ძვირი “საარსებო მინიმუმი”


მას შემდეგ, რაც ფასებმა თითქმის ყველა პროდუქტზე მოიმატა, სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა შემცირდა. მოსახლეობასსაარსებო მინიმუმიდანმინიმუმის შეძენაც უჭირს.

საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად, სურსათის ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, იცვლება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთი ზრდასრული ადამიანისთვის საარსებო მინიმუმად 145-ლარიანი სამომხმარებლო კალათაა გათვალისწინებული. ორსულიანი ოჯახისთვის - 206 ლარი, სამსულიანისთვის - 232, ოთხსულიანისთვის - 257, ხუთსულიანისთვის - 290, ექვსსულიანი და მეტისთვის - 342 ლარი.
 
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი (ლარი)

2010 წელი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი (ლარი)
128.0
125.8
125.5
127.4
128.9
128.6
128.4
134.0
140.9
145.5
...
...

სამომხმარებლო კალათაში, 267 დასახელების საქონელი და მომსახურება შედის. ასევე, საკვები პროდუქტებიც, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. მათ შორის: პური, ზეთი, შაქარი, რძის ნაწარმი, ხორცეული, ხილ-ბოსტნეული და ასე შემდეგ.  

ექიმ-თერაპევტის თეა ფერიაშვილის თქმით, დღის განმავლობაში ადამიანმა დაახლოებით 2100 კალორია უნდა მიიღოს. საშუალოდ იმდენი, რამდენ ენერგიასაც ხარჯავს.

არასრულფასოვანი კვება სხვადსხვა გართულებების გამომწვევია. კუჭზე განსაკუთრებით არ მოქმედებს. პირველ რიგში, A ვიტამინოზს იწვევს. ასევე, ნივთიერებათა ცვლას, მხედველობის ან ნერვული სისტემის დაქვეითებას”, - ამბობს თეა ფერიაშვილი და ამატებს, რომ ნომალური კვების დროს ადამაინმა კვირაში ორჯერ ხორცი და ერთხელ თევზი აუცილებლად უნდა მიიღოს:ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ხოლო თევზი დიდი რაოდენობით ფოსფორს, რაც ძვალსახსროვანი სისტემისთვის მნიშვნელოვანია. ამასთანავე აუცილებელია, ბოსტნეული და ხილიც”.

მარიამ კირაკოსიანის 17-წევრიანი ოჯახის საჭმელი მხოლოდ კარტოფილია. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედებაა. კარტოფილი იმდენი მოჰყავთ, რომ საჭმელად ეყოთ.

დილით, შუადღეს და საღამოს კარტოფილს ვჭამთ. გაზაფხულზე ოთხასი ძირი კომბოსტო დავრგეთ, მაგრამ იქიდან ერთი კილოც ვერ ავიღეთ. წვიმები არ იყო, ვერ მოვრწყეთ და ყველაფერი ჩახმა. კომბოსტო მაინც გვქონოდა, კარტოფილს შევუნაცვლებდით”, - ამბობს მარიამ კირაკოსიანი, რომელიც ახალციხის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკალს ყიდის: ორიფლეიმის საქონელი გამოვიწერე, სოფელში კაკალზე ვცვლი. მერე იმ კაკალს ვყიდი. ერთი ან ორი ლარი მრჩება და სახლში პური მიმაქვს”.

55 წლის მარიამ კირაკოსიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ორალში, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი ბიჭი დაოჯახებულია და მეუღლე და ორ-ორი შვილი ჰყავთ. მათთანვე ცხოვრობს ქალიშვილი, ოთხი შვილთან ერთად, რომელსაც მეუღლე რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. ბავშვები ყოველთვიურად დახმარების სახით 55 ლარს იღებენ, თუმცა, ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს თანხა ბავშვებს სასკოლოდ მოსამზადებლადაც არ ჰყოფნით.

საახალწლოდ რომ მოვემზადოთ, 17 სულისთვის, 1000 ლარი მაინც გვინდა. სახლში არაფერი მაქვს, ვერაფერს გავაკეთებ და ისე გავატარებ ახალ წელს, როგორც ყოველ დღეს ვატარებთ. ერთი ტომარა ფქვილი არ მაქვს, ან ბრინჯი, ან მაკარონი; ვერაფერს ვყიდულობთ. მარტო კარტოფილი უკვე მოგვბეზრდა”, - ამბობს მარიამ კირაკოსიანი.

ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს გუბელაძეების შვიდსულიან ოჯახშიც. მათი ძირითადი საქმიანობაც მიწათმოქმედებაა.  

მარტო ამით ვარსებობთ. სახლში უმაღლესდამთავრებული ბიჭი მყავს, მაგრამ არ მუშაობს. 55 წლის ვარ და ჯერ საპენსიო ასაკიც არ მაქვს”, - ამბობს ადიგენის მინიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის მკვიდრი მანანა გუბელაძე. 

პენსია 80 ლარიდან იწყება და სტაჟისა და დამსახურეობის მიხედვით 10 ლარი ემატება. შესაბამისად საარსებო მინიმუმამდე 55-65 ლარი მაინც აკლია.

“75 წლის მარტოხელა პენსიონერი ვარ. 90 ლარს პენსიას და 30 ლარს დახმარებას ვიღებ. მართალია თავის დროზე მოდის, მაგრამ ამ თანხით თვიდან-თვემდე თავის გატანა ძნელია. მხოლოდ საჭმელი ხომ არ არის, წამლებიც მჭირდება”, - ამბობს თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები თამარ არუთუნიანი.

გასულ წელთან შედარებით, ახალციხის აგრარულ ბაზარზე ფასები ყველა პროდუქტზეა მომატებული. გამყიდველები ამბობენ, რომ წელს მოსავალიც ნაკლები იყო.

ქობულეთელი კაცი ვარ, მანდარინს და ფორთოხალს ვყიდი. ყველაფერი გაძვირდა. მაგრამ მე ფასებს ვერ მოვუმატებ, ერთი და ორი ლარი, რომ გავხადო აღარავინ იყიდის. პროდუქტი ძვირია, მაგრამ გლეხის შრომა იაფი ღირს”, - ამბობს იაშა კახაძე.  

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი