იურიდიული კონსულტაციები სოფლებში


იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან. გასვლითი კონსულტაციების მიზანი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარებაა

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები 4 მარტს კლდეში მცხოვრებლებს, 5 მარტს კი ურაველში სკოლის მოსწავლეებსა და ასევე, სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.  
ვაცნობთ ჩვენი მომსახურების პაკეტის შესახებ. ასევე, ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს”, - გვიხნის იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე.

მისი თქმით, მოსახლეობის კითხვების უმრავლესობა მიწასთან დაკავშირებულ სამეზობლო დავებსა და საპენსიო დაკუმენტაციის მოწესრიგებას ეხება: ვაცნობთ სასამართლოში მიმართვის პროცედურებს”.
 
რაც შეეხება მოსწავლეებთან შეხვედრას, ეს დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება.

უფროსკლასელებს ვესაუბრებით სხვადასხვა დანაშაულის, ნარკომანიის, ქურდული სამყაროს წევრობის, ხულიგნობის შესახებ. ვაცნობთ, რომელი შემთხვევა როგორ ისჯება”, - აცხადებს ზარიძე

უახლოეს დღეებში იურიდიულ კონსულტაციებს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ. ახალციხის შემდეგ რიგით პირველი ადიგენი იქნება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი