![]() |
| გათბობის დასამონტაჟებლად 44 ათასი ლარი დაიხარჯა, მაგრამ თეატრში ისევ შეშის ღუმელით თბებიან. |
ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების მიუხედავად, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კვლავ შეშის ღუმელითა და ელექტრო-პლიტებით თბებიან. სირთულეები და სიახლეები, რა იგეგმება მიმდინარე წლის თეატრალური სეზონისთვის.
მიუხედავად ძლიერი ყინვებისა, გაზის გამათბობლები, არც იანვარში და არც
თებერვალში არ ჩაურთავთ. ამიტომ საგრიმიოროებში, დარბაზში, სცენასა და თეატრის დერეფნებში ისევე ცივა, როგორც გარეთ. ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი ერთ ოთახში, შეშის ღუმელთან მუშაობს. დანარჩენ კაბინეტებში კი ელექტრო-პლიტებია ჩართული, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, სითბო მაინც ნაკლებად იგრძნობა.


