როგორ შეხვდებიან 2011 წელს ახალციხეში


2011 წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება; ქალაქში წინასაახალწლო სამზადისია. წელს საახალწლო ნაძვის ხე ახალციხის ცენტრალურ პარკში დადგეს.

რამდენიმეწლიანი ტრადიცია დაირღვა და საახალწლო ნაძვის ხე წელს თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, ქალაქის განახლებულ პარკში დადგეს.

საუკეთესო ადგილია კულტურული ღონისძიებებისთვის, ქალაქის ცენტრია, პარკიც ახალია და ტერიტორიაც დიდია. ამიტომ, ხელს აღარავის უშლის”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე.
 
ქალაქის მორთვა; ნაძვის ხის დადგმა; საახალწლო კონცერტი, ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით; უმწეოთა დახმარება; საჩუქრები სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს -  ამ ღონისძიებებისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.

მეშვიდე საჯარო სკოლაში, 37 სოციალურად დაუცველ ბავშვს, საახალწლო ღონისძიებაზე, საჩუქრები გადავეცით. უმწეოთა სასადილოს  166 ბენეფიციარს, ათი ლარის ღირებულების საჩუქარი გავუკეთეთ. 770 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კი, ხუთი ლარის. ასევე, დაახლეობით 166 საჩუქარია გათვალისწინებული ახალი წლის ღამისთვის, რომელსაც თოვლის ბაბუა ბაშვებს დაურიგებს, - განმარტავს იური ზარიძე და ამატებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ცალკე თანხაა გამოყოფილი: 84 ოჯახია ლტოლვილი და თითოეულს ერთი ტომარა ფქვილი, სამი ლიტრი ზეთი, ხუთი კილო ბრინჯი, შაქარი და სხვა პროდუქტები დაურიგდებათ. ერთ ოჯახზე 80 ლარზე მეტი იხარჯება”.  

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში 1 დეკემბრიდან შევიდა, ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება ტენდერის საშუალებით ხდება. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპსკეთილმოწყობამმიიღო, რომელმაც საახალწლო სამუშაოებში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო. შესაბამისად, ნაძვის ხის დადგმა და ქალაქის მორთვა ამ უკანასკნელს დაევალა. ამისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნულ თანხაში შედის იმ ადამიანების ხელფასიც, ვინც საახალწლო სამუშაოებს ასრულებს.

ქალაქის მორთვა 6 დეკემბრიდან დავიწყეთ და 25 დეკემბერს დავასრულეთ. ჩვენ მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა, მანათობლების შეძენადამონტაჟება და საახალწლო სცენის მოწყობა გვევალება. ძირითადად ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოვრთეთ. აქცენტს პარკის განათებაზე ვაკეთებთ, სადაც საახალწლო ღონისძიება გაიმართება”, - ამბობს შპსკეთილმოწყობისდირექტორი ამირან ნოზაძე.

ცენტრალურ პარკში დადგმული ნაძვის ხე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს შეიძინა. ასევე შარშანდელია საახალწლო აქსესუარების ნაწილი, ნაწილი კი წელს შეიძინეს.

გასული წლის აქსესუარებიდან ფერადი მილები აღარ გამოდგებოდა, რადგან ერთჯერადი იყო. ამიტომ, წელს იგივე აღარ შეგვიძენია. შევიძინეთ მხოლოდ ისეთი აქსესუარები, რომლებიც მომავალ წლებშიც გამოგვადგება, ფარდები, ვარსკვლავები და სხვა”, - გვიხსნის ამირან ნოზაძე.

საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 11 საათაზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ექვსი მომღერალი მიიღებს. ლექს-სენი, ქეთი გომართელი, პაატა თედიაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი და დიტო ლაგვილავა კულტურის სამსახურმა სპეციალურად ახალი წლისთვის მოიწვია. კონცერტის წამყვანი თამუნა გომართელი იქნება. ღამის თორმეტ საათზე კი მრავალჟამიერს ახალციხის მომღერალთა გუნდი შეასრულებს.

სამი თოვლის ბაბუა გვეყოლება. იქნება ფეიერვერკი და საკმაოდ კარგი ღონისძიება გაიმართება. ახალციხელებს მოვუწოდებთ, რომ ყველა ერთად შევხვდეთ ახალ წელს”, - ამბობს იური ზარიძე. 

საახალწლო ნაძვის ხე და განათებები ქალაქში 15 იანვრამდე დარჩება.

თამარ თოთაძე, ახალციხე  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი