გამკაცრებული სასჯელი


რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. რამდენად დიდია აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობენ კანონის გამკაცრებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში;

კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევიდა. კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა დისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის”.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 54,6 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, 43,4 პროცენტი ეთნიკური ქართველი, 1,1 პროცენტი ეთნიკური რუსი. სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კი რეგიონის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

მრავალფეროვანია რეგიონი რელიგიური უმცირესობების თვალსაზრისითაც. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დასახლებულ პუნქტებზე, ახალციხეში მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად, ფუნქციონირებს, კათოლიკური და გრიგორიანული ტაძრებიც.

მიუხედავად რელიგიურ-ეთნიკური სიჭრელისა, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამო სისხლის სამართლის საქმეები არ ჰქონია.

ორ წელზე მეტია თითქმის მთელ რეგიონს ვემსახურებით, მაგრამ ასეთი საქმე არ გვქონია, - აცხადებს იურიდიული დახმრების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე და ამატებს, რომ რადგან პარლამენტი კანონის გამკაცრების შესახებ პროექტს განიხილავს, ესე იგი, ეს აუცილებელია ლოგიკურია, პრობლემა არსებობს, თორემ სასჯელის გამკაცრებაზე არავინ ისაუბრებდა”.   

ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირი” 1998 წლიდან მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს, თუმცა, ეთნიკური ან რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებები არც აქ ახსენდებათ. მსგავსი საქმე არც რაიონულ სასამართლოს ჰქონია.  

რასობრივ, რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებზე სტატისტიკ არ ვაქვს, მაგრამ ასეთი საქმეები პრაქტიკაში არ გვქონია, - აცხადებს ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილირადგან ჩვენთან არ განხილულა ასეთი საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ არც პროკურატურაში შესულა”.

ისევე როგორც ზარიძე, ჯეირანაშვილიც ფიქრობს, რომ რადგან კანონის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში დადგა, ესე იგი, ასეთი დანაშაულების ჩადენის საფრთხე დიდია: დანაშაულის ჩამდენი სასჯელზეც ფიქრობს, თუ კანონი გამკაცრდება, ბევრმა შეიძლება უარი თქვას აღნიშნული მოტივით დანაშაულის ჩადენაზე”.

იმას, რომ რელიგიური, ეთნიკური და რასისტული მოტივით ჩადენილი დანაშაულები სამცხე-ჯავახეთში თითქმის არ არსებობს, ადვოკატი ივანე ტატალაშვილიც ადასტურებს: რასთან დაკავშირებით ამკაცრებენ კანონს ვერ ვხვდები. საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, 140 სომხური სკოლა გვაქვს გახსნილი. ქსენოფობიას ჩვენთან ვერ ვხედავ”.   

რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ადვოკატი ფიქრობს, რომ მათ კანონი აქამდეც კარგად იცავდა, მათთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იყო: ბოლო დროს კიდევ უფრო მეტი უფლება მიენიჭათ, შეუძლიათ ოფიციალურადაც დარეგისტრირდნენ. რაში გამოიხატება მათი დაუცველობა?!

ტატალაშვილის განცხადებით, კანონი საკმარისად მკაცრია სქესობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულებების შემთხვევაშიც: სისხლის სამართლის კანონში გვაქვს 137-, 138- და 139- მუხლები, რომელთა მეხუთე ნაწილებიც მუდმივ პატიმრობას ითვალისწინებს. ამაზე მკაცრი რაღა უნდა იყოს?!”

კანონპროექტის ავტორების თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას. ეს თავისთავად გულისხმობს სასჯელის გაზრდასაც.

თამუნა უჩიძე, ახალციხე


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი