მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა...


ორი წელია, რაცსამხრეთის კარიბჭესჟურნალისტი ვარ. რედაქციაში მე და მანანა სარაშვილი ერთად მოვედით. კარგად მახსოვს, ჩემი პირველი სტატია ახალციხის ერთ-ერთ ისტორიულ უბანზე, რაბათზე დავწერე. მას შემდეგ, არც ისე ცოტა დრო გავიდა. თუმცა, პროფესიული ზრდისთვის ეს არც ისე დიდი დრო იყო. ჩემი კოლეგებისგან ბევრი ვისწავლე. უკვე ბევრი სტატია დავწერე და იმედი მაქვს თქვენს სამსახურში კიდევ დიდი ხანი ვიქნები. “სამხრეთის კარიბჭეხომ თქვენი გაზეთია და ჩვენც მხოლოდ თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის, ვმუშაობთ.

ახალი წლიდან ისევ ვეცდები ყოველ ორშაბათს ჩემი სტატიებით თქვენს ოჯახში შემოვაბიჯო. მანამდე კი ყველას გილოცავთ შობა - ახალ წელს. სიკეთე და სიხარული მოეტანოს 2011 წელს და რაც მთავარია, ყველა სურვილი აგსრულებოდეთ!

რამდენიმე წელია ახალ წელს თოვლი აღარ ყოფილა და თითქოს საახალწლო განწყობაც დავკარგეთ. მახსოვს, ყოველ ახალ წელს გადათეთრებული ქალაქი, მორთული ნაძვის ხე, სახლის ფანჯრებზე მიმაგრებული ფერადი ნათურები... ახლაც მინდა, ახალ წელსჩამოფანტელფიფქთოვდეს”, ასე ჩემი ერთი სურვილიც ასრულდება...

კიდევ უამრავი სურვილი მაქვს. მაგრამ, რაც მთავარია. მინდა, რომ 2011 წელს ნაკლები პრობლემები იყოს...

2011 კატა (კურდღლის) წელიწადია (ანუ ჩემი, რადგან კატა (კურდღლის) წელიწადში ვარ დაბადებული). მართალია ჰოროსკოპის არ მჯერა, მაგრამ მაინც, როგორც ვარსკვლავები ამბობენ, “მშვიდი ცხოვრების ჟამი დადგა”. მეც მინდა გისურვოთ, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს!

თამარ თოთაძე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი