ბავშვთა სახლი გაუქმების ზღვარზე


სოფელ ტაშისკარში არსებული ბავშვთა სახლი, რომელიც ექვს ათეულ წელს ითვლის, შესაძლოა გაუქმდეს.

ამორტიზებული საცხოვრებელი, სასწავლო და სასადილო კორპუსები; ჩამსხვრეული მინები; მოუწესრიგებელი სველი წერტილები; დამტვრეული მერხები; გასარემონტებელი საკლასო ოთახები. ეს იმ გარემოს აღწერაა, სადაც 19 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი ცხოვრობს. თუმცა, შესაძლოა, მალე მათ ეს გარემოც აღარ ჰქონდეთ. არ არის გამორიცხული, ის ბავშვთა სახლები, რომლებიც გარკვეულ სტანდარეტებს ვერ აკმაყოფილებენ, საერთოდ გაუქმდეს.

სახელმწიფო მცირე ზომის, საოჯახო ბავშვთა სახლებზე აკეთებს აქცენტს, სადაც ოჯახურ პირობებში 7-8 ბავშვი იცხოვრებს და იქნებიან ცოლ ქმარი რომლებიც მათ ყურადღებას მიაქცევენ”, - ამბობს დირექტორი და აქვე ამატებს, “სახელმწიფო ზრუნვის საგენტოსთან გასაგზავნ, 2011 წლის მოთხოვნაში, ჩავწერთ, რომ ჩაუტარდეს ბავშვთა სახლს რემონტი, თუმცა რა პასუხი მომივა არ ვიცი.

დირექტორს იმედი აქვს, რომ ბავშვთა სახლი არსებობას გააგრძელებს და მოხუცთა თავშესაფრად არ გადაკეთდება.

აქ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები ცხოვრობენ. იმ ოჯახების,   რომელთაც ბავშვების რჩენის საშუალება არ აქვთ”, - გვიხსნის იგი.

სოფელ ტაშისკარში, ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის სასწავლო, საძინებელი და სასადილო კორპუსები 1950 წელს აშენდა. ბავშვთა სახლი 400 მზრუნველობამოკლებულ ბავშვზე იყო გათვლილი. ამჟამად დაწესებულებაში 19 აღსაზრდელია. თუმცა, 2010 წლის 1 იანვრამდე, ვიდრე ბავშვების რეინტეგრაცია და გაშვილება მოხდებოდა, ტაშისკარის ბავშვთა სახლში 52 აღსაზრდელი ცხოვრობდა.  

ტაშისკარის ბავშვთა სახლის ფილიალის დაფინანსება ცენტრალიზებულია და მზრუნველობამოკლებული ბავშვების კვებისა და ჩაცმის ხარჯებს სახელმწიფო ზრუნვის საგენტო უზრუნველყოფს.
  
წლების განმავლობაში ბავშვებს ტელევიზორი არ ჰქონდათ, საგენტო შემპირდა, რომ სატელიტურ ანტენებს შეგვიძენს,”- ამბობს ბავშვთა სახლის დირექტორი და დასძენს, რომ კვების მხრივ ბავშვთა სახლს პრობლემები არ აქვს.

ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა ქვიშხეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ადრე ბავშვთა სახლი დახურული ზონა იყო და მზრუნველობამოკლებული ბავშვები აქვე დადიოდნენ სკოლაში. ამჟამად ბავშვთა სახლში მხოლოდ წრეებია, დაინტერესებულ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კომპიუტერი, მუსიკა, სტილისტობა. ლიტვის საელჩოს დაფინანსებით შევიძინეთ მინანქრის გამოსაწვავი ღუმელი და ბავშვები მუშაობენ თექაზე და მინანქარზე”, - ამბობს დირექტორი.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი 

8 comments:

  1. Hi there! Do you know if they make any plugins to help with Search Engine Optimization?
    I'm trying to get my blog to rank for some targeted keywords but I'm
    not seeing very good results. If you know of any please
    share. Kudos!

    Feel free to visit my webpage :: brand new playtech casinos

    ReplyDelete
  2. Wow! Finally I got a weblog from where I can truly obtain
    helpful facts concerning my study and knowledge.

    Feel free to visit my webpage; party poker bonus code

    ReplyDelete
  3. Thank you for the auspicious writeup. It in fact was a amusement account it.
    Look advanced to far added agreeable from you! By the way,
    how can we communicate?

    Take a look at my blog party Poker bonus code uk

    ReplyDelete
  4. I think this is one of the most vital info for me.
    And i am glad reading your article. But want
    to remark on few general things, The website style is wonderful, the articles is
    really excellent : D. Good job, cheers

    Here is my site: party poker bonus code free 50

    ReplyDelete
  5. A motivating discussion is definitely worth comment. I do believe that
    you need to publish more on this subject, it might not be a taboo
    matter but usually people do not speak about such issues. To the next!
    Kind regards!!

    Visit my homepage - party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  6. ძალიან საინტერესოა ასევე აქ [url=http://sesxebi.com/]sesxebi[/IMG] არის კარგი სესხების არჩევანი

    ReplyDelete
    Replies
    1. შემეშალა.. აი აქ არის sesxebi

      Delete
  7. ნუთუ შესაძლებელია იყიდო ყველაფერი და ერთბაშად, იკითხავთ თქვენ. მე კი გიპასუხებთ - კი, შესაძლებელია. უბრალოდ გააფორმეთ ონლაინ კრედიტი sesxi 18 wlidan-ზე, და ისიამოვნეთ შენაძენით!

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი