დასაქმება დასწრებაზე


სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,summer.job’’-ზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილები ერთ დღეში შეივსო. პროექტში მონაწილეობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს, თუმცა დარეგისტრირება ყველამ ვერ მოახერხა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყო. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ. 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი პირველივე დღეს დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით სულ 90 000 –მდე სტუდენტია.
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტების დარეგისტრირების ვადა 20 აპრილამდე იყო განსაზღვრული, თუმცა, რეგისტრაციის გამოცხადებიდან მეორე დღეს მხოლოდ 35 ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი. ამ ეტაპზე კი თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შევსებულია.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა ავტორიზირებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტს შეუძლია. პროექტის ფარგლებში ზაფხულის არდადეგების დროს, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სტუდენტები სხვადსხვა სამუშაო ადგილას დასაქმდებიან და თითოეული მათგანის სახელზე სახელმწიფოს მიერ 500 ლარი დაირიცხება. თუმცა, ანაზღაურებას ისინი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით, 380 ლარს მიიღებენ 

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე დამსაქმებელთან უნდა გამოცხადდნენ და ხელშეკრულება გააფორმონ. თუ ამ ვადაში სტუდენტი ხელშეკრულებას არ გააფორმებს, პროგრამას გამოეთიშება და გათავისუფლებულ ადგილას რეგისტრაცია მეორედ გამოცხადდება.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ანა დავლაშერიძემ დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირება ვერ მოასწრო: განაცხადის შევსებას დილიდანვე ვცდილობდი, მაგრამ საიტი გადატვირთული იყო. დღესაც ვცადე, თუმცა ადგილები უკვე შევსებულია. ახლა ვფიქრობ რეზერვის სახით მაინც გავიარო რეგისტრაცია და თუ ვინმე არ გამოცხადდება, იქნებ იმ ადგილზე მაინც დავსაქმდე”.

მის მსგავსად დარეგისტრირება სხვა ბევრმა სტუდენტმაც ვერ მოახერხა. რეგისრაცია დილის ცხრა საათზე დაიწყო და თითქმის ორ საათში ძირითადი სამუშაო ადგილები უკვე დაკავებული იყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, summerjob.ge-ზე შესულ ვიზიტორთა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო ბევრმა სტუდენტმა საიტზე შესვლა საერთოდ ვერ მოახერხა. არიან ისეთი სტუდენტებიც, ვინც რეგისტრაციის მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მაგრამ ბოლომდე დარეგისტრირება ვეღარ შეძლო.

რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და მერე გაითიშა. მეოთხე ნაბიჯზე ვერანაირად ვერ გადავდიოდი”, - ამბობს განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნინო ივანიძე.

ამავე ფაკულტეტის სტუდენტს თინათინ წითაშვილს გაუმართლა და რეგისტრაცია ბოლომდე გაიარა.

როცა საიტზე შევედი, ადგილები უკვე აღარ იყო, ადიგენში მინდოდა დასაქმება, მაგრამ არც იქ და არც ახალციხეში სამუშაო ადგილები აღარ იყო. ქუთაისში მოვხვდი ზოგად დასუფთავებაზე. ნათესავები მყავს და ვეცდები წავიდე, სულ არაფერს, ასე ჯობია”, -  ამბობს იგი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, დაახლოებით, 1 000-მდე სტუდენტია. პროგრამაში მონაწილეობის მიღება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც შეუძლიათ. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი სამინისტროს ამ წამოწყებას დადებითად აფასებს. თუმცა ფიქრობს, რომ პროგრამის ორგანიზება სხვაგვარადაც შეიძლებოდა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა თუ სასწავლებლებს საშუალება მიეცემოდათ სტუდენტებისთვის რეკომენდაცია გაეწიათ. რადგან სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმეტესობა დაუსაქმებელი დარჩა.

სასწავლებელის ადმინისტრაციას საშუალება რომ მისცემოდა თვითონ დაეწერა რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, პირველად სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს დავასახელებდით. ეს ბავშვები სახლიდან ვერ დარეგისტრირდნენ, უნივერსიტეტში კი ქსელი გადატვირთული იყო. ამიტომ აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტები თითქმის სრულად დაუსაქმებლები დარჩენენ”, - ამბობს იგი.

ახალციხის სხვადასხვა სამუშაო დაწესებულებებში ამ პროგრამისთვის 500-მდე ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. სამუშაო ადგილები ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმაც გამოყო. ნიკოლოზ ახალკაცი ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესში უნივერსიტეტის ასი ვაკანტური ადგილი თხუთმეტ წუთში შეივსო.

რადგან ვაკანტური ადგილები აღარ დარჩა, ბევრი იქ დარეგისტრირდა რაც დარჩენილი იყო. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ზოგი ბათუმში მოხვდა, ზოგი აბაშაში და ასე შემდეგ. უმეტესობა შეიძლება სულ აღარ წავიდეს. გარდა ამისა, მსუბუქ სამუშაოზე ბიჭები მოხვდნენ და შედარებით მძიმე სამუშაოზე გოგონები დასაქმდნენ”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ შესაძლებელია მანამდე რაიმე ღონისძიების გატარება და სტუდენტების გადაჯგუფება, საცხოვრებელი  ადგილების მიხედვით.

სტუდენტთა  საზაფხულო დასაქმების პროგრამისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თამარ თოთაძე, ახალციხე

8 comments:

  1. Howdy very cool site!! Guy .. Excellent .. Amazing .
    . I'll bookmark your blog and take the feeds also? I'm satisfied to find a lot of useful
    information right here in the put up, we want develop more techniques on this regard,
    thank you for sharing. . . . . .

    my webpage may party poker bonus code

    ReplyDelete
  2. Hmm it looks like your website ate my first comment (it was extremely long) so I guess I'll just sum it up what I submitted and say, I'm thoroughly enjoying your blog.
    I too am an aspiring blog blogger but I'm still new to everything. Do you have any helpful hints for beginner blog writers? I'd
    definitely appreciate it.

    Also visit my web page ... www.Restoredinc.com

    ReplyDelete
  3. No matter if some one searches for his necessary thing, thus he/she desires to be available that in detail, so that thing is maintained over here.


    my web blog - party poker bonus codes

    ReplyDelete
  4. magnificent post, very informative. I ponder why
    the other specialists of this sector don't realize this. You must continue your writing. I'm
    confident, you've a huge readers' base already!


    My blog - august party poker bonus code

    ReplyDelete
  5. Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any widgets I could add to my blog that automatically tweet my newest twitter updates.
    I've been looking for a plug-in like this for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this. Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look forward to your new updates.

    my site ... hotelsecession.com

    ReplyDelete
  6. Hi there, I found your blog by means of Google at the same time as looking for a similar topic, your site came
    up, it seems to be good. I have bookmarked it in my google bookmarks.


    Hello there, just was aware of your blog through Google, and found that it
    is truly informative. I am gonna watch out for brussels.
    I will be grateful for those who proceed this in future.
    Many people can be benefited out of your writing.

    Cheers!

    Also visit my blog post; Online Casinos

    ReplyDelete
  7. Greate pieces. Keep posting such kind of information on your site.

    Im really impressed by it.
    Hey there, You have performed a fantastic job.
    I'll certainly digg it and in my opinion recommend to my friends. I am sure they will be benefited from this site.

    Feel free to visit my homepage best online casinos 2013 ()

    ReplyDelete
  8. My family members always say that I am killing my
    time here at net, but I know I am getting familiarity
    daily by reading thes nice content.

    my blog post top Casino online gambling

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი