Showing posts with label სამართალი. Show all posts
Showing posts with label სამართალი. Show all posts

გამკაცრებული სასჯელი


რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. რამდენად დიდია აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობენ კანონის გამკაცრებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში;

კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევიდა. კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა დისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის”.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 54,6 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, 43,4 პროცენტი ეთნიკური ქართველი, 1,1 პროცენტი ეთნიკური რუსი. სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კი რეგიონის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ სისხლის სამართლის დანაშაული


 ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება

რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 186- და 210- მუხლების გათვალისწინებით ედება.

მუმლაძე პოლიტიკური პატიმარია, ბრალდების შინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მისი დაკავების მიზეზიის ივანიშვილთან დაახლოებული პირია”, - განუცხადასამხრეთის კარიბჭესრევაზ მუმლაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

კოდექსი იცავს, ხალხი კი არ სარგებლობს


  აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ კორძახიასსამხრეთის კარიბჭესაქართველოს შრომის კოდექსზე, დაქირავებულთა უფლებების დარღვევებსა და ამ უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა.

- რამდენად იცავს საქართველოს შრომის კოდექსი დასაქმებულთა უფლებებს?

ჩემი აზრით, ახალი კოდექსი, პირველ რიგში, ჩვენი ბიზნესისა და საწარმოების სასარგებლოდაა შექმნილი, კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, საკუთარი ინტერესები ორივე მხარემ თანაბრად დაიცვას.

თანასოფლელთა პროტესტი


თამუნა უჩიძეადიგენი
რატომ დააკავეს ადვოკატი მოგებული საქმის შემდეგ

თაღლითობა, სასჯელი მოგებული სასამართლო პროცესის სანაცვლოდ თუ სხვის თავისუფლებას შეწირული ადვოკატი; 5 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის მხარდასაჭერად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში აქცია გაიმართა.

ტარიელ მურმანიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 180-, თაღლითობის მუხლით, 9 სექტემბერს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სოფლის მოთხოვნაა, გამოძიება სწრაფად დაასრულონ და მალე გამოუშვან”, - აცხადებენ ტრანსფარანტებით ხელში სოფლის ცენტრში შეკრებილი თანასოფლელები.

ტარიელ მურმანიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაათავრა და ადიგენის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად მუშაობდა. აქედან გენერალურ პროკურატურაში განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო განყოფილებაში გადაინაცვლა. სხვადასხვა დროს იყო პროკურორის თანაშემწე და გამომძიებელიც. მოგვიანებით მან პროფესიულ საქმიანობა დედაქალაქში, დიდუბე-ჩოღურეთის რაიონის პროკურორად გააგრძელა. თუმცა, 2007 წელს, საბოლოოდ დატოვა პროკურატურა და დაკავებამდე ადვოკატურაში მუშაობდა.

ტარიელი მოგებული სასამართლო პროცესის გამო დააკავეს. ადვოკატს სოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ანა ბალამწარაშვილმა უჩივლა. იგი ხე-ტყის ბიზნესში იყო ჩართული და მილიონნახევრის დაბრუნება უნდოდა, - გვიამბობს დაკავებულის ბიძაშვილი ზურა მურმანიშვილი.

მოგების შემთხვევაში ბალამწარაშვილი ადვოკატს მოგებული თანხის ნახევარს დაჰპირდა. მურმანიშვილმა ამ პირობის ნოტარიული აქტით დამოწმება მოითხოვა და გააფორმა კიდეც. სასამართლო პროცესის შემდეგ კი ბალამწარაშვილმა თავის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე განაცხადა, რომ ხელი ისე მოაწერინეს მისი პირობები წაკითხული არ ჰქონდა.  

მურმანიშვილი თაღლითობის ბრალდებით მხოლოდ და მხოლოდ ბალამწარაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ამ ქალბატონს მოგების შემდეგ ადვოკატისთვის საზღაურის მიცემა არ უნდოდა. სასამართლოზე პროკურატურას არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდა, ორ-სამ დღეში შევაგროვებთო”, - ამბობს ზურა მურმანიშვილი

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2007 წელს ბელგიის მოქალაქე ემილ ლეოპოლდ ლუი რენიერსმა ბალამწარაშვილის რჩევით გადაწყვიტა საქართველოს ხე-ტყის ბიზნესში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა. მან სამცხე-ჯავახეთში 2 700 000 ლარის ღირებულების  ტყით სარგებლობის ლიცენზია მოიპოვა და 1 500 000 გადაიხადა კიდეც. 1 200 000 ლარის გადასახდელად კი საქართველოში პარტნიორი, ბიზნესმენი ზურაბ ადამია მოძებნა. მათ შპსთისელიდაარსეს. თუმცა, ადამიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები დააღვია და რენიერსს 1 200 000 ლარი არ გადაუხადა. ამის გამო საქართველოს მთავრობამ  მას ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზია შეუწყვიტა. 2010 წელს რენიერსმა ლიცენზია აღიდგინა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტყის მასივის 75 პროცენტი გაჩეხილი იყო. რენიერსმა მთავრობას წინადადებით მიმართაშვიდი სატყეო უბნიდან სამის თანხა გადახდილი მაქვს, დანარჩენი ოთხი წაიღეთ და სამი დამიტოვეთო. ამ შეთავაზებაზე მან უარი მიიღო. უფრო მეტიც საქართველოს მთავრობამ მეორედ აღდგენილი ლიცენზია ისევ გაუუქმა. რენიერსმა საქართველოში ადვოკატის ძებნა ამის შემდეგ დაიწყო და მურმანიშვილს დაუკავშირდა. მან კი 2011 წლის 29 აპრილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ადამიას რეინიერსის სასარგებლოდ 1 230 000 ლარზე მეტის გადახდა დააკისრა. მოგებული პროცესის შემდეგ, მურმანიშვილმა დაცვის ქვეშ მყოფს საზღაურის გადახდა მოსთხოვა.

დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში საადვოკატო ბიუროს ერთ-ერთი პარტნიორი ზაქარია ქუცნაშვილი იცავს: რეინერსის წარმომადგენელს ბალამწარაშვილს ტყის უკანონო ჭრის გამო ხელი აქვს მოწერილი მთელ რიგ ჭრის აქტებზე, რადგან ხე-ტყის ლიცენზიის მფლობელი გასცემს ჭრის ნებართვას, ამიტომ, რამდენადაც ვიცი, ახალციხის პროკურატურაში მის მიმართ გამოძიებაც დაიწყო. გათავისუფლების  სანაცვლოდ მან სოდს თანამშრომლობა და ვიღაც-ვიღაცეების დაჭერა შესთავაზა. მურმანიშვილიც სწორედ ამ საქმეს ემსხვერპლა”.  

ქუცნაშვილის თქმით, ბალამწარაშვილი ვერაფერს ამბობს, თუ რატომ არ უნდა მიეღო მოგებული პროცესის შემდეგ გასამრჯელო ადვოკატს.

მურმანიშვილის თანასოფლელები ადვოკატის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან.

მისი ცუდი არავის გაუგია. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ მის გასათავისუფლებად”, - ამბობს თემურ ვახტანგიშვილი.

მურმანიშვილის მამიდა ციალა ინასარიძე ფიქრობს, რომ გამოსავალი პრეზიდენტამდე ხმის მიწვდენაა: ამ სოფელმა ორჯერ მისცა ხმა მიხეილ სააკაშვილს და მესამედაც მას დავუჭერთ მხარს. ამიტომ უნდა იცოდეს რას ამბობს ხალხი აქ. სირცხვილია ტარიელისნაირი ადამიანების ციხეში ჯდომა”.
მურმანიშვილის სასამართლო სხდომა პირველ ნოემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა, მანამდე შესაძლოა ადვოკატის მხარდასაჭერი აქცია წახნელებმა დედაქალაქშიც მოაწყონ.

ხმაურიანი დაკავება


თამუნა უჩიძეახალციხე
გიორგი აბდალაძის ფოტო.
ფოტოგრაფები უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით; ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო; მოსაზრებები და შეფასებები;
პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე და გაზეთ “პრაიმ-თაიმის” ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრაქტორი და “ალია-ჰოლდინგის” ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე და “ასოშეიტედ პრესის” ფოტოკორესპონდენტი საქართველოში შაჰ აივაზოვი საკუთარ სახლებში 7 ივლისს, გამთენიისას, სამიდან ექვს საათამდე, აიყვანეს.

ბრალდების გარშემო გაჩენილი ეჭვები


თამუნა უჩიძეახალციხე 

 ბრალი საბუთების გაყალბებისთვის; უკანონოდ გაყიდული მილები, თუ კვლავ დავა სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ირგვლივ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველომ, 8 ივნისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი, გენადი ენდელაძე და სოფელ ხევაშენში მცხოვრები, გოდერძი ენდელაძე დააკავა.