“ძვირი” გაზაფხული


ხვნა-თესვა იწყება

რაც უფრო ახლოვდებაა
საგაზაფხულო სამუშაოები,
მით უფრო აშფოთებთ გლეხებს
საწვავის გაძვირება.  
სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. გასული წლების მსგავსად, გლეხებს პრობლემები წელსაც აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ საწვავზე, სათესლე მასალებსა და შხამ-ქიმიკატებზე მომატებული ფასები დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობს კიდევ უფრო გაზრდის

გლეხების მთავარი პრობლემა, რის გამოც მიწებს ვერ ამუშავებენ, საწვავის გაძვირებაა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საწვავზე ფასი ნელ-ნელა მატულობს. როგორც გლეხები ამბობენ, საწვავი ამ ეტაპზე 2,20 ლარი ღირს და ვარაუდობენ, რომ ფასები კიდევ მოიმატებს.


გასულ წელს, ამ დროს, დიზელი 1, 50 ლარი ღირდა, ახლა 3 ლარამდეა. სოფელში, ძირითადად, მიწებს ტრაქტორით ვამუშავებთ, ამიტომ საწვავზე ფასის მომატება გლეხებზე და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ცუდად მოქმედებს”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთის მკვიდრი იოსებ ქამაშიძე.

იოსებ ქამაშიძეს ერთ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი აქვს. მიწას, ყოველ წელს, მთლიანად ამუშავებს, რადგან მოსავლის რეალიზაციაზეა ორიენტირებული: გასულ წელს მიწის დამუშავება 1000-ლარამდე დამიჯდა. ამ თანხაში შევიდა სათესლე მასალა, შხამ-ქიმიკატები და საწვავი. წელს გაცილებით მეტის დახარჯვა მომიწევს”.

სოფელ უდეში მცხოვრები ხათუნა ბალახაშვილი ამბობს, რომ საწვავისა და სათესლე მასალის გაძვირების გამო, რამდენიმე წლის წინ, მიწების დამუშავებაზე უარი თქვა. ახლა ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწებიდან მხოლოდ მცირე ნაწილს ამუშავებს, დანარჩენს კი საძოვრებად იყენებს.

“65 მეასედი მაქვს და აქედან მხოლოდ მესამედს ვამუშავებ. ისიც იმიტომ, რომ სახლისთვის მოვიყვანო ცოტ-ცოტა ყველაფერი. ოთხი წლის წინ სულ ვამუშავებდით და ყველაფერი მოგვყავდა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ რაც აქვს იმის დამუშავებაც უჭირს. აქამდე მიწის მოხვნა-დაფარცხვა 200 ლარი უჯდებოდა და ფიქრობს, რომ ახლა მეტის გადახდა მოუწევს.

ხათუნა ბალახაშვილის თქმითვინც სოფლის მეურნეობას აღარ მისდევს, მიწებს აქირავებს: თვითონ ვერ ახერხებენ დამუშავებს, ამიტომ, ურჩევნიათ გააქირაონ და ამაში ფული აიღონ”.  

გარდა საწვავისა, გლეხებს სარწყავი არხების, სათესლე მასალებისა და შხამ-ქიმიკატების პრობლემაც აქვთ. ეს პრობლემა წლებია აწუხებთ და სირთულეებიც ყოველ წელს მატულობს.   

ბაგრატ გრიგორიანი სოფელ დამალაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ სათესლე მასალები, საწვავი და შხამ-ქიმიკატები გლეხებს ყოველ წელს უნდა დაურიგონ. ამით პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოეხსნებათ: ყველაფერი ძვირდება. სათესლე მასალები ისეთი ძვირია, შეუძლებელია ყველაფრის თესლი იყიდო. ძირითადად იმას ვყიდულობთ, რაც ყველაზე საჭიროა ოჯახისთვის”.

სათესლე მასალებისა და პესტიციდების სიძვირეზე საუბრობს იოსებ ქამაშიძეც: ბოლო დროს სოფლის-მეურნეობის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ. საჭიროა გლეხებს ხელი შეგვიწყონ, რომ შევძლოთ მიწების დამუშავება და მოხდეს დაუმუშავებელი მიწების ათვისებაც. ამისთვის კი ფასების დარეგულირება და პერიოდულად, სათესლე მასალებისა და პესტიციდების დარიგება უნდა მოხდეს”.

სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურთან არსებული აგრო მაღაზიაფერმერიგლეხებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად თითქმის ყველა დასახელების სათესლე მასალასა და შხამ-ქიმიკატების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აღნიშნული სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე განმარტავს, რომ წელს ფასები სათესლე მასალასა და შხამ-ქიმიკატებზე არ მომატებულა: შარშანდელთან შედარებით ბოსტნეულის თესლებზე ფასები არ შეცვლილა, ხოლო შხამ-ქიმიკატებზე ოდნავ დაიწია კიდეც. ფერმერებსა და გლეხებს მხოლოდ მაღალი ხარისხის თესლებს ვთავაზობთ, ასე რომ, ჩვენი ფასები ნამდვილი ფერმერებისთვის შემაშინებელი არ არის”.

აგრო მაღაზიაფერმერისფასები

კარტოფილი _ ჰოლანდიიდანკლასის  - 1კგ 2,75 ლარი;
ლობიო – 1კგ 25 ლარი;
სიმინდი (ჰიბრიდი) – 1კგ 15 ლარი;
ხახვი - “შავი თესლი” - 1კგ 330 ლარიდან 500 ლარამდე;
პომიდორი15 სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა დაფასოება, მათი         ფასებიც, შესაბამისად, განსხვავებულია;
კიტრი -  15 სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა დაფასოება, მათი ფასებიც შესაბამისად, განსხვავებულია;
კომბოსტო2 500-ცალიანი პაკეტები, სხვადასხვა ჯიშები და ჰიბრიდები- 38-53 ლარი;
სტაფილო _ 1კგ 120 ლარი;
ჭარხალი _ 1კგ 60-75 ლარი;
ბოლოკი _ 50 - 7 ლარი;
ყვავილოვანი კომბოსტო _ 2500-ცალიანი პაკეტები, სხვადასხვა ჯიშები და ჰიბრიდები - 72-85 ლარი.

სამცხე-ჯავახეთში, სახნავ-სათესი ფართობი 396 ათასი ჰქეტარით განისაზღვრება. აქედან,  77 636 ჰექტარი სახნავი ტერიტორიაა, ხოლო 3008 ჰექტარზე მრავალწლიანი ნარგავებია გაშენებული. გასულ წელს დასამუშავებელი სახნავ-სათესი ფართობის 59,6 პროცენტი, ანუ 46 271 ჰექტარი დარჩა.

კიდევ გაიზრდება თუ არა დასამუშავებელი მიწების რაოდენობა, გლეხების თქმით, ეს ძირითადად საწვავის ფასზეა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი