ათი წელიწადი “ყინულის გასადნობად”


ათწლიანი ლოდინი დასრულდა; ორ წელიწადში კათოლიკე მრევლი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, წირვა-ლოცვას ახალ, აღდგენილ ტაძარში აღავლენს.

წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკე მრევლი ლამარა თათოშვილი, რვა წელია, წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, მის მეზობლად მდებარე სახლში, ორბელიანის #10-ში დადის: მანამდესტადიონთანგვქონდა ბინა ნაქირავები. მერე ეს სახლი ვიყიდეთ, რადგან ეკლესიის აშენების ნებას არ გვაძლევდნენ და მას შემდეგ წირვა-ლოცვას აქ ვატარებთ”.

ორი წლის შემდეგ კათოლიკეები ღვთისმსახურების მოსასმენად რაბათში მდებარე, მე-13 საუკუნის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში ივლიან. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 20 აგვისტოს დაიწყო. აქვე აშენდება დედათა მონასტერიც.
საკურთხეველში კედლების შენება დასრულდა, აშენებულია მონასტრის ნაწილიც. ახლა გუმბათს ვხურავთ და ძირითად დარბაზში იატაკს ვაკეთებთ. მშენებლობა 2011 წელს დასრულდება და შემდეგ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს დავიწყებთ”, - გვიხსნის მშენებლობის მწარმოებელი ზაურ ყულჯანიშვილი.

აღდგენით სამუშაოებს გორში მოქმედი კომპანია შპსმშენებელიასრულებს.

ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. მას არაერთი ეკლესია აქვს აშენებული, - ამბობს წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკე მრევლის წინამძღვარი და ღვთისმეტყველების დოქტორი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა თანხაა საჭირო მშენებლობის დასრულებისთვის - თანხის ნაწილი მრევლის შემოწირულია. ამავე დროს მეც და ჩვენი ეპისკოპოსიც ვცდილობთ ფული ნაწილ-ნაწილ მოვიძიოთ საზღვარგარეთ რელიგიურ დაწესებულებებში. ერთიანად, ამხელა თანხის ნახვა შეუძლებელია”.

კათოლიკე მრევლი ახალციხეში ეკლესიის აშენებას 10 წელია ელის. 

ცხრა აპრილის ქუჩაზე გვაქვს ტერიტორია, 2000 წელს მშენებლობის ნებართვაც მივიღეთ, დამტკიცდა პროექტიც, მაგრამ ვიღაცეებს არ სურდათ, რომ კათოლიკური ეკლესია აშენებულიყო და შევჩერდით, მოვერიდეთ დაპირისპირებას, - გვიამბობს მამა ზურაბი და დასძენს, რომ ამ ადგილიდან 200 მეტრში მართლმადიდებლური ტაძარიც შენდებაღმერთმა აკურთხოს, მაგრამ ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ მიწის შვილები ვართ?!”

მისი თქმით, კათოლიკეებს საქართველოს მასშტაბით ეკლესიის აშენება ეკრძალებათ: ახალ ადგილზე, ანუ იქ, სადაც აქამდე ტაძარი არ ყოფილა, ეკლესიას ვერ ავაშენებთ. არადა კანონით საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს თავისი სალოცავი ჰქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოში მარტო კათოლიკეები ვიჩაგრებით”. 

მშენებარე წმინდა ჯვრის ეკლესია მესხეთში, უდეში, არალსა და ვალეში მოქმედი კათოლიკური ტაძრების შემდეგ, კათოლიკე მრევლისთვის რიგით მეოთხე სალოცავი იქნება. კათოლიკე მრევლმა ამ ნანგრევი ტაძრის  აღდგენის ნებართვისათვის ზრუნვა, მას შემდეგ დაიწყო, როცა ნათელი გახდა, რომ ახალი ეკლესიის მშენებლობა უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა იოლი.

რაბათში სამი კათოლიკური ეკლესიის ნანგრევია. ყველაზე უფრო უკეთ შემორჩენილი რომ აღგვედგინა, ნებართვის თხოვნა ხუთი წლის წინ დავიწყეთ და მხოლოდ ახლახან მივიღეთ პასუხი. ეს არის ჩვენი მთავრობის და კონკრეტულად პრეზიდენტის კეთილი ნება, მიხარია, რომ ჩვენც მოგვხედეს, - ამბობს მამა ზურაბი.

მისი თქმით, “ყინულის დნობაგასული წლის კათოლიკური შობის დღესასწაულის, 25 დეკემბრის შემდეგ დაიწყო: ღამის 12 საათზე, წირვისას თბილისში კათედრალში პრეზიდენტი გვეწვია, წირვას დაესწრო, შემდეგ ეპისკოპოსმა სიტყვა დაუთმო. მან ქართველი კათოლიკეების სულხან-საბა ორბელიანის, თარხნიშვილის, თამარაშვილის შესახებ ისაუბრა...”.  

ტაძრის ნანგრევების დათვალიერებისა და ჩასატარებელი სამუშაოების შესწვალის მიზნით, კულტურის სამინისტროდან კომისია ახალციხეში არა ერთხელ იყო.

მილიმეტრით გადაცდომის უფლებაც არ გვაქვს. ტაძარი ზუსტად იმ ზომით უნდა აღდგეს, როგორც ის გასულ საუკუნეებში იყო”, - აცხადებს მამა ზურაბი. 

ეკლესიის გვერდით მშენებარე დედათა მონასტერში სამი მონაზონი იტალიიდან ჩამოვა. წმინდა ბენედიქტელი დედები ქართულს უკვე სწავლობენ. მამა ზურაბის თქმით, ეს ჩაკეტილი მონასტერი იქნება, მონაზვნებს ხალხთან კონტაქტი არ ექნებათ, მხოლოდ მიწაზე იმუშავებენ: მიწა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ ალბათ გვექნება”.

რაბათელების თქმით, კათოლიკეები ნანგრევებზე სანთლების ასანთებად ყოველ აღდგომას მიდიოდნენ. მომავალ აღდგომას მრევლი სანთლებს უკვე აღდგენილ ტაძარში დაანთებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე            

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი