ტემპერატურის
დაცემასთან
ერთად
მედიკოსები
H1N1 ვირუსის
გამწვავებას
ელიან.
არიან
თუ
არა
მზად
ვირუსის
წინააღმდეგ
საბრძოლველად
ახალციხისა
და
ახალქალაქის
სამედიცინო
დაწესებულებები?
საქართველოში
H1N1 ვირუსის
პირველი
შემთხვევა
დაფიქსირდა.
ინფიცირებული
26 წლის
ქალბატონია.
დაავადებათა
კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით,
პაციენტის
მდგომარეობა
სტაბილურია.
საბედნიეროდ,
ამ ეტაპზე ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, არც ახალციხესა
და არც ახალქალაქში.
“ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებსაც, რომ თბილისში ამ დაავადების შემთხვევები იყო, სკეპტიკურად ვუყურებ. არ მგონია, საქართველოში H1N1 ვირუსი ნამდვილად არსებობდეს. ხალხისთვის პანიკის საფუძველის მიცემა არ შეიძლება”,
- ამბობს
ახალქალაქის
რაიონული
საავადმყოფოს
თერაპევტი
ვენერა
მაიტესიანი.
გასულ
წელს,
საქართველოში
ლაბორატორიულად
დადასტურებული
H1N1 ვირუსის 1 800 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 33 ლეტარულად დასრულდა. გრიპის სიმპტომები დაახლოებით, 400-500 ათასმა ადამიანმა გადაიტანა.
2009 წელს
H1N1 ვირუსი ახალციხის მუნიციპალიტეტში
14 პაციენტს
დაუდასტურდა.
თუმცა,
ამ ვირუსის სიმპტომებით მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებს 2 801-მა პირმა მიმართა.
მათგან
გრიპის
ამბულატორიული
შემთხვევით
4 034 პაციენტი
დაფიქსირდა,
ზემო
სასუნთქი
გზების
მწვავე
ინფექციებით
- 215, გრიპის
მსგავსი
დაავადებების
ჰოსპიტალიზაციით
კი – 217.
“29
სწრაფი
ტესტი
გაკეთდა.
იყო
შემთხვევები,
როცა
ტესტი
უარყოფითი
იყო,
მაგრამ
ანალიზი
დადებითი
მოდიოდა.
ანუ
იყო
ცდომილება
ტესტსა
და
ლაბორატორიულ
კვლევას
შორის”, - გვიხსნის
ახალციხის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ცენტრში
ინფორმაციის
გაცემაზე
პასუხისმგებელი
პირი
ქეთევან
გოგოლაძე.
იმავე
სამსახურის
იმუნო-პროფილაქტიკის ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირის ლიანა ნებაძის
განცხადებით,
ვირუსის
გამწვავების
შემთხვევაში
ახალციხის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ცენტრი
ყველანაირად
მზადაა:
“გვაქვს საანალიზო სინჯარები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ლაბორატორიული კვლევისთვის უნდა გაიგზავნოს”.
ლიანა
ნებაძის
განცხადებით,
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მედიკამენტოზური საშუალებები უკვე მობილიზებული უნდა იყოს.
“გვაქვს პირბადეები პაციენტებისთვის, მაგრამ მედიკამენტები ჯერ არ მიგვიღია, ამასთან დაკავშირებით საუბარიც არ ყოფილა. თუმცა, შარშან სახელმწიფომ შემოიტანა ტამიფლუ”,
- ამბობს
ახალციხის
რაიონული
პოლიკლინიკის
დირექტორი
თინათინ
აბულაძე.
საჭიროების
შემთხვევაში
ათასობით
ნიღაბი
აქვს
ახალციხის
რაიონულ
საავადმყოფოსაც.
“გვაქვს,
როგორც
ხელის,
ასევე
ინსტრუმენტების
დასამუშავებელი
სადეზინფექციო
საშუალებები,
რომლებიც
100 პროცენტით
გვიცავს
ვირუსისგან”, - გვიხსნის ახალციხის
რაიონული
საავადმყოფოს
დირექტორი
დავით
მაისურაძე.
რაც
შეეხება
მედიკამენტებს,
ჯერ
არც
აქ მიუღიათ. “თუ
დადასტურებული
შემთხვევა
იქნება,
ამას
სტანდარტული
მკურნალობა
სჭირდება.
ჯანდაცვის
სამინისტრო
მზად
არის,
მოთხოვნისთანავე
გადმოგვცეს
სპეციალური
მედიკამენტები”, - ამბობს მაისურაძე
და ამატებს, რომ წამლები ვირუსის
დადასტურების
შემთხვევაში
უფასოდ
გაიცემა:
“თუ ეს მედიკამენტები დაგვჭირდა, მათი მოწოდება მაქსიმუმ 24 საათში მოხდება”.
ვენერა
მაიტესიანის
თქმით,
არც
არის
სასურველი
მედიკამენტების
დასახელების
ფართოდ
გავრცელება
ხალხში,
რადგან
ძალიან
ტოქსიკური
წამლებია:
“ადამიანს შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, რომ H1N1 ვირუსით დაავადდა და თვითნებურად მიიღოს აღნიშნული მედიკამენტი, რომელსაც ბევრი უკუჩვენება აქვს. თუ ეჭვი გვაქვს, რომ პაციენტი H1N1 ვირუსითაა დაავადებული, მის ლაბორატორიულ მასალებს ვიღებთ და ახალციხეში ან თბილისში ვგზავნით. ჩვენ ასეთი ლაბორატორია არ გაგვაჩნია”.
მედიკოსები
ვირუსის
გამოვლენის
შემთხვევებს
“ამინდების
არევის”
შემდეგ
ელიან.
“ჯერ თბილი ამინდებია”,
- ამბობს
მაისურაძე.
სინოპტიკოსების
პროგნოზით,
ტემპერატურის
მკვეთრი
დაცემა
6 დეკემბრის
შემდეგაა
მოსალოდნელი.
იმის
გამო,
რომ
ჩვეულებრივი
გრიპისა
და H1N1-ის სიმპტომები ძალიან მსგავსია,
ვენერა
მაიტესიანი
მოქალაქეებს
გაციების
დროს
ექიმთან
ვიზიტს
ურჩევს:
“რადგან
დიაგნოზის
დასმა
და
ამ
მაჩვენებლების
დაზუსტება
მხოლოდ
მას
შეუძლია.
თვითმკურნალობა
დაუშვებელია,
ინფექცია
არის
ვირუსი,
რომელიც
შეიძლება
ყველგან
მოხვდეს
და
გართულებები
გამოიწვიოს,
რასაც
შესაძლოა,
მეორადი
ინფექციის
განვითარება
მოყვეს.
ესაა
ვირუსი,
რომელმაც
შეიძლება
გააღვიძოს
ორგანიზმში
არსებული
ყველა
პათოლოგიური
ვირუსი,
განავითაროს
სხვადასხვა
ანთებითი
დაავადებები,
როგორიცაა
ფილტვების
ანთება,
ბრონქიტი,
მენინგიტი,
პლეონეფრიტი
(თირკმლების
ანთება)
და
სხვადასხვა
გართულებები”.
მისივე
თქმით,
სასურველია
ამინდის
ცვლილების
პერიოდში
მოვერიდოთ
საზოგადოებრივი
თავშეყრის
ადგილებს,
მივიღოთ
ბევრი
სითხე
და ხილითა და ბოსტნეულით გავამდიდროთ საკვები რაციონი:
“ეს პროფილაქტიკის ძირითადი საშუალებებია. ხოლო მათ, ვისი ორგანიზმიც დასუსტებული და ავადმყოფობისკენ მიდრეკილია, ვიტამინებისა და პოლივიტამინების მიღებას ვურჩევ, მხოლოდ არა დამოუკიდებლად, არამედ ექიმთან მიმართვის შემდეგ”.
თამუნა
უჩიძე,
ახალციხე
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი