“გზა თეატრისკენ”


8 მარტს ახალცხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ვაჟებმა გოგონები მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაპატიჟეს. მოსწავლეებმა თანატოლების შესრულებული ევგენი შვარცის პიესა - “ჩვეულებრივი სასწაულინახეს. 

სარვამარტო აქცია მესხეთის თეატრის ორგანიზებით გაიმართა. გარდა იმისა, რომ ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა, მის მიზანს სასკოლო ფესტივალისთვის - “გზა თეატრისკენ” - მზადებაც წარმოადგენდა. 

ჩვენი ბავშვები ხშირად დადიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ ფესტივალებზე. გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის ფესტივალი ჩვენთანაც ჩატარდეს, მით უმეტეს, რომ თეატრი ამისთვის შესანიშნავი ბაზაა. მაგალითად, ქუთაისში გრანდიოზული სასკოლო ფესტივალი ჩაუტარებიათ, მათგან მზა დებულებაც წამოვიღე”, - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასკოლო ფესტივალის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება სულუაშვილმა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით მიიღო.

სკოლებში უკვე ემზადებიან. თეატრი მათ დეკორაციით, კოსტიუმებითა და პროფესიონალი მსახიობებით დაეხმარება”, - გვიხსნის სულუაშვილი.  

15 მარტიდან მესხეთის თეატრი ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველ ყველა სკოლას უმასპინძლებს. ფესტივალზე, ჟიურის შემადგენლობაში, არამხოლოდ ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, არამედ, თავად მოსწავლეებიც იქნებიან.                                            

გრამპრის მფლობელი მაისში ქუთაისში წავა, მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ ფესტივალშიც. გვინდა, რომ შემოდგომით ფესტივალი რეგიონის მასშტაბითაც ჩავატაროთ, - აცხადებს სულუაშვილი და ამატებს, რომ ფესტივალის მთავარი ამოცანაა ბავშვებმა პატარაობიდანვე შეიყვარონ თეატრიმოზარდები უნდა ვაზიაროთ ამაღლებულ განცდებსა და გრძნობებს”.

სულუაშვილის განმარტებით, სარვამარტო აქციის მიზანი ნაწილობრივ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებისთვის მაგალითის ჩვენებაც იყო, თუ როგორ უნდა დადგან სპექტაკლები.

მგონია, რომ მოსწავლე თეატრში იზრდება. დღეს ერთი კარგი ნაბიჯი გადაიდგა მათი ესთეტიკური აღზდის მიზნით. თანატოლების მიერ წარმოდგენილი პიესის ნახვა ბაშვებისთვის შესანიშნავი მაგალითია”, - ამბობს აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან დუგლაძე.

სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა მოსწავლეებმა თეატრი უახლოეს დღეებში კვლავ დაბრუნების სურვილით დატოვეს.

საინტერესო წარმოდგენა იყო, სიყვარულს ეძღვნებოდა და ყველა კარგად თამაშობდა. კარგი იქნება ასეთი ღონისძიებები ხშირად თუ მოეწყობა”, - ამბობს აწყურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კალსის მოსწავლე ალიკა თაბაგარი.

თამუნა უჩიძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი