2010-2011 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი თვე რჩება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ატესტატის მისაღებად წელს რვა გამოცდას ჩააბარებენ. როგორ ჩატარდება საატესტატო გამოცდები და არიან თუ არა მზად სკოლები ახალი სისტემით გამოცდის ჩასატარებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2011 წელს მოსწავლეები ატესტატის მისაღებად გამოცდას რვა საგანში ჩააბარებენ. გამოცდები ეგრეთ წოდებული CAT – ის სისტემით ჩატარდება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დანერგილი. აღნიშნული სისტემის მიხედვით მოსწავლეს შეკითხვას კომპიუტერი დაუსვამს და სწორი პასუხები ცნობილი 20 წუთში იქნება.
საატესტატო გამოცდები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბაზაზე ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების ჩასატარებლად საქართველოს ყველა საჯარო სკოლა მზადაა. პრობლემა მხოლოდ კერძო სკოლებს აქვთ, რადგან შესაბამისი ინვენტარითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა მათ თავად ევალებათ.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისთვის რეგისტრაციას სკოლებში გადიან: ''კერძო სკოლას მოუწევს თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომ სკოლა აღჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ეს იქნება ვიდეო თვალი, კომპიუტერები, ინტერნეტის სიხშირე. ხოლო საჯარო სკოლებში ტექნიკურ გამართვას სამინისტრო უზრუნველყოფს''.
ახალციხის დამოუკიდებელ სკოლა ''მზექას'' წელს 16 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჰყავს. სკოლის დირექტორი ბელა კაპანაძე ამბობს, რომ საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად მზად არიან: ''კომპიუტერები და ვიდეო თვალი უკვე მზად გვაქვს''.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში 229 მოსწავლეა. იმის გამო, რომ აქ 26 მეთორმეტეკლასელია, საატესტატო გამოცდა მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდება.
''როგორც ვიცი, მეექვსე და მეორე საჯარო სკოლის ბავშვები საატესტატო გამოცდებს ერთად ჩააბარებენ და სავარაუდოდ ეს მეორე საჯარო სკოლაში იქნება. ამ სკოლას კომპიუტერების შესაბამისი რაოდენობა აქვს, რომლებიც ტექნიკურად გამართულია'', - განმარტავს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი და იმედოვნებს, რომ გამოცდაზე ტექნიკური პრობლემები არ შეიქმნება.
მეორე საჯარო სკოლაში, 445 მოსწავლეა, მათ შორის მეთორმეტე კლასელი 47. აქედან, 13 რუსულ, დანარჩენი კი ქართულ სექტორს ამთავრებს. სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე ამბობს, რომ საატესტატო გამოცდებისთვის სკოლა მზადაა. თუმცა, კომპიუტერის საშუალებით მოსწავლის ცოდნის დადგენა ძნელია.
''მართალია ცივილიზაცია კარგია და ტექნიკური პროგრესისკენ მივდივდივართ. მაგრამ, ბავშვის ცოდნის შემოწმება კომპიუტერით ცოტა ძნელია. თუ ბავშვს ინტუიცია კარგი აქვს, შეიძლება საკითხი არ იცოდეს, მაგრამ სწორ პასუხს `მოარტყას~. თუმცა, როცა ზეპირი გამოცდაა, ლოგიკურად უნდა იმსჯელოს და ამას ვერ გაექცევა, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მეთორმეტე კლასელებს ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება გაუჭირდებათ: დარწმუნებული ვარ, რომ 15 ბავშვი საატესტატო გამოცდებს ჩააბარებს, 16-17 ბავშვი ალბათ მინიმალურ ზღვარს გადალახავს, ხოლო დანარჩენები აღარ ვიცი, შესაძლოა ატესტატის გარეშე დარჩნენ''.
ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ავთო ბალახაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოცდებს ყველა საგანში წარმატებით ჩააბარებს: `მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მაღალი ქულები დავაგროვე და არცერთი გამოცდის ჩაბარება არ უნდა გამიჭირდეს~.
მას ეთანხმება პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე დავით მერაბიშვილი: ''თუ სკოლაში გივლია და გარკვეული ცოდნა მაინც გაქვს, გამოცდის ჩაბარება არ გაგიჭირდება. კომპიუტერზე უფრო ადვილია, რადგან მაშინვე გაიგებ ჩააბარე თუ არა''.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის საატესტატო გამოცდებს ''მარტივ და მეგობრულ გამოცდებს'' უწოდებენ. პედაგოგთა უმეტესობა ფიქრობს, რომ შესაძლოა გამოცდებზე გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიქმნას.
''მთავარია, სისტემა გამართული იყოს. რადგან, იყო შემთხვევა, როცა ზოგიერთი ღონისძიება ჩვენი ინტერნეტისა და ტექნიკის საშუალებით ჩაატარეს და ძალიან გაუმართავი იყო. ყველა ერთ საიტს რომ ''ჩამოეკიდა'', გაუჭირდათ'', - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე.
ამავე სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი კი ამბობს, რომ გამოცდების უპრობლემოდ ჩატარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს და ტექნიკური გაუმართაობებისგან დაზღვეული არიან.
''სკოლას კომპიუტერული ბაზაც აქვს და მოსწავლეთა რაოდენობაც დიდია. 1 100 ბავშვიდან წელს სკოლას 99 მოსწავლე ამთავრებს. ტექნიკური ხარვეზების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. მაგრამ თუ მოხდა რაიმე შეფერხება, გამოცდა სხვა დროს დაინიშნება, - ამბობს იგი და ამატებს, რომ თუ მოსწავლე რომელიმე გამოცდას ვერ ჩააბარებს, ან არ გამოცხადდება, ატესტატს ვერ მიიღებს და გამოცდაზე გასვლა მეორე წელსაც მოუწევს: ამ შემთხვევაში მოსწავლე ვალდებული არაა სკოლაში იაროს. უბრალოდ იმ გამოცდაზე გავა, რომელიც ვერ ჩააბარა, დანარჩენი გამოცდის შედეგები კი ენახება''.
თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი