ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაშისამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიც ჩაერთვნენ.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიან პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International-ის (პროექტი ჰარმონია) ერთობლივ ინიციატივას.
 პროგრამა სამწლიანია და საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლას მოიცავს. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ძალიან წაადგება სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას ჩვენს სკოლებში”, - ამბობს პროგრამის დირექტორი მარინა უშველიძე

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი აქტივობები, როგორიცაა სამოქალაქო განათლების დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა,    სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადება, მცირე გრანტები მოსწავლეთათვის, სტაჟირება ადგილობრივ თვითმმართველობებში, მედია-საშუალებებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წახალისება, საუკეთესო პედაგოგების ყოველწლიური გამოვლენა და დაჯილდოება, ბიბლიოთეკების დაარსება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, სოციალურ ქსელებში ტრეინინგები როგორც პედაგოგებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის, საზაფხულო ბანაკებისა და სამოქალაქო კლუბების შექმნა სკოლებში.

ერთ-ერთი რეგიონი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთია. რეგიონიდან 41 საჯარო სკოლა შეირჩა. მათ შორისაა ახალციხის პირველი საჯარო სკოლაც.

განსაკუთრებით მომეწონა მოსწავლეთათვის მცირე გრანტების პროგრამა. ჩვენს სკოლას ადრეც უმუშავია ამ მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად დასრულდა, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი. 

პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი იქნება.

თავდაპირველად, მივალთ სკოლებში, გავაცნობთ ამ პროექტს, მოხდება ინტერესებისა და შესაძლებლობების კვლევა და შემდგომში დაიწყება კონკრეტული ღონისძიებები”, - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი