ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა პროექტის - “ჩემი არჩევანი ჩემი მომავალია” - განხორციელება დაიწყო.
ოთხთვიანი პროექტი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.
“შევეცდებით კიდევ ერთხელ დავაფიქროთ ადამიანები იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ. არჩევნები ეს არ არის ერთი წუთის გადაწყვეტილება, ეს შენი მომავალის გადაწყვეტაა”, - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე.
პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში.
მარინე სუდაძის თქმით, ტრენინგების ნაწილი თემაზე - “არჩევნების როლი საზოგადოების განვითარებაში” უკვე ჩატარდა რეგიონის არაერთ სოფელში: “სამივე უმუნიციპალიტეტში კვლევები ჩატარდა. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიქმნა ტრენინგების მოდულები”.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციების ბაზაზე საარჩევნო მოხელეთა რესურსცენტრები ჩამოყალიბდება: “აქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მივიდეს და მიიღოს კონსულტაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ანუ მოვამზადებთ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში სხვადასხვა ფორმით უფრო აქტიურად ჩაერთვებიან”.
პროექტის ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტის ფოკუსჯგუფში ოთხი ტრენინგი ჩატარდება. 920 ადამიანი გაივლის ტრენინგების კურსს და მათ
შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. შეიქმნება გარკვეული ბაზა, ტრენინგ გავლილი ადამიანების მონაცემები მიეწოდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს.
“ჩვენი მიზანია დემოკრატიული არჩვენები ჩავატაროთ. მაგრამ სამართლიანი არჩვენები არ ჩატარდება, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება მზად. საზოგადოებას კი ამისათვის სათანადო ცოდნა სჭირდება”, - აცხადებს სუდაძე.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი