Showing posts with label საახალწლო ნომრის კურიოზები. Show all posts
Showing posts with label საახალწლო ნომრის კურიოზები. Show all posts

მე და ბანკი

ბანკებთან ყოველდღიური შეხება მაქვს. სანამ ბანკში წავალ საკუთარ თავთან  ერთგვარი რიტუალის ჩატარება მიწევს  - არ იკამათო! მოთმინება იქონიე! თუმცა . . .  

ბანკის შენობები გაარემონტეს. ერთი, სახალხო ბანკს არ შეეხო ,,ევრო-რემონტობია”. ისევ ძველი შენობა, ყვავილები გადახუნებული ქოთნებით, უფრო სწორად, ალაგ-ალაგ ამოტეხილი ემალის ქვაბებით. მე მაინც მირჩევნია ურთიერთობა ამ ბანკთან მქონდეს. აქ ყველა ოპერაციას სწრაფად ასრულებენ და შესაბამისად მუხლები აღარ მიკანკალებს ფეხზე დგომით. აქ არ მეუბნებიან პროგრამაა გათიშული და მალე ჩაირთვება. ან მოლარე შესვენებაზეა და მალე მოვა და ჩემს საყვედურს არ მოყვება მეორე მოლარის დამცველი პასუხი: პატარა ბავშვი ყავს და ძუძუ უნდა აჭამოს. არადა, მგონი მეძუძურ დედებს დეკრეტულ შვებულებას აძლევენ, ანდა, თუ არ აძლევენ, თქვი ბატონო, ამოიღე ხმა, რადგან შენი უფლების შელახვის გამო აგერ მეც უფლებაშელახული ვდგავარ. გაგონილა სამი საათი ბანკში იდგე, დამლაგებელი, ფეხებზე სველ ტილოს გაფერთხებდეს და მიუხედავდ იმისა, რომ დაახლოებით 16 კვადრატულ მეტრ ოთახში სულ მცირე 30 კაცი ვდგავართ, განიავებაზე არავინ ფიქრობდეს.

 დიახ, ვდგავართ, რადგან თუ ჩამოჯდები, რიგს დაკარგავ. ხოდა, ვდგავართ სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს მიყრდნობილები, თავმიდებულები და ველოდებით ან მოლარის მოსვლას, ან პროგრამის ჩართვას, ან დილეტანტი მოლარის დახელოვნებას, სწრაფად აკრიფოს კლავიატურაზე ციფრები. ისე ამ ლოდინს ერთი კარგი რამ მაინც მოაქვს, ხალხს ეცნობი. ასე გავიცანი მთელი ქალაქი, ქუჩაში უკვე მოკითხვებით ვხვდებით, ერთმა მათგანმა შვილის ნათლიობაც კი შემომთავაზა.

 ვიტან იმასაც, როცა ერთ-ერთ ბანკში განვადებით ნივთის გამოტანისას განაცხადის შევსებისას გრაფაში რეგიონი ბანკის თანამშრომელი მიწერს ადიგენს და მეკითხება, ხევაშენის რომელ ქუჩაზე ვცხოვრობ, თან ჯიუტად.

 ვიტან იმასაც, როცა უშველებელი რიგების შემდეგ ძლივს ვაღწევ მოლარემდე და როცა თანხის გადახდის დოკუმენტს უნდა მოვაწერო ხელი, მოლარე  ცარიელ ფურცელს მაწვდის.

 - ეს რა არის? - ვკითხულობ გაოცებით.

- კატრიჯი გამოგველია, - იმორცხვებს მოლარე.

ვაწერ ხელს ცარიელ ფურცელზე და ვფიქრობ: ხელახლა რომ მომთხოვონ გადასახადი? ვის შეედავები? არ მეტყვიან, რა ცარიელ ფურცელზე აწერდი ხელსო? კიდევ კარგი ასე არ მოხდა.

 სალაროების რაოდენობის მიხედვით ვხვდები, რომ ახალციხის ერთ-ერთ ბანკში, სამი მოლარე უნდა იჯდეს. თუმცა სამივე მოლარე ერთად არასოდეს მინახავს.

 ვერ ვხვდები რატომ არის დამკვიდრებული ახალციხის ბანკებში რომ კლიენტს არ უნდა გაუღიმო. არც ის ვიცი რატომ უნდა დააკრა რკინის სალაროს ნიკაპი მოლარეს რომ გააგონო შენი ხმა. ან კიდევ, ბანკში შესვლისას რატომ უნდა უღიმო კარებთან მდგომ ან მჯდომ დაცვის თანამშრომელს. ერთხელ, სამუშაო საატებში ჩემი მეგობარი არ შეუშვა, ახლა ვხვდები, ალბათ გაბრაზებული სახით მიდიოდა.

 ვერც იმას ვხვდები რატომ არ მუშაობს ბანკომატი დასვენების დღეებში ან რატომ ილევა ფული ხშირად.

 ეს ის საერთო სურათია ბანკებთან ურთიერთობისას, რაც ახლა გამახსენდა, თორემ ჩემთვის საყვარელი ბანკის თანამშრომლებიც მყავს. რომელთა დანახვა ნამდვილად მიხარია, ეს გარანტია იმისა რომ ფეხზე მდგომს არ ჩამომეძინება და სამსახურში არ დამაგვიანდება.ამჯერად უპირატესობა მე მაქვს, დავწერო რამე ბანკის თანამშრომლებზე. ისე, მათაც რომ იგივე შეეძლოთ, ნამდვილად ვიცი, პირველი ფრაზა ასეთი იქნებოდა: ოოოო! ეს აუტანელი ჟურნალისტი...

გულო კოხოძე.

სტატიებს მიღმა დარჩენილი ფიქრები

ყველა იმ სტატიის უკან, რასაც მკითხველი ყოველკვირეულად გაზეთში კითხულობს, არის ამ ფაქტების ავტორისეული შეფასება, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტის დღიურში რჩება... საახალწლო განწყობის შესაქმნელად, რამდენიმე ჩანაწერმა გაზეთში გადმოინაცვლა.

 ფრანგული ყველი გადაგვარჩენს?!

 ამონარიდი ნათია ნებიერიძის დღიურიდან

 დღეს ასპინძაში, სოფელ რუსთავში ვიყავი. რძის მიმღები პუნქტი გაიხსნა, მამაპაპური ყველი აღარ გვეყიდებაო და რუსთაველებმა ფრანგული ყველის ადგილზე წარმოება გადაწყვიტეს. ნიუსისთვის არა მაგრამ იმ ყველის სანახავად კი ღირდა იქ ასვლა.

 ავედი და ვნახე კიდეც აყროლებული, ობიანი ყველი, რომლის საბაზრო ღირებულება 35 ლარიდან იწყება. მეტის ღირსი კია ზოგი, “ელიტარომ ჰგონია თავი, მარტო იმიტომ იყიდის და აიყროლებს პირს, რომ მოდას არ ჩამორჩეს! ის ერთი მაინც, ობისგან რომ იყო გაშავებული, რა საშინელება იყო! ჩეჩილის, გუდის ყველისა და სულგუნისოსტატიქართველი კაცი საფრანგეთში რომ წავა იმისთვის, რომ ობიანი ყველის წარმოება ისწავლოს, ყველაფრის ღირსი კია მარა, ესაა ბიზნესი და ეკონომიკა!

 მოვიდნენ მერე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კი არ მოვიდნენ, მოსრიალდნენ ჯიპებით, კმაყოფილი სახეებით, ორი სიტყვის სათქმელად თბილისიდან ჩამოსვლა რომ არ დაეზარათ. მიადგნენ ამ ფრანგულ ყველს! ამაში ხედავენ ისინი თურმე საქართველოს ეკონომიკის აღმავლობას! ვაი ჩვენს პატრონს.

 ეზოს შესასვლელთან ორი ფერმერი დგას. დაპატიჟეს თუ ძალით მოიყვანეს  ნეტა? - ვფიქრობ ჩემთვის. უცდიათ საგარეო ტანსაცმლის ჩაცმა, წვერის გაპარსვა კი ვერ მოუსწრიათ. შრომით გაშავებულ ხელებს ჯიბეში მალავენ. ისინილანჩზეარავინ მიიპატიჟა. ერთი მაინც ისეთი თვალებით იყურებოდა, გული მომიკვდა. საცოდავი იყო, ძალიან საცოდავი, ჯიპებისა და ჰალსტუხიანი უცხოელების ფონზე!

 ახლა თარჯიმან გოგოს მივაშტერდი, რომ გეთქვა დაჯექიო, ვერ დაჯდებოდა ისეთი ვიწრო შარვალი ეცვა. ვუყურებ და ვფიქრობ: სად იყიდა, სად ნახა, სად შეიკერა ნეტა?! გადახუნებულია თუ ძველი ვერაფრით გავარჩიე. მერე გულოს ნათქვამი გამახსენდა, “ეგენი რეგიონებში რომ გადიან, ჩაცმას ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ რომ იქ მეტი დონე არ არისო”, - რაღაც ამგვარი თქვა ერთხელ, გამასენდა და უფრო მეტად გავმწარდი.

 ღობის იქით გორაკზე 2-3 წლის ბავშვები შევნიშნე, ისხდნენ სველ მიწაზე და გვიყურებდნენ. ალბათ გაიგეს, რომ ამერიკელები იყვნენ სტუმრად”. ერთმა გორაკი ჩამოირბინა, ეზოს შემოსასვლელს მოუახლოვდა, გაშლილ სუფრას წამიერად მოავლო თვალი და თანატოლებს დაუბრუნდა. შია ალბათ,  დამარტყა თავში”. - ნამცხვარია”, - მომესმა პატარა ბიჭის ხმა და ჩამეწვა, ისე ჩამეწვა რომ... 

 რომ მოვდიოდი მაიკლა იყო თუ ბრაიანა ხელი ჩამომართვა, “მადლობა, კარგადო დაგვემშვიდობა. წავა და მოხსენებას დაწერს ალბათ დღევანდელ დღეზე სამუშაოს წარმატებით შესრულების გამო, იქნებ პრემიასაც გამოკრას ხელი. ვფიქრობ, სიბრაზისა თუ სიცივისაგან ერთიანად გალურჯებული მანქანაში ვჯდები და ახალციხეში  ვბრუნდები.

 პატრიოტირესპონდენტი

 გულო კოხოძის დღიურიდან

 სტატიის მოსამზადებლად ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ვიყავი. გვიყვარს ჩვენი ქვეყანაო, გვინდა აქ დაბრუნებაო. ისე ლაპარაკობდა ყველაფერი ამეწვა და შემრცხვა, - დედაა აბა მე ვარ ქართველი?! ამას როგორ ყვარებია საქართველო-თქო!

 ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვისო! - აბობოქრდა ჩემი პატრიოტი რესპონდენტი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ მითხრა ქართულად, საუბარი რუსულად მიდიოდა.

 ვუსმინე, ვუსმინე და წეღანდელმა სირცხვილმაც გადამიარა. დალოცვილო, ასე თუ ღაფავ სულს საქართველოზე და 2003 წლიდან აქ აფუძნებ ამ ორგანიზაციებს, ორი ღერი ქართული მაინც გესწავლა-თქო, კინაღამ მივახალე. მერე უფრო გადავირიე (კი არ გამომიმჟღავნებია, ჩემშივე მოკვდა. ეროვნებასახლში მქონდა დატოვებული”) ჩემი ქართული გვარი არ ვიციო, რომ მითხრა. არადა მანამდე ამბობდა, ჩემს დიდ პაპას საქართველო სულ ესიზმრებოდაო და ლაპარაკში იმ დალოცვლმა თავის ქართული გვარი რავა არ თქვა ნეტა?