აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
სომხეთის დიასპორის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები საქართველოს ესტუმრნენ.
17 ნოემბერს სამინისტროს თანამშრომლები თბილისში კულტურულ ცენტრ “ჰაიარტუნში” იყვნენ და ცენტრს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს. ისინი საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მმართველ არქიელს, ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ვან ბაიბურთს, პოეტსა და მთარგმნელს გივი შახნაზაროვს, ასევე, სომხური ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შეხვდნენ.
18 ნოემბერს შეხვედრები ძირითადად ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან და თბილისის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გაიმართა.
19 ნოემბერს სამინისტროს თანამშრომლები ახალციხეში ჩავიდნენ და სომხურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ეწვივნენ, რომელსაც სახელმძღვანელოები, მულტფილმები, საგანმანათლებლო დისკები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის სიმბოლოები აჩუქეს.
ახალციხის შემდეგ სომხეთის დიასპორის სამინისტროს დელეგაცია ახალქალაქში ჩავიდა, სადაც თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს, კულტურის მოღვაწეებსა და სხვა მოქალაქეებს შეხვდნენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი