სამედიცინო მომსახურება ძვირდება


ფასების მატება სამედიცინო სფეროსაც შეეხო. პირველი იანვრიდან ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში მომსახურების ტარიფები გაიზრდება

თუ აქამდე საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი 15 ლარი ღირდა, 2011 წლიდან გასასინჯად მისულ პაციენტებს სალაროში 20 ლარის გადახდა მოუწევთ. 15 ლარით გაიზრდება არასამუშაო საათებში ექიმის გამოძახება – 20 ლარის ნაცვლად, უქმე დღეებში, ან ღამის საათებში, 35 ლარს გადაგახდევინებენ. ცვლილება არ შეეხება მათ, ვინც სადაზღვევო პოლისით სარგებლობს.

ტარიფის სრულ ღირებულებას სადაზღვევო კომპანია დაფარავს. იმ შემთხვევაში თუ კომპანია მხოლოდ 80 პროცენტს ანაზღაურებს, დანარჩენს კი პაციენტი იხდის, მაშინ მათთვის გასინჯვა ერთი ლარით მოიმატებს, - გვიხსნის ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე და ამატებს, რომ რაც შეეხება უქმე დღეებში გამოძახებებზე ტარიფის მატებას, ეს ექიმების პირდაპირი მოთხოვნა იყოდასრულდა ის დრო, ექიმს ჯიბე ფულისჩასატენადრომ ჰქონდა. 15 და 20 ლარის გულისთვის პრობლემებს არავინ შეიქმნის. ურჩევნიათ, ეს თანხა პაციენტებმა სალაროში გადაიხადონ და თვის ბოლოს ხელფასი აიღონ”.  

ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-კარდიოლოგის თამაზ მათოშვილის თქმით, როცა ექიმს ღამეს ათევინებენ და ეს მას ჯანმრთელობის შელახვის ფასად უჯდება, შედარებით მეტ გასამრჯელოს უნდა უხდიდნენ, ვიდრე ათი ლარია: “ტარიფის გაზრდის შემთხვევაში ექიმს 35 ლარიდან 20 ლარი დარჩება. გარდა ამისა, ცხოვრება ექიმების ოჯახებისთვისაც გაძვირდა, ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ხშირად ღამით საავადმყოფოში ამოსვლა საკუთარი მანქანებითაც გვიხდება”.

ექიმთან ვიზიტის ღირებულება საავადმყოფოში ოთხი წელია უცვლელია.

ოთხი წლის წინ 15 ლარს სხვა შესყიდვის უნარიანობა ჰქონდა, დღეს კი სხვა მსყიდველობითი უნარი გააჩნიაეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ მიდის, - აცხადებს მაისურაძე.

უფრო ზუსტად, იგი ტარიფების გაზრდის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ასე ხსნის: “ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, გაძვირდა წყლის ტარიფიც, ხუთი ლარის მესამედი წყლის ხარჯის დასაფარად გვაქვს გათვლილი და ორ-მესამედს ექიმების ხელფასზე დანამატისთვის ვითვალისწინებთ.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ტარიფების მატება მოსახლეობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.

ის ვისაც პოლისი არ აქვს, ბუნებრივია, საკუთარი ჯიბიდან იხდის, მაგრამ, როცა რაღაცა გვინდა, გვჩუქნის ვინმე?! უფასო მედიცინის ეპოქა დასრულდა”, - ამბობს ინფექციონისტი ქეთევან ჯინჭველაძე.

თამაზ მათოშვილი კი მიიჩნევს, რომ იმას, ვინც 15 ლარს იხდის, არც 20 ლარის გადახდა უნდა გაუჭირდეს.  

ერთი კვირაა გული მაწუხებს და ძლივს მოვაგროვე 15 ლარი, რომ აქამდე მოვსულიყავი, 20 ლარი რომ ყოფილიყო კიდევ ერთი კვირა ვერ მოვიდოდი. ამასობაში კი კაცი ან მოკვდება, ან დარჩება, - ამბობს სოფელ ღრელში მცხოვრები 70 წლის ოლღა ნებაძე, რომელიც პოლისით არ სარგებლობს და მის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსია, 90 ლარია.

სოფელ კლდეში მცხვორებ თენგიზ წიქარიშვილს სამედიცინო ხარჯებს სადაზღვეო კომპანია უფარავს. თუმცა, ტარიფების მოსალოდნელ მატებას მათზე მტკივნეულად განიცდის, ვისაც თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევს: “ყველაფერი ძვირდება, მაგრამ პენსიებსა და ხელფასებს არავინ გვიმატებს. მაღაზიაში ყველაფერს ცეცხლი უკიდია, აფთიაქში წამლებს, რომელ ერთს უნდა გაწვდე?!”

მაისურაძის თქმით, მომავალი ერთი წლის განამვლობაში ტარიფები აღარ გადაიხედება: მატება არა მაგრამ თუ საავადმყოფოს პაციენტების რაოდენობა მოაკლდა, შესაძლოა ფასები კვლავ ამჟამინდელ ოდენობამდე დავიდეს”.  

რამდენადგაძვირდება ცხოვრებადა ვითარებიდან გამომდინარე, ფასები რაზე აიწევს, ან დაიწევს, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფასებისა მატებასთან ერთად, ჩვენი ხელფასებისა და პენსიების ოდენობაც მოიმატებს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე




No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი