თანხა ჩხრიალებს, წყალი კი არა

პროექტი, რომლის განხორციელებას მილიონები მოხმარდა; დაპირებაქალაქის ყველა ქუჩის 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც დაპირებად დარჩა და ახალი პრობლემაგაურკვევლობები წყლის გადასახადის გადახდისას. რატომ არ მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა?

მუდმივი პრიორიტეტი

წლებია, პრობლემების ჩამოთვლას ახალციხის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემით იწყებენ. მდგომარეობა არც თუ ისე მარტივია: არსებობს ქუჩები, სადაც წყალი საერთოდ არ მოდის; ზოგან ისევ გრაფიკით მიეწოდებათ და ამავე დროს, არც თუ ისე სუფთა; განუკითხაობაა წყლის გადასახადის გადახდის საკითხშიც.

შესაბამისად, სასმელი წყლის საკითხი ადგილობრივი ბიუჯეტის მუდმივი პრიორიტეტია და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ სხვადასხვა ფონდებიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. თუმცა, შედეგი დახარჯული თანხებივით თვალშისაცემი როდია

2004 წელი, პირველი ნაბიჯები

ქალაქისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, სამუდამოდ რომ მოგვარებულიყო, 2000-იანი წლების დასაწყისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო.  

კერძოდ, საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ხარაგაულისა და ბაღდათის რაიონებში) მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, 2004 წელს, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიგეგმა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (GTZ) აღნიშნული პროექტისთვის 1 მილიონ 200 ათასი ევრო გამოყო.

პროექტის მიხედვით დაიგეგმა ურავლის სასმელი წყლის ახალი, 9 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2004 წლის ივლისში და დასრულდა 2005 წლის აგვისტოში. ახალი მაგისტრალი წყალსადენის დანარჩენ 12 კილომეტრიან მილსადენს შეუერთდა. თუმცა, სამუშაოებს ის შედეგი არ მოჰყვა, რასაც ელოდნენ. აუცილებელი გახდა ურავლის წყლის ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, რომლის საჭიროებაზე ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობა თავიდანვე საუბრობდა.

ურავლის წყლის კაპიტალური სათავე ნაგებობის მშენებლობისათვის და 12 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო ორი მილიონი ლარი. სამუშაოები 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი, თამაზ პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია, აცხადებდა, რომ ამ პროექტის განხორციელებით, ქალაქის ყველა უბანი და ქუჩა სასმელ წყალს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიიღებდა. იგივეს აცხადებდა ყოფილი შპსწყალკანალისდირექტორი გურამ შეშაბერიძეც. (ამჟამად შპსწყალკანალიაღარ არსებობს და ქალაქის წყალმომარაგებაზესაქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიაზრუნავს). რაც მთავარია, პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის წყალმომარაგებისთვის საჭირო აღარ იქნებოდა ელექტროსაქაჩები, რაც თავის მხრივ შეამცირებდა ელექტორენერგიის ხარჯს. ამავე დროს, როგორც კი პროექტი დასრულდებოდა, ქალაქის გამრიცხველიანება უნდა დაწყებულიყო, ეს კი იდეაში მოწესრიგებული გადახდის სისტემისა და წყლის ხარისხის გარანტი უნდა ყოფილიყო. გურამ შეშაბერიძე გამუდმებით აცხადებდა, რომ უსუფთაო წყლის შემთხვევაში წყლის მრიცხველები არ იმუშავებდა.

2007 წელი, შეფერხებული მშენებლობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპსმშენებელ 2004-შორის 2006 წლის 7 ივნისს  დადებული ხელშეკრულების (“ხელშეკრულება სახელმწიფო ნასყიდობის შესახებ ¹3”) თანახმად, ურავლის სათავე ნაგებობის მშენებლობა იმავე წლის 15 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, რეალურად, მშენებლობა შვიდი თვის დაგვიანებით, 2007 წლის ივნისში დასრულდა
შპსმშენებელი 2004-ისდირექტორი გელა გელაძე მშენებლობის დაგვიანებას სამშენებლო პროცესში გაუთვალისწინებელი სამუშაოებით, სამშენებლო მასალის დაგვიანებით, მკაცრი კლიმატური პირობებითა და სხვა ობიექტური მიზეზებით ხსნიდა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ მშენებლობის დაგვანებით დასრულება არ იყო. იმისათვის, რომ ქალაქს დაპირებული, 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონოდა, გადართვები იყო გასაკეთებელი.  

ურავლის სათავე ნაგებობა მზადაა ქალაქი 24 საათის განმავლობაში მოამარაგოს, მაგრამ იქიდან მოსული წყლის მიღებას ვერ ახერხებენ. გადართვებია გასაკეთებელი - თუ გამიჯვნა არ გაკეთდა, წნევა მილებს დახეთქავს. წყალი ჯერ აუზებში უნდა განაწილდეს და ქალაქს შემდეგ მიეწოდოს. გადართვები ორ თვეშიც ვერ დასრულდება. ქუჩებია გასათხრელი და ამ სამუშაოების ჩატარებას დიდი დრო სჭირდება”, - განაცხადასამხრეთის კარიბჭესთანსაუბარში შპსმშენებელი 2004-ისდირექტორმა გელა გელაძემ 2007 წლის ივლისის დასაწყისში (“სამხრეთის კარიბჭე”; ¹25 (155); 8 ივლისი, 2007 წელი)

ქალაქ ახალციხის სასმელი წყლის ქსელის აუზებში გადაერთებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ ტენდერი 2007 წლის 28 მაისს გამოაცხდა. გამარჯვებულები 26 ივნისს გამოვლინდნენ. თუმცა, სატენდერო კომისიას არ განუხილავს, ლოტი ¹3, რომელიც ქალაქ ახალციხის სასმელი წყლის ტრასის აუზებში გადაერთებას ითვალისწინებდა. საკვალიფიკაციო წინადადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შემოსულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ არცერთ ორგანიზაციას არ ეყო კვალიფიკაცია საჭირო სამუშაო შეესრულებინა”, - ასე ახსნა ეს ფაქტი მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის იმჟამინდელმა უფროსმა ირა გელაშვილმა. გადაერთების სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით დაახლოებით 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი მეორედაც გამოცხადაა. (“სამხრეთის კარიბჭე”; #25 (155); 8 ივლისი, 2007 წელი)

სულ დახარჯული თანხა

ინფორმაცია იმის შესახებ, გარდა ზემოთდასახელებულისა, კიდევ რა თანხები დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, ვერ მოვიძიეთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ზურაბ ჯინიზაშვილმა, ჩვენს პირველივე კითხვაზე, - რა თანხა იყო გამოყოფილი გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გვიპასუხა, რომ  ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მათ უკრძალავდა ქალაქის წყალმომარაგებისთვის თანხების დახარჯვას. საინტერესოა, რას გულისხმობდა ზურაბ ჯინიუზაშვილი, როდესაც ახალციხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტით “2009 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დარჩენილი თანხიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენების რეაბილიტაციისთვისდახარჯულია 1 744 600 ლარი. ხოლო 2010 წლის ბიუჯეტის იგივე მუხლში გეგმით გათვალისწინებულია 97 646 ლარი.

გასული წლების ინფორმაციის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითაც მივმართეთ. თუმცა, კანცელარიაში განგვიმარტეს, რომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად უმჯობესი იქნებოდა, შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალისთვის მიგვემართა, რადგან სათავე ნაგებობა შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასგადაეცა და გამგეობას მასთან არანაირი შეხება აღარ აქვს.

კითხვებზე პასუხი ვერც შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორის გიორგი ბაგინაშვილისგან მივიღეთ.

მიმდინარე წლის იანვრიდან დავინიშნე ამ თანამდებობაზე და დედას გეფიცებით, მართლა არ ვიცი არაფერი”, - გვითხრა ბაგინაშვილმა, რომელთან შეხვედრაც არც ისე მარტივად მოგვარდა. სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ ახალციხეში არ იმყოფებოდა და არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა სამსახურში. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, მას არც ის დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში იმყოფებოდა. თუმცა, საღამოს, სამსახურში მისულებს, (იმ იმედით, რომ იქნებ ადგილზე დაგვხვედროდა) ბაგინაშვილი მართლაც სამსახურში დაგვხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზემოთ დასახელებული ორი ფაქტიდან გამომდინარე, ქალაქის სასმელი წყლით მომარაგებისთვის დაახლოებით 5 მილიონამდე ლარია დახარჯული (1 200 000 ევრო + 2 000 000 ლარი + 300 000 ლარი), ქალაქს არც 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, არც სუფთაა წყალი და არც მრიცხველებით გადახდის სისტემაა ამუშავებული სრულყოფილად.

მოსახლეობა წყლის გარეშე

გიორგი მთაწმინდელის ქუჩა ერთ-ერთია იმ პრობლემურ ქუჩათა შორის, სადაც სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ ჰქონდათ. ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა წყალს მეზობელი ქუჩებიდან, ან თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კინოთეატრის შენობის ეზოდან ეზიდებოდა. მიმდინარე წლის ზაფხულში დასახლების პრობლემა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ. წყალი მხოლოდ დილის საათებში მოდის და ხშირად უსუფთაო.

77 წლის ფეფრონე ჩერქეზიანი წლებია მთაწმინდელის ქუჩაზე, კერძო სახლში ცხოვრობს. “მარტოხელა ვარ, ერთ დღეს ორ ვედრას რომ ავავსებ, მე კი მყოფნის და ამიტომ ყოველდღე არ ვამოწმებ მოდის თუ არა წყალი. მე მგონი ყოველ დილით მოდის, მხოლოდ ხანდახან არაა ხოლმე”, - ამბობს იგი.

მისგან განსხვავებით, მხოლოდ დილით, რამდენიმე საათით გამოსული წყალი არ ჰყოფნის მთაწმინდელის ქუჩა ¹35-ში მცხოვრებ ექვს ოჯახს.

ძალიან ცოტა წყალი მოდის და ამდენ კომლს ნაკლებად ჰყოფნის. თითო ვედრის ავსებას ძლივს ვახერხებთ. მეზობლებს ამხელა ოჯახები აქვთ, ბავშვები ჰყავთ. ეს წყალი საკმარისი იქნება?! ძალიან ცოტა წყალია და მეტი უნდა გამოვიდეს, რაღაცით უნდა დაგვეხმაროთ”, - ამბობს აღნიშნული ბინის მცხოვრები მერი თათეშვილი და ამატებს, რომ პრობლემაა ისიც, რომ წყალი მხოლოდ ეზოში მდებარე ორ ონკანში მოდის. იმისათვის რომ შენობაშიც ავიდეს, წნევა არ ჰყოფნის, -”მრიცხველი დაგვიყენეს, მაგრამ რა აზრი აქვს თუ წყალი არ იქნება. იციან, რომ ასეთი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მოდიან და პლომბავენ. რისთვის პლომბავენ ვერ ვხვდები. მოვიდნენ, გაარკვიონ, რომ არ მოდის წყალი. რა უნდა გადავიხადოთ? თან გვეუბნებიან მრიცხველისაც უნდა გადაიხადოთ და სულადობრივიცო. რატომ უნდა გადავიხადოთ ასე? ნორმალურად ხომ უნდა გაგვარკვიონ?!”.  

ამავე კორპუსის მცხოვრები გაიანე სააკიანი ამბობს, რომ ვიდრე მშენებლობა დაიწყებოდა, წყალს ყოფილი კინოს შენობის ეზოდან ეზიდებოდა: “ახლა იქაც ჩაგვიკეტეს. მეზობლებსაც ვეღარ შევაწუხებთ, რადგან წყლის ფულს მრიცხველის მიხედვით იხდიან. ხუთი სული ვართ, ველოდებით, რომ მოვიდეს წყალი და რამე გავაკეთოთ”.

პრობლემის მოგვარებას ყველა მათგანი თავისებურად ცდილობს. მერი თათეშვილი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის წყალი მდინარიდან ამოაქვს (აღნიშნული დასახლება მდინარესთან ახლოსაა). ქნარიკ სარქისიანი კი დასახმარებლად გვერდზე მდებარე, ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებ დედას მიმართავს. “პრობლემის შესახებ მხოლოდ ინკასატორს ვუთხარით, სხვა არავისთვის მიგვიმართავს”, - ამბობს იგი.
თუმცა, რადგან პრობლემა არ მოგვარდა, მთაწმინდელის ¹35-ში მცხოვრები ექვსი ოჯახისაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში განცხადების შეტანას აპირებს.

ქალაქის სხვა ქუჩების მცხოვრებლებს წყალი დილის საათებში აქვთ, მაგრამ მის ხარისხზე ჩივიან.

მოდის, მაგრამ 12 საათამდე წყდება. მერე ხანდახან საღამოობით გამოდის. ისეთი ჭუჭყიანი იყო, ახლა ცოტა არაუშავს”, - ამბობს ხანძთელის ქუჩა ¹3-ში მცხოვრები რიფსიმე მათევოსიანი. წყლის ხარსისხი არ მოსწონს მებაღიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონსაც.  

წყლის გადასახადი


წყალმომარაგების საკითხში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ყოველთვის გადასახადების საკითხი იყო. წლების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი დახარჯული წყლის საფასურს არ იხდიდა. ნაწილი არ ენდობოდა ყოფილიწყალკანალისინკასატორებს, რომლებიც ხელზე კრეფდნენ ფულს; ნაწილს უბრალოდ არ სურდა და ამიტომ არ იხდიდა; ნაწილი კი არ იხდიდა და დღემდე არ იხდის იმიტომ, რომ წყალს შორიდან ეზიდება. შესაბამისად, ყოფილიწყალკანალი”, რომელიც რეალურად მომგებიანი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო, ვერ ფარავდა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს და მუდმივად დანაკლისის შევსებისთვისეძებდათანხებს. ამით კი ისევ მოქალაქეები ზარალდებოდნენ, ელექტროსაქაჩების გათიშვის გამო ისინი რამდენიმე დღე რჩებნოდნენ წყლის გარეშე.

2009 წლის ივლისიდან ქალაქის გამრიცხველიანება დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპსასტორიაასრულებდა. გაურკვევლობები ამ პროცესსაც მოჰყვა. მთელ რიგ ბინებში მრიცხველები არასწორად დამონტაჟდა. მიუხედავად დაპირებისა, დღემდე არ დაწყებულა წყლის საფასურის გადახდა მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით. სულადობრივ გადახდას კი დამატებითი პრობლემები მოჰყვა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისვებ-გვერდის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში აბონენტების რაოდენობა ასე ნაწილდება: 24 189 ფიზიკური და 765 იურიდიული პირი. რაც შეეხება კონკრეტულად ახალციხეს, აქ 5 830 ფიზიკური და 267 იურიდიული პირი ირიცხება.

წყლის საფასურს მრიცხველის მონაცემების მიხედვით ახალციხეში უკვე იხდიან იურიდიული პირები და ფიზიკური პირების ის უმნიშვნელო ნაწილი, ვისთანაც მრიცხველები უკვე დაილუქა. ახალი ტარიფის მიხედვით, იურიდიული პირები ერთ ტონა წყალზე 4.30 ლარს იხდიან, ფიზიკური პირები კი 0.27 ლარს.   

რას ამბობენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისრეგიონულ ოფისში

ქალაქის წყალმომარაგების კუთხით, ახალციხეში არის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ქალაქის ყველა უბანს მიეწოდება წყალი. ნაწილი მარაგდება 24-საათიანი წყალმომარაგებით, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება”, - გვარწმუნებს გიორგი ბაგინაშვილი და დასძენს, რომ გრაფიკით მიწოდების მიზეზი სხვადასხვა ტექნიკური საკითხებია: “ეს, აუზები, გადართვები-გადმორთვები. ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს”.

ბაგინაშვილი არ უარყოფს, რომ წყლის გადასახადმა გაურკვევლობები მართლაც გამოიწვია. მისი თქმით, ინკასატორები ამ ბოლო პერიოდშიც სთხოვდნენ ხალხს თანხას ხელზე, მაგრამ ეს იყო ჩეკთან გათანაბრებული ქვითარი (ჩგდ) და ამდენად, კანონდარღვევა არ ხდებოდა: “ახლა მოსახლე მიდის ბანკში, ან სერვის ცენტრში და იხდის გადასახადს. ზედმეტსულებს რაც შეეხება, ეს ჩვენთვისაა ზედმეტი, თორემ იმ ბინებში ნამდვილადაა ჩაწერლი სხვა ადამიანები. ასეთი შემთხვევა ბევრია. დილის საათებში რომ მოხვიდეთ, აქ ზღვა ხალხია და გარკვევას ცდილობენ. მაგრამ მეტ-ნაკლებად ეს საკითხი უკვე დარეგულირდა.

რაც შეეხება წყლის ხარისხს, რეგიონულ ფილიალში ამბობენ, რომ ქალაქის სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტების შესაბამისია: ახალციხეში არის ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს. მინდა გითხრათ, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელია. დღეს მიწოდებული წყალი არის სასმელად ვარგისი.

მოსახლეობის უკმაყოფილებას ბაგინაშვილი ასე ხსნის: “არის ცალკეული დაზიანებები, მაგალითად გასკდა მილსადენი, ბუნებრივია არ არის გამორიცხული, რომ იქ მოხდეს უკუშეწოვა და წყალი აიმღვრეს. ეს იმიტომ, რომ შიდა ქსელი მოძველებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას”. 

მარტივი გაანგარიშებით კი, ბაგინაშვილსვე რომ დავესესხოთ, წყლის შიდა ქსელის შეცვლას ასტრონომიული თანხა სჭირდება.

ამაზე მოლაპარაკებები მიდის”, - გვარწმუნებს იგი და დასძენს: ქალაქში წყლის მიწოდების კუთხით ყველაფერი კარგადაა. ყველა პირობაა, რომ ავარია დროზე აღმოიფხვრას. მე არ დაგეთანხმებით, რომ ამ სისტემაში ქაოსია”.  თუმცა აქვე ამატებს, “ხანდახან, გაზაფხულზე, სათავე ნაგებობას ადიდებული მდინარე ერევა”.

სათავე ნაგებობას პრობლემები რომ აქვს, ადგილობრივებმა კარგად იციან. მდინარის შერევის გამო, მიმდინარე წლის მარტში ქალაქს თითქმის ათი დღის განმავლობაში დაბინძურებული წყალი მიეწოდებოდა. ბაგინაშვილის სიტყვები რომ ირწმუნონ, ადგილობრივები ძალიან ოპტიმისტები უნდა იყვნენ, რადგან მსგავსი დაპირებებიწყალკანალის”, შპსაღმოსავლეთის წყლებისთუსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან” (ბოლო  წლებშიწკალკანალსზედიზედ რამდენჯერმე შეეცვალა სტატუსი) 2004 წლის შემდეგ განუწყვეტლივ ესმით. შედეგი კი საპირისპიროა, მათ ონკანებში არც მთელი დღე მოდის წყალი და მითუმეტეს, არც სუფთა. ამასთან, წყლის ხარისხი მრიცხველს მუშაობაში ხელს არ უშლის. ექვსი წლის განმავლობაში დახარჯული მილიონების შედეგი თანხებივით თვალშისაცემი ვერა და ვერ გახდა.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10-3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი