![]() |
| ასეთი იყო ტბა ერთ დროს. ახლა ამ ადგილას დიდი ორმოა. |
ხანჩალის
ტბის
ორმოდ
ქცეული
ნაწილი,
განადგურებული ბიომრავალფეროვნება,
ასობით
გადაშენებული
თევზი,
ფრინველი და
ცხოველი,
დაზიანებული
ეკოსისტემა,
შეცვლილი
კლიმატი
და
საფრთხის
წინაშე
მყოფი
მოსახლეობა.
საქართველოში
ზომით
მეოთხე
ტბა,
რომლის
წყლის
ზედაპირის
ფართობი
1310 ჰექტარს
შეადგენდა,
გაქრობის
პირასაა.
ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე
ფართობი
(კმ2)
|
სიგრძე
(კმ)
|
სიგანე
(კმ)
|
სიღრმე
(მ)
|
სიმაღლე
ზღვის
დონიდან (მ)
|
ტემპ.
(0 C)
|
მდინარის
აუზის
ფართობი (კმ2)
| |||||||
13.1
|
7
|
2.5
|
0.7
|
1,928
|
10
|
176
|
ხანჩალის
ტბა
ქვეყნის
სამხრეთ
ნაწილში,
ჯავახეთის
ზეგანზე
მდებარეობს.
ეს გლობალური მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით
ხასიათდება.
ისტორია
ხანჩალის
ტბისთვის
პირველად
საბჭოთა
ეპოქაში
“მოიცალეს”.
1961 წელს
მთავრობამ
გადაწყვიტა
ხანჩალი
ექსპერიმენტული
თევზსაშენი
მეურნეობისათვის
გამოეყენებინა.
ძირითადი
სამუშაო
1963-64 წლებში
ჩატარდა.
ტბა
წყლისაგან
დაცალეს,
გათხარეს
თევზების
გამოსაზამთრებელი
არხები
და მოაწყვეს წყლის დონის მარეგულირებელი
სისტემა.
1964 წელს
ტბა
კვლავ
აავსეს
წყლით.
მიუხედავად
ამისა,
ფრინველების
სახეობების
ნაწილმა
გადაფრენის
მარშრუტი
შეცვალა
და აქედან მოყოლებული ხანჩალზე აღარ ჩერდებოდა. ამავე
წელს
ტბაში
ჩაასახლეს
სარეწაო
მნიშვნელობის
თევზები.
წამოწყება
მომგებიანი
აღმოჩნდა,
მაგრამ
1968 წელს
კვლავ
გააუქმეს,
ტბა
ამოაშრეს
და თევზი მთლიანად დაიღუპა.
ამის
შემდეგ
ტბა
გადაეცა
საქსასთევზმრეწვს,
რომელმაც
ხანჩალი
მალევე
მიატოვა.
ამან
დადებითად
იმოქმედა
ტბაზე
- ისევ
გაივსო
წყლით,
ეკოსისტემამ
თანდათანობით
აღდგენა
დაიწყო,
მდინარეებით
შემოვიდა
და გამრავლდა თევზი, გაიზარდა ტბაზე მობუდარი
და მიგრირებადი ფრინველების რაოდენობა.
თუმცა
1979 წელს
ახალი
ექსპერიმენტი
წამოიწყეს,
რომელიც
ტბის
ნაწილობრივ
დაშრობასა
და სასოფლო სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას გულისხმობდა.
