ხშირია
თუ
არა
ბავშვებზე
ძალადობის
შემთხვევები;
რა
შეიძლება
გამოიწვიოს
საზოგადოების
ინერტულობამ
და
რა
საფრთხეებია
მოსალოდნელი
ზედმეტი
აქტიურობით.
მისაქციელში
მომხდარი
ტრაგედიისა
და სოფელ გუნდრუხში ბავშვზე
ძალადობის
ფაქტების
გახმაურების
შემდეგ,
შვილზე
ძალადობის
შემთხვევა
ბორჯომის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ზანავშიც
გამოვლინდა.
მოსწავლეს,
რომლის
ვინაობასაც
შეგნებულად
არ ვასახელებთ, დედამ ცემით თვალები
დაულურჯა.
მძიმე
სოციალური
მდგომარეობის
გამო,
გოგონა
5-შვილიანი
ოჯახიდან
მოშორებით,
ახლაციხის
მეშვიდე
საჯარო
სკოლაში
იზრდება.
შინიდან
დაბრუნებული
ოჯახში
მომხდარის
შესახებ
სკოლის
დირექტორს
გაენდო
და უთხრა, რომ მის ოჯახში
“ასეთი
რამ
ხშირად
ხდება”.
“გოგონას დედა ფეხმძიმედაა, ამიტომ არ გვინდოდა დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა ამ ამბავს”,
- ამბობს
მეშვიდე
საჯარო
სკოლის
დირექტორი
ლალი
კარკაძე,
რომელმაც
მომხდარის
შესახებ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ახალციხის
განყოფილებასა
და საპატრულო პოლიციას აუწყა.
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ახალციხის
განყოფილების
იურისტის
გიორგი
გვარამაძის
თქმით,
ფაქტს
შესაბამისი
რეაგირება
უახლოეს
დღეებში
მოჰყვება:
“მიმდინარეობს გამოკვლევა, მშობელს, მინიმუმ, უფლება მაინც შეეზღუდება. ამასთანავე, ფაქტის ხელმეორედ განმეორების აღკვეთისათვის, სასამართლოს მიერ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა”.
გვარამაძის
განცხადებით,
ძალადობა
ოჯახში
ეკონომიურმა
გაჭირვებამ
გამოიწვია:
“ჩვენ რეგიონში ასეთი ფაქტი პირველად დაფიქსირდა”.
საწინააღმდეგოს
ამბობს,
მეექვსე
ბაგა-ბაღის მენეჯერი მარინა
ივანიძე:
“ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სახლიდან ნაცემი და დაშავებული მოდის”.
მისი
თქმითაც,
ამგვარი
შემთხვევების
მეტი
წილი
სოცილაურად
დაუცველ
ოჯახებზე
მოდის:
“არ აქვთ ბავშვის შენახვისა და გაზრდის საშუალება. პატარას კვება, სითბო, სათამაშო და მოფერება უნდა. როცა ამას ვერ ღებულობს, ღიზიანდება, გაუსაძლისი პირობების გამო განერვიულებულია მშობელი და კონფლიქტიც აქედან ჩნდება”.
ივანიძე
მიიჩნევს,
რომ
ასეთი
შემთხვევების
დაფარვა
დაუშვებელია
და საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, თუმცა, როგორც
თავად
ამბობს,
მსგავსი
ფაქტების
დროს
მათი
აქტიურობა
მხოლოდ
“სიტყვიერ
მუქარაში”
გამოიხატება:
“ასეთ მშობლებს მშობელთა კრებებზე ვსაყვედურობთ და ვემუქრებით”.
გვარამაძის
განმარტებით,
2010 წლის
მაისში
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრისა
და განათლების მინისტრის მიერ შემუშავებული ბრძანების თანახმად,
ბავშვზე
ძალადობის
დაფიქსირების
შემთხვევაში,
როგორც
სოციალური
მომსახურების
სააგენტო,
ისე
საგანმანათლებლო
დაწესებულება
და პოლიცია ვალდებულია მომხდართან დაკავშირებით აქტიური მუშაობა ჩაატაროს: “ბავშვზე რაიმე
ტიპის
ძალადობის
შემჩნევის
შემთხვევაში
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმაძღვანელი
ვალდებულია
მოგვმართოს
ჩვენ,
ან
საპატრულო
პოლიციას,
არ
აქვს
მნიშვნელობა,
ეს
წერილობით
იქნება
თუ
სატელეფონო
ზარით”.
საქართველოს
პარლამენტმა
“ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის,
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და დახმარების შესახებ” კანონი 2006 წელს მიიღო.
“არ მახსენდება, რომ სამცხე-ჯავახეთში ბავშვზე ძალადობის ფაქტს ჰქონოდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, სასამართლომდე ასეთი საქმე არ მოსულა”,
- ამბობს
ახალციხის
რაიონული
სასამართლოს
თავმჯდომარე
გოჩა
ჯეირანაშვილი.
მისი
განცხადებით,
ყველაზე
ხშირად
მოძალადეები
დედები
არიან:
“ალბათ იმიტომ, რომ ჰგონიათ შვილზე მეტი უფლება აქვთ. ასეთი შემთხვევების დიდი ნაწილი კი ყველაზე ხშირად გაჭირვებულ ოჯახებზე მოდის”.
ისევე,
როგორც
გვარამაძე
და ივანიძე, ჯეირანაშვილიც მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტების
ამოფხვრის
ერთ-ერთი საშუალება საზოგადოების
გააქტიურებაა:
“მოერიდება მშობელი ცემოს შვილი, რადგან იცის, რომ გარშემომყოფები გაკიცხავენ. თუმცა, ჩნდება საფრთხეებიც, სწორედ საზოგადოების გააქტიურების გამო შესაძლოა, მშობელმა უფრო მეტად დამალოს ძალადობის შემთხვევა, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ამან შეიძლება გააჩინოს ახალი კონფლიქტებიც”.
ფსიქოლოგის
გულიკო
ბექაურის
განცხადებით,
ბოლო
დროს
ადამიანებში
ურთიერთობის
პრობლემებმა
მასიური
სახე
მიიღო,
ამის
ერთ-ერთი მიზეზი კი
ეკონომიკური
სიდუხჭირეა:
“თუმცა, შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ძალადობის მიზეზი სიღარიბეა, ბევრ ღარიბ ოჯახებში ძალიან დიდი ადამიანები გაზრდილან. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემის პროვოცირებას სწორედ ეკონომიკური ფაქტორი ახდენს”.
მისი
თქმით,
ოჯახური
ძალადობის
შესახებ
კანონის
მიღებიდან
ოთხი
წელი
გავიდა,
რაც
ძალიან
ცოტა
დროა
საიმისოდ,
რომ
ეს გავითავისოდ: “აქამდე ეს უბრალოდ ჩვენ კულტურაში არ იდო, ვიცოდით, რომ ოჯახის პრობლემა მხოლოდ ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა და სხვას ჩარევის უფლება არ ჰქონდა. არადა, ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ჩარევით, შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე ვიხსნათ”.
იგი
მიიჩნევს,
რომ
ამგვარი
ფაქტები
აქამდეც
ბევრი
იყო:
“უბრალოდ ოჯახი იყო ის სისტემა, რომელსაც არავინ არ უნდა შეხებოდა, ასეთი მიდგომა იმსხვრევა. თუმცა, ეს თემაც მალევე მიყუჩდება. პრობლემა მკვდარი ბავშვების ხშირად ეთერში ჩვენებით არ მოგვარდება”.
გააქტიურდება
თუ არა საზოგადოება და რას
შეცვლის
ეს – შეამცირებს ოჯახში ძალადობის ფაქტებს თუ ახალ პრობლემებსა
და კონფლიქტებს გააჩენს, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი ასეთი
ფაქტების
შესწრებისას
ნუ ვიქნებით გულგრილები და მოვლენებს შორიდან
ნუ შევაფასებთ.
თამუნა
უჩიძე,
ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი