გილოცავთ დამდეგ 2011 წელს და ქრისტესშობას! გისურვებთ ბედნიერებასა და სიყვარულს. დაე, ამ ახალ წელიწადში ყველა ოცნება აგისრულდეთ, კეთილნი და ერთმანეთისადმი მომთმენები იყოთ. სიკეთე ყველა ადამიანშია, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით ეცადეთ, ასეთი იყოთ, რადგან სიკეთე, როგორც ბუმერანგი, უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ყველა წყენა და შიში ძველ წელს დაუტოვეთ. დაე, ახალ წელს წარმატება გდევდეთ თან და ნებისმიერ პრობლემასა და სირთულეს იოლად გაუმკლავდეთ!
გისურვებთ ღიმილის ოკეანესა და ბედნიერების ზღვას და კიდევ მინდა, რომ არ იყოს ომი, რათა მომავალ წელსაც ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველებად დარჩეთ. ჩვენ კი სიტყვას გაძლევთ, რომ ბევრს ვიმუშავებთ, რათა ჩვენი გაზეთი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
შუშან შირინიანი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი