გამარტივებული მომსახურება


საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს ნოტარიუსის მომსახურებით კომპიუტერული პროგრამა skype-ის მეშვეობით სარგებლობენ.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც პრაქტიკაში საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მინდობილობებისა და თანხმობების სკაიპით დამოწმება დანერგა. სკაიპით დამოწმებული თანხმობები 2010 წლის იანვრიდან მიიღება, ხოლო მინდობილობები უკვე სამი თვეა.

ახალქალაქის ორივე ნოტარიულ ბიუროში ინტერნეტის მეშვეობით ნოტარიული მომსახურებით ბევრი სარგებლობს.

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, ძალიან ბევრი ნოტარიული მომსახურების გაწევა უკვე სკაიპით ხდება. ძირითადად, ესაა ბავშვის გაყვანაზე თანხმობა, პასპორტის აღება, მინდობილობა საქმეთწარმოებისთვის და სხვა. თუ უბრალო მინდობილობის გაკეთება, მხარეთა ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, 12-14 ლარი ღირს, ინტერნეტით ამ დოკუმენტის დამოწმება 50-65 ლარი ჯდება.
ნინო ხოფერია მიიჩნევს, რომ ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებს ზედმეტ დანახარჯებსა და დროის კარგვას აარიდებსამ სიტუაციაში თითქოსდა პიონერები ვართ. ეს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებითი შესაძლებლობებია. ადრე ისინი იძულებული იყვნენ იმ ქვეყნის ნოტარიუსისთვის მიემართათ, სადაც ცხოვრობდნენ და მთელი პროცესის ლეგალიზება მოეხდინათ, ან საკონსულოში მისულიყვნენ”.

ინტერნეტით დოკუმენტის დამოწმება ხდება ნოტარიუსის, ნდობით აღჭურვილი პირისა და მოწმის სკაიპით ერთდროული საუბრის დროს.

ნოტარიულ მომსახურებაში შეტანილმა სიახლემ მოსახლეობა ძალიან გაახარა, რადგან ხშირია დოკუმენტებთან დაკავშირებული გაუგებრობები. როდესაც სხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოგზავნილი მინდობილობები ან საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება, ან შეცდომითაა გაკეთებული. ერთი უბრალო მინდობილობა ავტომანქანით სარგებლობის შესახებ შესაძლო იყო რამდენჯერმე დაწერილიყო და გაგზავნილიყო ერთი ქვეყნიდან მეორეში.

საქართველოს მოქალაქე ჰაიკანუშ ფუთულიანი ორი წელიწადია საფრანგეთში ცხოვრობს, მას სამსახურის დაწყება უნდა. სკაიპით მინდობილობის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ კი სულ ახლახანს შეიტყო.

დღემდე საქართველოდან დოკუმენტის მიღება ძალიან მიჭირდა, მე კი ბევრი დოკუმენტი მჭირდება, რათა აქ რაიმე სამსახურში მოვეწყო. ახლა კი სკაიპით მინდობილობა გავაკეთე და ნათესავებს საქართველოში ჩემი საქმეების მოგვარება გაუიოლდათ”, - ამბობს იგი.

სკაიპის მეშვეობით ასევე შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრში დარეკვა და პასპორტის გაცემაზე თანხმობის მიცემა. ამას თავად მოქალაქე წყვეტს, მას შეუძლია მთელი ოპერაცია ნოტარიუსის მეშვეობით გააკეთოს ან პირდაპირ სამოქალაქო რეესტრში დარეკოს.

ნოტარიული მომსახურების ამ პრაქტიკით სხვა ქვეყნებშიც დაინტერესდნენ.

7 დეკემბერს ბათუმში ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას ოთხი ქვეყნისუკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრს, სამოქალაქო რეესტრსა და აღმასრულებელ ბიუროს, რათა ამ დაწესებულებათა მუშაობა ენახათ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ.

სამომავლოდ თავიანთ ქვეყნებში დანერგვის მიზნით, კონფერეციის მონაწილეები ახალი სისტემის პლუსებსა და მინუსებს აფასებდნენ. ნინო ხოფერიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ახალ სისტემას ეს სახელმწიფოებიც გამოიყენებენ. უარყოფითი მხარეების შესახებ კი ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ამბობს: მინუსებს დრო გვაჩვენებს, ჯერჯერობით კი, მინუსები არ არის”.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

8 comments:

  1. Great weblog here! Additionally your site rather a lot up very
    fast! What host are you using? Can I am getting your associate hyperlink
    to your host? I want my website loaded up as quickly as yours lol

    My blog :: august party poker bonus code

    ReplyDelete
  2. You can definitely see your expertise within
    the work you write. The arena hopes for more passionate writers such as you who aren't afraid to say how they believe. All the time go after your heart.

    Review my weblog :: party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  3. Hi there every one, here every one is sharing these kinds of familiarity,
    thus it's good to read this web site, and I used to pay a quick visit this blog every day.

    Also visit my web blog :: party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  4. I'm more than happy to discover this website. I want to to thank you for ones time just for this fantastic read!! I definitely enjoyed every bit of it and i also have you bookmarked to see new information on your web site.

    My blog post - party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  5. Awesome! Its really awesome post, I have got much clear idea
    regarding from this paragraph.

    Also visit my page - party poker bonus code reload

    ReplyDelete
  6. Good post. I definitely appreciate this website. Continue the good work!


    My web-site; august party poker bonus code

    ReplyDelete
  7. Its really awesome post, I have got much clear idea
    regarding from this paragraph.

    ReplyDelete
  8. Hi, yup this paragraph is really nice and I have learned lot of things from it concerning
    blogging. thanks.

    Here is my web site ... online casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი