Showing posts with label განათლება. Show all posts
Showing posts with label განათლება. Show all posts

ალტერნატიული საბავშვო ბაღები


სოფლებში ალტერნატიული საბავშვო ბაღები იქმნება; რას გულისხმობს პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება;

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები ლიზი დიასამიძე ოთხი წლის ხდება, თუმცა, ბაღში არ დადის. როცა დედა სამსახურშია, შინ ბებიასთან რჩება და არც იწყენს, ხატვას, ცეკვას, ლექსებს და ზღაპრებს სახლში, ხან ბებია და ხან ბაბუა ასწავლის.

ბავშვი სახლში სასკოლოდ როგორც არ უნდა მოამზადო, მაინც სჭირდება სოციალურ გარემოსთან შეგუება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც სკოლის მერხამდე უნდა ჰქონდეს გათავისებული”, - ამბობს ლიზის დედა თამუნა ყურმაშვილი.

350-კომლიან სოფელში საბავშვო ბაღი ხუთ წელზე მეტია გაუქმდა, შენობა კერძო პირმა შეისყიდა და აქ ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.

დასაქმება დასწრებაზე


სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,summer.job’’-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილები ერთ დღეში შეივსო. პროექტში მონაწილეობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, თუმცა დარეგისტრირება ყველამ ვერ მოახერხა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყო. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ. 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი პირველივე დღეს დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით სულ 90 000 –მდე სტუდენტია.

“მარტივი და მეგობრული გამოცდების” მეორე წელი


2012 წლის საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერი ყველა საგანში 5,5 ქულით განისაზღვრა. ატესტატის მისაღებად მოსწავლეები გამოცდას ისევ რვა საგანში ჩააბარებენ.

2011 წელს საქართველოში საატესტატო გამოცდები ეგრეთ წოდებული A-ის სისტემით ჩატარდა. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოსწავლეებმა გამოცდა კომპიუტერის საშუალებით ჩააბარეს. გასულ წელს გამსვლელი ბარიერი გამოცდების დასრულების შემდეგ დადგინდა.

იმის გამო, რომ შარშან საატესტატო გამოცდები პირველად ტარდებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარკვეული შეღავათები დააწესა. მოსწავლე, რომელიც რვა საგნიდან ნებისმიერ სამში 5,2-, ხოლო დანარჩენ ხუთში 5,5 ქულაზე მეტს დააგროვებდა, ატესტატს მიიღებდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, წელს მსგავსი შეღავათები აღარ იქნება. უკვე დადგენილია, რომ 2012 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5,5 იქნება, გამონაკლისია არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის გამოცდა, აქ ბარიერი 5,3 –ით განისაზღვრა.  

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე


2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. დარეგისტრირება წელს მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება.  

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. მიმდინარე წელს აბიტურიენტები ფაკულტეტებს კი არა, პირდაპირ სპეციალობებს ირჩევენ. გარდა ამისა, თუ გასულ წელს მათ შვიდი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ, წელს 20 სასურველი სპეციალობის აღნიშვნა შეუძლიათ.  შესაბამისად, გაუქმდა მეორადი ჩარიცხვებიც.

სასერტიფიკაციო გამოცდები – წელი მესამე


მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. წელს გამოცდაზე გასვლა ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია, ამავდროულად, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სავალდებულო აღარ არის. 

ამავდროულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოცდა არამხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ.

ახალციხის სკოლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ


ზოგან ღუმელებია, ზოგან გათბობა, თუმცა,
სასწავლო პროცესი არ ფერხდება.

უამინდობისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, უამინდობისა და დიდითოვლობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 2012 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლამდე დასვენება გამოცხადდა, 13 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.

ყველა დაუმორჩილებელი ერთად


 მანანა სარაშვილიახალციხე

ძნელადაღსაზრდელი
ბავშვები შესაძლოა სკოლას ჩამოაშორონ. რას ფიქრობენ მშობლები, ფსიქოლოგები და იურისტებიარის თუ არა იზოლირება პრობლემის მოგვარების გზა.

ყველა განსხვავებული, დაუმორჩილებელი, 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი ერთად, სპეცსკოლაში, – ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გაიმართა

კანონშიზოგადი განათლების შესახებშესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კანონს დაემატება ახალი თავი არასრულწლოვანის გადამისამართებასთან დაკავშირებით.

სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან


 მანანა სარაშვილიახალციხე
საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან. რას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა ავტორიზაციის გასავლელად და როგორია ახალციხის სკოლების მოლოდინი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შესული კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია სავალდებულოა. ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.