უცხოეთის მოქალაქეებმა სკოლაში სწავლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადონ


 სახელმწიფო, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ვაუჩერებს არ იძლევა. მოსწავლეებმა ვაუჩერი თავად უნდა შეიძინონ. საშუალო განათლებისთვის ფულის გადახდაზე ყველა არ თანხმდება და სკოლებიც ზარალდებიან.

მე-11 კლასის მოსწავლე არუსიაკ მელქონიანი ბოლო ხანებში გაურკვევლობაშია, მან ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა სკოლაში სწავლას და ყოველდღე გაკვეთილებზე იმ შეგრძნებით მიდის, რომ მეორე დღეს შეიძლება მოსწავლე აღარ იყოს.

 გასული წლის სექტემბრიდან, როდესაც სწავლის ანაზღაურების საკითხი დღის წესრიგში დადგა, არუსიაკისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებას ვცდილობ, მაგრამ ამისთვის მჭირდება ცნობა, რომ იგი რუსეთის მოქალაქე არ არის. არუსიაკი ხომ რუსეთში დაიბადა. მოთხოვნებიც დავწერე, თბილისში, საელჩოშიც ვიყავი, ბევრი ფული და ძალები დავხარჯე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მჭირდება მონაცემები მამის შესახებ, მასზე კი არაფერი ვიცი, რადგან განქორწინებულნი ვართ. ახლა არ ვიცი, რა იქნება, თუ იმ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები, რომ თანხა დაუყოვნებლივ უნდა გადავიხადო, იძულებული გავხდები, არუსიაკი სკოლიდან გამოვიყვანო”, - ამბობს გოგონას დედა სილვა ზადოიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების ანაზღაურების პრობლემა ძალიან აქტუალურია, აქ 1000-ზე მეტი მოსწავლეა სხვა ქვეყნის მოქალაქეობით ან მოქალაქეობის გარეშე. მათმა ნახევარმა პრობლემის მოგვარება მოქალაქეობის მიღებით მოახერხა და ახლა სახელმწიფო მათთვის ვაუჩერებს უკვე გასცემს. თუმცა 500-600 მოსწავლე იგივე მდგომარეობაში რჩება. არის ოჯახები, სადაც 2-3 მოსწავლეა.

მოსწავლეთა მშობლები თანხის გადახდაზე არ თანხმდებიან, ისინი მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი მალე გაუქმდება ან მუდმივი გასაჩივრებით რაიმეს მიაღწევენ. თუმცა საქართველოს კანონშიზოგადი განათლების შესახებდამატებით მუხლში 221, “უცხოეთის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაუჩერული დაფინანსების შესახებ”, რომელიც 2010 წლის 20 აპრილს მიიღეს, ნათქვამია, რომ უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ზოგადი განათლება სტანდარტული ვაუჩერითYმიიღონ, ამ ვაუჩერის ასაღებად კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ. საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე ვაუჩერის შესაბამისი თანხის შეტანის შემდეგ მოცემული პირი სტანდარტულ ვაუჩერს მიიღებს. (იგივე 221 მუხლის მეორე პუნქტი).

კანონში ასევე ნათქვამია, რომ უცხოეთის მოქალაქემ საქართველოს სკოლებში შეიძლება უფასოდაც ისწავლოს, თუ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არსებობს. თუმცა საქართველოს სომხეთთან და რუსეთთან ასეთი შეთანხმებები, როგორც ჩანს, არ აქვს. ანუ ზოგადი განათლების საკითხი სახელმწიფოთა დონეზე უნდა გადაწყდეს.

ჯერჯერობით კი პრობლემა მოუგვარებელია, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მშობლები სკოლის დირექტორებს ეჩხუბებიან, ასევე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი სკოლის დირექტორები კი იძულებულნი არიან, ხარჯები და ხელფასები შეამცირონ, რათა თავი როგორმე გაიტანონ.

ამ მდგომარეობიდან ყველაზე მეტად კვლავ დიდი სკოლები ზარალდება. მცირე სკოლებში ასეთ მოსწავლეებს გადახდას მაინცდამაინც არავინ აიძულებს.

განსაკუთრებული ყურადღება დიდ სკოლებს ექცევა, სადაც დაფინანსება მოსწავლეთა რაოდენობის და არა კლასების რიცხვის მიხედვით ხდება. თუ სკოლაში 160-ზე ნაკლები მოსწავლეა, მას კლასების რაოდენობის მიხედვით აფინანსებენ და რაღა მნიშვნელობა აქვს, ერთ კლასში 10 ბავშვი იჯდება თუ 12. თუმცა გადახდა პატარა სკოლებშიც აუცილებელია”, - ამბობს ახალქალაქის განათლების რესურს-ცენტრის დირექტორი ნარცის კარაპეტიანი.

“14 მოსწავლის გამო კლასები შევამცირეთ. მათ რომ მაშინ გადაეხადათ, სამ კლასს არ დავკეტავდით, ამდენ საათს არ შევამცირებდით, ახლა კი მათ გამო მასწავლებლებს საათები და შესაბამისად, ხელფასებიც შეუმცირდათ”, - ამბობს ახალქალაქის პირველი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი ნოდარ დარბინიანი.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ამ მხრივ, რუსულ სკოლაშია, სადაც სხვა ქვეყნის 80 მოქალაქე სწავლობს. მათი ნაწილი ვაუჩერების ყიდვაზე დათანხმდა, თუმცა, უმრავლესობა მაინც წინააღმდეგია.


რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი


1 comment:

  1. რა ღირს ვაუჩერი? ერთხელ ყიდულობ , თუ რამდენიმეჯერ?

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი