გაუყალბებელი, მაგრამ არაღიარებული არჩევნები


  ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი
ხმების დათვლის პროცესი.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მრავალმა წარმომადგენელმა არ აღიარა. არჩევნების პროცესმა ფალსიფიკაციის გარეშე, თუმცა, უპატიოსნო წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ჩაიარა.

არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველომ არჩევნები არ აღიარა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მორიგი პროვოკაცია იყო.

ის, რასაც ოკუპაციური ხელისუფლება ცხინვალში აკეთებს, არჩევნები თუ სხვა ქმედებები, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ (“რია ნოვოსტი”).

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა ნატო-, ევროკავშირმა, აშშ- და აზერბაიჯანმა.

ასეთი არჩევნების ჩატარება საქართველოში სიტუაციის საბოლოო და მშვიდობიან დარეგულირებას ხელს არ უწყობს”, - განაცხადა ნატო- გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა (УНИАН).

აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ .. საპრეზიდენტო არჩევნებს და “13 ნოემბერს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთშირუსული ენის სტატუსის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს არა მხოლოდ არ აღიარებს, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩარჩოებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გადამწყვეტ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ჩამოთვლილი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების მიუხედავად, არჩევნები მაინც შედგა. ამომრჩეველთა საერთო რიცხვმა სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში 34 ათასი ადამიანი და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში მცხოვრები, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაახლოებით 16 ათასი მოქალაქე შეადგინა. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის მოსკოვში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1000 ბიულეტენი, ხოლო აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეში მცხოვრებთათვის 700 ბიულეტენი დაბეჭდა.

დამკვირვებლებიც საკმარისად იყვნენ. არჩევნებს რუსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ისრაელის, პოლონეთისა და უკრაინის, ასევე, არჩევნებზე დამკვირვებელი დამოუკიდებელი ორგანიზაცია CIS-EMO-სა და რუსეთის თავისუფალი არჩევნების ფონდის 72 წარმომადგენელი აკვირდებოდა. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციის ცსკ-იმაც გაგზავნა.

კენჭისყრის მიმდინარეობის გასაშუქებლად არჩევნებზე დაახლოებით 60 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, აქედან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრესის 13 და საზღვარგარეთის მასმედიის 46 წარმომადგენელი.

უნდა ითქვას, რომ არჩევნებმა გაყალბების გარეშე ჩაიარა, რადგან საარჩევნო უბნებზე კანდიდატების წარმომადგენლები, უბრალოდ, “მგლებივითიყვნენ და ფალსიფიკაციის საშუალება არავისთვის მიუციათ”, - ამბობსეხო კავკაზისჟურნალისტი განა იანოვსკაია.

შედეგები 14 ნოემბერს გამოცხადდა. არჩევნები პირველი ტურით არ დასრულებულა. მეორე ტურში ორი კანდიდატი გავიდა. სახელისუფლებო კანდიდატთან, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვთან ერთად მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი, განათლების ყოფილი მინისტრი ალლა ჯიოევა მოხვდა. ადამიანები, ახლანდელი ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად ჯიოევასთვის ხმის მისაცემად ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ. წინასწარი შეფასებების მიხედვით, ბიბილოვს მეორე ტურის გადალახვა ძალიან გაუჭირდება.

ასეთ პატიოსან არჩევნებს, როგორიც, ჩვეულებრივ, არაღიარებულ რესპუბლიკაში არ ხდება, მეტად ბობოქარი წინაისტორია ჰქონდა.

წინასაარჩევნო რბოლის ბოლოს 17 რეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 11 დარჩა. მათმა უმრავლესობამ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. რეგისტრაციაზე უარი ეთქვა სამ მათგანსალანიის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საადვოკატო პალატის წევრს ვასილ ბესტაევს, რესპუბლიკური სომატური საავადმყოფოს ექიმ-ქირურგს ლევ გაგიევსა და რუსეთის მთავარ მწვრთნელს თავისუფალ ჭირდაობაში ჯამბოლატ ტადეევს. სხვათა შორის, მათგან ყველაზე აქტიური ჯამბოლატ ტადეევი იყო და მის ირგვლივ მეტად ხმაურიანი მოვლენები განვითარდა.

ცხინვალში, ჯამბოლატ ტადეევის სახლის ახლოს ნივის მარკის ავტომანქანა აფეთქდა. ტადეევმა რესპუბლიკის ცსკ-ში წერილი გაგზავნა, რომელშიც მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო, კერძოდ, მასზე და საინიციატივო ჯგუფის წევრებზე, რომლებმაც ტადეევის კანდიდატურა წამოაყენეს, “ძალოვანი და ზეწოლის სხვა უკანონო მეთოდების გამოყენების განუწყვეტელი მუქარისგამო შეშფოთებას გამოთქვამდა. ამის შემდეგ ჯამბოლატ ტადეევს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. მისი მომხრეები აწყობდნენ აქციებს, სადაც იყო შეტაკებები და დაპატიმრებებიც. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით ჯამბოლატ ტადეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.

ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში ჯამბოლატ ტადეევიგანიარაღებულ იქნა”. ამ დროს არჩევნებს ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატი, “სახალხო პარტიისლიდერი როლანდ ქელეხსაევი ჩამოაშორეს.

განა იანოვსკაიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგიერთი კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურსებს ღიად იყენებდა და არჩევნების ასეთმა შედეგმა ყველა გააოცა: “თავად წინასაარჩევნო კამპანია, აგიტაციური ხასიათის მიხედვით, მთლად პატიოსანი არ იყო. ბევრი კანდიდატი ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებდა, ზოგიერთს კი ზურგსფულის ტომრებიუმაგრებდა. ბუნებრივია, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს მათ დიდ პლუსს მიანიჭებდა, მაგრამ შედეგი წარმოუდგენელი აღმოჩნდა”.  

შედეგები საბოლოო არ არის. არაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2011 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი