი. არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა, 43 წლის ვარ, ყველგან ახალგაზრდა კადრი უნდათ, არ მგონია, რომ სადმე დავსაქმდე”.  

ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ნინო დემეტრაძის განცხადებით, სამინისტროდან შენიშვნები კორექტივების შეტანასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 38-ვე სკოლამ მიიღო: “საათობრივი ბადე იყო სკოლებში გაბერილი და პედაგოგებს შემცირება ამიტომ მოუწიათ. სულ რამდენი პედაგოგი გაათავისუფლეს, ჯერ არ ვიცით, რადგან ახალი საშტატო განრიგი და ტარიფიკაცია ყველას არ წარმოუდგენია”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი